Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
კრიტიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმი
კრიტიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმი12-09-2012, 10:00 |
თბილისის საერთაშორისო ფესტივალის, საქართველოს თეატრის კრიტიკოსთა კავშირისა და თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის ქართული სექციის ინიციატივითა და ხელშექყობით სასტუმრო შერატონის პიანო ბარის დარბაზში გაიმართება ორი საერთაშორისო ღონისძიება:
1. 16 სექტემბერს, 12.00 დილის შეხვედრის სემდეგ ჩატარდება სერთაშორისო კოლოქვიუმი: „XXI საუკუნე აღმოსავლეთ ევროპის თეატრი დროსთან და დროის წინააღმდეგ“. ქართველი კრიტიკოსები უცხოელ კოლეგებთან ერთად აღნიშნავენ ცნობილი შვედი დრამატურგის აუგუსტ სტრინდბერგის 100 წლისთავს (მომხსნებელი პროფ. მარგარეტა სორენსონი) და წაიკითხავენ მოხსენებებს თანამედროვე ევროპული თეატრის განვითარების ტენდენციებზე, რეჟისორებსა და გახმაურებულ სპექტაკლებზე.
2. 19 სექტემბერს, 12.00, გაიმართება დისკუსია ქართული სპექტაკლების შოუქეისის ირგვლივ, რომელშიც, აგრეთვე, მონაწილეობას მიიღებენ კრიტიკოსები რუმინეთიდან, შვედეთიდან, პოლონეთიდან, ირანიდან, საფრანგეთიდან, ინდოეთიდან, ბრიტანეთიდან და სხვ.
თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციის მეორე საერთაშორისო სიმპოზიუმი და დისკუსია პროფესიონალ კრიტიკოსთა შორის დიალოგის გაგრძელებაა. ეს შეხვედრა მოსაზრებათა, ინფორმაციის გაცვლა–გამოცვლისა და თატრალურ ხელოვნებაში მიმდინარე პროცესების ირგვლივ მსჯელობის და კამათის კარგი საშუალებაა. იმედს ვიტოვებთ, რომ ქართული თეატრის მოღვეწენი – რეჟისორები, მსახიობები, თეატრის სხვა პროფესიონალები და, რა თქმა უნდა, მოყვარულებიც ამ შეხვედრებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ -აცხადებს თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის საქართველოს სექციის ხელმძღვანელი ირინა ღოღობერიძე. ორივე ღონისძიება უზრუნველყოფილია სინქრონული თარგმანით.
21–ე საუკუნე აღმოსავლეთ ევროპის თეატრი დროსთან და დროის წინააღმდეგ(პროფესიონალ კრიტიკოსთა მეორე საერთაშრისო სიმპოზიუმი)თბილისი, 16 სექტემბერი 2012შერატონ მეტეხი პალასიპროგრამა
11:00 – 11:30 – დილის შეხვედრა შოუ–ქეისის მონაწილეებთან (პიანო ბარი)
11:30 – 14:30 – 1 სესია (დარბაზი ბალავარი) თავმჯდომარეები: მარგარეტა სორენსენი (შვედეთი), ირინა ღოღობერიძე (საქართველო)
ირინა ღოღობერიძე (საქართველო) შესავალი სიტყვა
მარგარეტა სორენსენი (შვედეთი) ავგუსტ სტრინბერგის საერთაშორისო წელი
ანჯელინა როშკა (მოლდოვა) 21–ე საუკუნე პროვოკატიულობა დამოუკიდებელ მოლდოვურ თეატრში აღმოსავლეთ ევროპის თეატრების კონტექსტში
დავით ბუხრიკიძე (საქართველო) როგორ მოვკლათ ევროპელი: კრისტოფ მარტალერი თეატრალური რეფლექცია აღმოსავლეთ–დასავლეთ ბერლინის საზღვარზე
ლუდმილა პატლანჯოგლუ (რუმინეთი) კრიზისის სინდრომი და დოქტორ ჩეხოვი, ანდრეი სჩერბანის ტრიპტიხი
ინა ბეზირგანოვა (საქართველო) რუსული კლასიკა ქართულ სცენაზე: ახალი ტენდენციები (რუსულ ენაზე)
14:30 – 15:00 ყავა
15:00 – 17:30 2 სესია (დარბაზი ბალავარი)
თავმჯოდომარეები: ლუდმილა პატლანჯოგლუ (რუმინეთი), ირინა ღოღობერიძე (საქართველო)
კონრად ჩშებიოტ (პოლონეთი) მოგზაურობა ღრმა მრავალფეროვნებაში
ლაშა ჩხარტიშვილი (საქართველო) ცენზურა და თვით–ცენზურა პოსტ–საბჭოთა ქართულ თეატრში
რავინდერ კაული (ინდოეთი) კლასიკური სანსკრიტული დრამის გავლენა გროტოვსკის თეატრზე
მანანა გეგეჭკორი (საქართველო) ქართული თანამედროვე დრამატურგიის ძირითადი ტენდენციები
თამარ კიკნაველიძე (საქართველო) აგვისტოს ომი ქართულ დრამატურგიაში
გიორგი ყაჯრიშვილი (საქართველო) ახალი ქართული თეატრი: ბოლო სეზონის ტენდენციები
19 სექტემბერი 2012 მარჯანიშვილის თეატრის მუზეუმი
12:00 –ქართული პროგრამის განხილვა
ფესტივალის კლუბი „იტალიური ეზო“, მარჯანიშვილის თეატრი უკან დაბრუნება |