Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > ის, რის გამოც მიყვარს თეატრი
ის, რის გამოც მიყვარს თეატრი

ის, რის გამოც მიყვარს თეატრი


5-05-2014, 03:02
თუ კი ოდესმე ვინმე მკითხავს, რატომ მიყვარს თეატრი, ალბათ ვუპასუხებ: "პაკლონის", აპლოდისმენტების, ოვაციების, "ბრავოს" შეძახილის, სტვენის, ერთმანეთში არეული ხმაურის, ცრემლის-სიხარულის ცრემლის გამო. 8 აპრილს თავისუფალი თეატრის ახალ სცენაზე დაიბადა სპექტაკლი, რომელმაც ეს ოვაციები უხვად გამოიწვია, ახალგაზრდა რეჟისორის ნიკოლოზ ჩიკვაიძის ეს წარმოდგენა, პირველი სერიოზული დადგმა გახლავთ მაყურებლისთვის, ავთო ვარსიმაშვილის სახელოსნოს სტუდენტის სადიპლომო ნამუშევარი, საკმაოდ თამამი, ეპატაჟური, თანამედროვე და ფერადოვანია. ასეთივე არა სტანდარტულია თეატრის გარემო, სადაც შემაღლებული ფიცარნაგის ნაცვლად ჩვეულებრივი იატაკია და მაყურებელი, მსახიობის თანასწორი, სადაც მრავალ დონიანი განათების მაგივრად სულ რამოდენიმე პროჟექტორია და ფარდის სანაცვლოდ კედლები. ახალგაზრდა რეჟისორმა ფრიდრიხ დიურენმატის პიესა "მოხუცი ქალბატონის ვიზიტი" 2 მოქმედებად წარუდგინა მაყურებელს. სპექტაკლი თეატრის ეზოდანვე იწყება, კაპელდინერების ნაცვლად, მსახიობები გვხვდებიან, შემაღლებული ფიცარნაგის ნაცვლად პირდაპირ იატაკზე მდგარი ძველი ვაგონი, რომელიც ამავდროულად თავლაა, სასტუმრო, მოქმედების მთავარი ადგილი, ირგვლის მოყრილია თივა, მარჯვენა მხარეს ხის ყუთია, რომელიც მრავალ ფუნქციურია და ხან საპირფარეშოდ, ხანაც პატარა სურსათის მაღაზიად გვევლინება. ავის მომასწავებელი მუსიკა და რელსების ღრჭიალი კიდევ უფრო მეტ დრამატიზმს სძენს გარემოს. სცენის სიღრმეში მოჩანს კედლები თეთრსა და წითელ ფერებში, სადაც სამი გასასვლელი კარია, ყავისფერ ფერებში გადაწყვეტილი გარემო ისეთივე უღიმღამოა როგორც აქ მცხოვრები ხალხი, გიულენი მიუსაფართა სამოთხეა. სპექტაკლი მატარებლის "გაჩერებებად" არის დაყოფილი რომელსაც მომღერალი (მარიკო ლეჟავა) აჟღერებს, აღსანიშნავია რომ ეს გმირი არაა პიესაში, იგი დამატებული პერსონაჟია, კაპელდინერები მსახიობებად გადაიქცევიან და საკუთარ ფორმებს იცვამენ, დახეულს, დაძონძილს, მათსავე ნატანჯ ცხოვრებას ირგებენ ტანზე, მოსავენ დამახინჯებულ სულებს. სცენაზე მდგარი 4 მსახიობი იწყებს სიმღერას, და თითქოს ყველაფერი მხიარული და ლაღი ხდება. სპექტაკლს მუდმივად გასდევს მიუზიკლის ელემენტები, შესაბამისად უხვადაა სიმღერები რომლებიც სპეციალურად ამ წარმოდგენისთვის დაიწერა (კომპოზიტორი გიორგი ლაღიძე) მათხოვრად ქცეული ხალხი ხელს იწვდის დასახმარებლად და