Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > „ვის უხმობს ზარი“
„ვის უხმობს ზარი“

„ვის უხმობს ზარი“


29-01-2014, 13:00

„ვის  უხმობს   ზარი“

ე. ჰემინგუეი

 

ილიას სახ. უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი მეორე წელია ატარებს თეატრალური სეზონის სტატისტიკურ  კველევას და მის შედეგებს აქვეყნებს. მათ მიერ წამოწყებული საქმე უდიდესი მნიშვნელობისაა, თუნდაც იმიტომ რომ მას ნამდვილი პროფესიონალები ატარებენ (სიმართლე რომ ითქვას ასეთ კვლევას  თეატრის მოღვაწეთა კავშირიც უნდა ატარებდეს) ისინი,  რომლებიც უშუალოდ არიან ჩართული საქართველოს თეატრალურ ცხოვრებაში და ყველაზე მეტად იცნობენ იმ პრობლემებს თუ გადაუჭრელ საკითხებს, რომლებიც საქართველოს მასშტაბით მთელი თეატრების წინაშე დგას. მონაცემები, რომელიც წელსაც ვიხილეთ ზუსტად და ადექვატურად გამოხატავს ქართული თეატრის დღევანდელ სახეს და ეს ეხება თითქმის ყველა სფეროს, მაყურებელთა დასწრებას, თეატრების აქიურობას, დრამატურგთა თუ მსახიობთა დაკავებულობას. ასე მაგალითად:  ამ კვლევის შედეგად შეგვიძლია ვთქვათ, რომელი თეატრი როგორი აქტიურობით ცხოვრობს, ჩაკეტილია თუ არა მხოლოდ საკუთარ „სივრცეში“ თუ თავის შემოქმედებას უზიარებს სხვა ქალაქსა თუ სოფელს, სხვა ქვეყნის მაყურებელს. სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით ასევე შეგვიძლია ადვილად გავაკეთოთ ანალიზი თუ რა ტიპის დრამატურგია ხდება  თეატრის ინტერესის საფუძველი და რომელი თანამედროვე დრამატურგის პიესები იდგმებოდა  მეტად, თუნდაც ამ ორი  წლის განმავლობაში. 2012  წლის კვლევიდან განსხვავებით  ამ   წლის კვლევას დაემატა მთელი რიგი ახალი პუნქტები და 2013 წლის ანალიზი გაცილებით სრულყოფილი გახდა წინა წელთან შედარებით. რასაკვირველია ყოველ ახალ წამოწყებას და ახალ ინიციატივას თან ახლავს ხარვეზებიც, რაზეც გვინდა ჩვენი ყურადღება გავამახვილოთ. არა ასე ვთქვათ „ჩასაფრებული“  მკვლევარის სახით, არამედ იმ მიზნით, რომ შემდგომი კვლევა უფრო დახვეწილი, უფრო ლოგიკური და რაც მთვარია ისეთი გახდეს, რომ მასში სრულად გამოიხატოს თანამედროვე ქართული თეატრში მიმდინარე ტენდენციები. გარდა დადებითისა, ამ კვლევამ ბევრი უარყოფითიც გამოავლინა რაც შეიძლება დღეს უკვე საგანგაშო კი იყოს და რასაც შველა ახლავე სჭირდება. ამ კვლევის ერთ-ერთი დადებითი მხარეც ისაა, რომ მის მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლი ეს უარყოფითი მხარეები წარმოვაჩინოთ და ამაზე ვიმსჯელოთ და  მის გამოსწორებაზე ვიმუშაოთ.