ძველ დროებას მისტირის, მათი ერთადერთი იმედი ლოდინია, მოლოდინი ადამიანის რომელიც ერთ დღეს ამ კოშმარს დაასრულებს, ასეთი კი  კლერ ცახანასიანია (მაიკო ხორნაული) მილიარდერი, რომელმაც დიდი ხნის წინ დატოვა გიულენი. მუსიკის დაძაბული ჰანგები, ბაროკოს სტილის მელოდია, კიდევ უფრო მეტ იდუმალებს აჩენს ამ ყველაფრისადმი. სცენაზე ჩდებიან პოლიციელი, მონაზონი, მათხოვარი, მძლეოსანი, ბავშვი, ყველა თავის ამპლუაშია, ფანჯრებიდან 2 მსახიობი გვესაუბრება, ისინი გვამცნობენ რომ გიულენი განსაკუთრებული სტუმრის დასახვედრად ემზადება, სწორედ ამ დროს დედაო, (ნინა კალატოზიშვილი) რომელიც პიესაში პადრეა, ხოლო რეჟისორს აქ დედაოდ ყავს წარმოდგენილი, ნათელი მაგალითია იმისა თუ რა მოსდის ღვთის მსახურს როდესაც ის ფარისეველი, მდაბიო და ბნელი გონებისაა. ეს შტრიხი იმდენა ხაზგასმულია წარმოდგენაში რომ, მისი მსვლელობის დროს ვხდევბით რაოდენ მჭიდროა კონტაქტი დღევანდელ საქართველოსა და მეოცე საუკუნის პიესას შორის, რაოდენ აქტუალურია ეს თემები და რამდენად სწორად აქვს ის ახალგაზრდა შემოქმედს წარმოჩენილი, კათოლიკური საგალობლებითა და მესით ზეციური ჰანგების შექმნას მარტივად ახერხებს რეჟისორი. მატარებელი ჩამოდგა ბაქანზე და აი ნანატრი სტუმარიც ეწვია გიულენს, დაძონძილსა და ფერმიხდლს. მდიდრულად ჩაცმული და ფერადი ქალბატონი ცვლის გარემოს, თუმცა სანამ წარმოდგენა აქამდე მივა, ზედმეტად გაწელილი მეჩვენა მოქმედება. საკმაოდ ქედმაღალი, ამპარტავანი თუმცა ძალიან ნატანჯი. მას მთელი მისი ამალა მოჰყვება. ადამიანები? შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ ისინი ძე ხორციელსა და ცხოველს შორის გარდამავალთ უფრო ჰგვანან, ირგვლივ მხიარულება და იმედი იფქრვევა. მაია ხორნაულის გმირი თავისივე სახეს პირველივე გამოჩენისთანავე ავლენს, სანამ ის ხმას ამოიღებს ბრჭყვიალა სამოსი და ქედმაღლური გამომეტყვეება უკვე მრავლის მთქმელია, ასევე სახასიათონი არიან ბრმა ძმები (გიორგი ედიშერაშვილი და ტატო გელიაშვილი) რეჟისორი მათ ვიზუალურ მხარეს იმდენად შინაარსობრივად ტვირთავს, რომ ამ "პატარა" ლაქიებს კუდის გაქიცინებაც კი არ სჭირდებათ საიმისოდ რომ მიხვდეს მყურებელი მათ ხასიათს. საჭურისი ბრმები ისეთივე ტრგიკულები არიან როგორც თითოეული მათგანი მათ გარშემო, მათი იუმორისტული გამოსვლები, ცეკვა და რიტმში ჩასმული მოძრაობები საკმაოდ ეფექტურია თუმცა, ტატო გელიაშვილის გმირის პათეთეტიკური მეტყველება აუფერულებს ამ სცენას და უკმაყოფილების შეგრძნებას ბადებს. აქ ცხოველიც კი არაა ბედნიერი, აქ მხოლოდ მოგონებებით საზრდოობენ და ისიც ნელ-ნელა უფერულდება, ასევე აღსანიშნავია სოფო მეძმარიაშვილისა და თაკო ბერიაშვილის სცენური სახეები, ისინი სხვადასხვა პერსოაჟებად გვევლინებიან (მეძავი, დები, ჟურნალისი) და გარდასახვას იმდენად მკაფიოდ ახდენენ, რომ მათი არც ერთი ქმედება არაა ერთფეროვანი, თუმცა იყო სცენები სადაც სტატიური და მოდუნებული თამაში, სცენას ქმედით უნარიანობას აკარგინებდა და ამბავს ჭიმავდა, ეს კი მთლიანად სპექტაკლზე შეიძლება ითქვას, რადგან ტემპო-რიტმი საკმაოდ დაბალი იყო და 2 საათნახევრიანი წარმოდგენა, ცოტა დამღლელიც კი აღმოჩნდა მაყურებლსთვის. მარლენ ეგუტიას გმირი ალფრედი, ხანში შესული, ქალაქში ყელაზე ცნობილი პიროვნებაა, ის ისეთივე ნაძირალაა როგორიც სხვები, იგი ისეთივე მლიქვნელია, ისევე სწყურია სხვისი ფული როგორც დანარჩენებს, თუმცა ამ სასტიკსა და დაბეჩავებულ ადამიანებში, სადღაც სინანულისა და სიყვარულის გრძნონები იჩენს თავს, კლერი საკმაოდ გარყვნილი ქალია რომელიც ახლა უკვე მის მეშვიდე ქმარზე ქორწინდება. საინტერესოა სექსუალური აქტის სცენა მის ქმართან, რომელიც რეჟისორს იმდენად ესთეტიურად აქვს გადაწყვეტილი რომ არავითარ გაღიზიანებას არ იწვევს, არამედ პირიქით, ის თითქოს საუკეთესო საშუალებად გვევლინება ფიქრისა და აზროვნებისათავის, სპექტაკლის მსვლელობისას ირკვევა, რომ ალფრედი და კლერი ოდესღაც შეყვარებულები ყოფილან, თავდაპირველად ისინი ღიმილითა და მონატრებით იხსენებენ ამ სასიყვარულო ისტორიას, თუმცა,  მალევე იკვეთება ბრალეულობა ილისა და ამ ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანებისა მაია ხორნაულის გმირის მიმართ, კლერი დასახიჩრებულია როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად, ხის ყუთები რომლებსაც საპირფარეშის ფუნქცია აქვს, კლერის მოგონებების საუფლოა, მისი წარსულის, რომელსაც ერთი ხელის მოსმით ანგრევს. ის შურისძიებისთვის დაბრუნდა, რათა გადაუხადოს სამაგიერო ყველას და ყველაფერს, ტკივილიანი და გაბოროტებული, სიყვარულისგან გაბოროტებული ქალი. ის, რის გამოც მიყვარს თეატრი საინტერესო დეტალია კუბო, რომელიც ისე შემოდის სცენაზე როგორც საჩუქარი, რეჟიროსი ამ სცენით ნათლად გამოკვეთავს ამ ნივთის საჭიროებას ყოველი ადამიანისათვის, რაოდენ შემზარავადაც არ უნდა ჩანდეს, აქვე შემოდის ღვთის მსახური, დედაო, ის უვიცი, დაბნეული და მლიქვნელია, როგორც ყველა დროში უფლის სახელის შემბილწველები, ანაფორას ამოფარებულნი. მთელი სპექტაკლის მანძილზე დღევანდელობასთან კავშირი არ გვტოვებს. არ გვტოვებს განცდა იმისა, რომ მოქმედება გიულენში კი არა საქართველოში მიმდინარეობს, ჩვენც ხომ ზუსტად