დავიწყებ ყველაზე ტრივიალურიდან, რაც თვითონაც ალბათ კარგად იციან ცენტრის თანამშრომლებმა. რატომღაც მეჩვენება, რომ  ასეთი ტიპის კვლევისათვის არაა ხელსაყრელი ან თუნდაც სასარგებლო ყველა თეატრების ერთ „ქვაბში“  მოქცევა. ხომ ცნობილია, რომ თავის სპეციფიკით, სტატუსით, ჟანრობრივად, მიზნობრივად და თუნდაც საფოკუსე ჯგუფიდან გამომდინარე თეატრები განსხვავდებიან ერთმაეთისგან - დრამატული, საბავშვო და თოჯინური, მუსიკისა და დრამის, ოპერისა და ბალეტის, პანტომისის და აშ. გამოკვლევები ადასტურებს, რომ ჟანრობრივი და სტატუსის თვალსაზრისით სტატისტიკური მონაცემების მახასიათებლები ახლოსაა ერთამეთთან და საერთო სურათს იძლევა, მაგრამ საბავშვო და თოჯინური თეატრების მათ გვერდით დაყენებას  სერიოზულ ცდომილებამდე მივყევართ (სხვათა შორის  ასევე იყო გასულ წელსაც). ამის მიზეზი ძალიან აშკარაა  და თუნდაც იმ ფაქტორითაა განპირობებული, რომ თოჯინებისა და საბავშვო თეატრებს დღეში რამოდენიმე წარმოდგენა უჩვენებენ  რამოდენიმე დარბაზსა თუ სკოლაში,  განსაკუთრებით კი საახალწლო და სხვა სასკოლო არდადაგების დროს. ასევე  ყურადსაღებია ის ფაქტორიც, რომ ამ თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელობა იძულებულია ხშირად განაახლოს რეპერტუარი (ვინაიდან ბავშვებს, მოზარდებისგან განსხვავებით უკვე ნანახი სპექტაკლის  ხელახალი ნახვის  ინტერესი აღარ აქვთ და ერთიდაიმავე წარმოდგენაზე  რამოდენიმეჯერ დასწრების რაოდენობა ძალიან მცირეა)  და სულ ახალი და ახალი დადგმები შესთავაზოს თავის აუდიტორიას. ეს რასაკვირველი განაპირობებს სტატისტიკური მონაცემებისგან ამოვარდნას. ამიტომაცაა რომ წლევანდელ კვლევაშიც თოჯინებისა და მოზარდ-მაყურებელთა თეატრები კვლავ ლიდერებად გვევლინებიან  (თუმცა ამ უკანასკნელში ახალი სამხატვრო ხელმძღავნელის მოსვლამაც  განაპირობა ეს ლიდერობა). 

წლევანდელ მონაცემებში ნ. დუმბაძის სახ. მოზარდ-მაყურებელთა თეატრი ლიდერობს და თანაც  უდიდესი უპირატესობთ - მასში განხორციელებული სპექტაკლები თითქმის ორჯერ აღემატება  მარჯანიშვილის (ყველაზე სტაბილური რეპერტუარის), ხოლო  ოთხჯერ რუსთაველის  თეატრის მაჩვენებლს. სტატისტიკური მონაცემების შეფასების თვალსაზრისით  მოზარდ-მაყურებელთა თეატრის ეს შედეგი ზოგადი  ტენდენციებიდან ამოვარდნად მეჩვენება:  რასაკვირველია, იგი უნდა დარჩეს კვლევებში და რჩება კიდევაც, მაგრამ ერთი წუთით თუ გავითვალისწინებთ მათემატიკის პრინციპს,  სადაც ზოგადი სურათის და საშუალოს საპოვნელად  უდიდესი და უმცირესი მნიშვნელობა როგორც წესი უნდა უგულველყოფილი იქნეს და თუ მოზარდ-მაყურებელთა თეატრის მონაცემებს დროებით ამოვიღებთ, მაშინ   სულ სხვა სურათს  მივიღებთ  და სწორედ იმ პრობლემამდე მივალათ,  რაზეც  ყველაზე ძალიან მინდოდა გამემახვილებინა ყურადღება. მაგალითად, ასეთი ცვლილებების შემდეგ სურათი ასეთ სახეს მიღებს: თბილისის 18 თეატრში  თვეში საშუალოდ  იმართებოდა  10  წარმოდგენა  (26 სამუშაო დღეს!), როდესაც მხოლოდ 7 თეატრის დაფინანსებამ შეადგინა 10 480 000  ლარი,  და აქედან რუსთაველის თეატრმა 3 მილიონი ლარის სანაცვლოდ  4  პრემიერა გამართა (რაში იხარჯება სახელმწიფო და ჩვენი თანხები?). ყველაზე პროდუქტიული მსახიობი ქალი იქნება  ერთი (მესხეთის თეატრი), პროდუქტიული მამაკაცი  4 (მესხეთის თეატრი), თეატრში მიწვეული მსახიობი - არც ერთი.

ახლა თუ  მოზარდ-მაყურებელთა და თოჯინების თეატრიში მოსულ მაყურებლთა რაოდენობას (117 790) შევადარებთ დანარჩენი თეატრების მაყურებელთა  რაოდენობასთან (105 323) აქაც ცხადად იკვეთება რომ ამ მხრივაც დრამატული თეატრები აშკარად ჩამორჩებიან მათ.  არაფერს ვლაპარაკობ, ისევე როგორც  კვლევის ავტორები   წარმოდგენების ხარისხზე. ეს ალბათ სხვა თემაა და სხვა ადგილას გასარჩევი.

და კიდევ ერთი მცირე შენიშვნა - ავტორებს მინდა მოკრძალებით შევახსენო,  რომ „დამოუკიდებელი თეატრები“  (რაც რამოდენიმეჯერ გვხვდება  კვლევაში) არ არსებობს  არც სტატუსით და არც  „პროფესიული თეატრის კანონში“ არაა ნახსენები. ჩემი აზრით აჯობებს აქ  ალბათ ისევ ტერმინი „კერძო თეატრი“  გამოვიყენოთ  რაც უფრო გასაგებია და კანონსაც შეესაბამება.  

 

 


უკან დაბრუნება