ასე გვაქვს გაწვდილი ხელი, მილიარდერის მოწყალების მოსაპოვებლად. სცენოგრაფია რომელშიც უხვადაა კიბეები, მომაგონებს იმ გზას, რომელსაც მიმართულება არ გააჩნია, მეტიც, არც დანიშნულება. ის უბრალოდ მიდის ჰაერში სადღაც უკიდეგანო სივრცეში, ეს სიმბოლური ნივთია, იგი მჭიდრო კავშირშია აქ მყოფი ადამიანების მდგომარეობასთან, ის ხან სათვალთვალოდაა საჭირო, ხანაც ტრიბუნამდე მისაღწევად. რეჟისორს კარგად აქვს პატარა სვრცე ათვისებული და სცენა ორ სართულად გამოყოფილი. იქ, სადაც მდიდარი კლერის სასტუმროა, რომელიც გადმოჰყურებს ყველას და ყველაფერს თავზე, იქ სადაც მოქალაქენი დადიან და სამართლის აღსრულებას დასცქერიან ზემოდან, იქ სადაც ყველა განდეგილია იმ ბოროტებასთან რასთანაც ასე ახლოს დგანან, სიმბოლურ დატვირთვას იძენს ეს ზედა დონე და მას მხოლოდ ფუნქციური დატვირთვა არ გააჩნია. მშვენიერია სცენა სადაც ილი და კლერი ერთად ტყეში სეირნობენ, აქ რეჟისორს დეკორაციის ნაცვლად გამოჰყავს მსახიობები ხეების როლში, ამ მოქმედებას მარიკო ლეჟავას გმირი სიმღერით აფორმებს, ის თითქოს ცაშია გამოკერებული და ანგელოზივით გვიგალობს ზეციდან. როგორც უკვე აღვნიშნე წარმოდგენას მიუზიკლის ელფერი დაჰკრავს და მუდმივად გასდევს წამღერებული ფრაზები მსახიობებისგან, რაც მოქმედებას აცოცხლებს და მოქნილს ხდის. ხალხი ბენდიერია, მათ მხსნელი მოევლინათ, მილიარდერი ქალი, რომელიც მზადაა დაეხმაროს ამ ქალაქს სამართლიანობის აღდენის სანაცვლოდ, ამისათვის კი ილი უნდა მოკვდეს მისივე თანამოქალაქეების ხელიდან. მაია ხორნაულის გმირისთვის ყველა მონაა და მოსამსახურეა, თვით ქმარიც კი, რომელიც ჯაჭვებით ჰყავს დაბმული და რომელიც ფინიასავით ელაქუცება მას, ასევე მოსამართლე, რომელიც სასამართლო პროცესს განაახლებს და ალფრედს დანაშაულში ამხელს.
 ცრუ მოწმეები, ტყუპი ბრმა ძმები, თუმცა საკითხავია არიან კი ისინი ბრმები? მათ ხასიათს მხოლოდ ვიზუალური მხარე ხსნის, ვერბალური გადმოცემა ტექსტისა და არა ქმედება. ეპატაჟურად აქვს გადაწყვეტილი რეჟისორს სცენა, სადაც ვეცნობით კლერის მერვე ქმარს (დათო ეზიაშვილი) ათლეტური აღნაგობის ახალგაზრდა სცენაზე (უფრო კონკრეტულად ზედა სართულზე, რომელიც სასრუმტოს ოთახია) შიშველი წარმოჩინდება გიტარით ხელში, ეს სცენა იმის ხაზგასასმელად გაამძაფრა რეჟისორმა, რომ ეჩვენებინა თუ როგორი გარყვნილია "წარმოსადეგი" ქალბატონი, თუმცა ეს მე ოდნავ გადამეტებულად მეჩვენა რადგან წინამორბედი მონოლოგები თუ დიალოგები უკვე ცხადყოფს მაია ხორნაულის გმირის ხასიათს. გიულენელები მოსყიდულნი არიან, გაიყიდა ყველა, კეთილდღეობის მოლოდინში თითოეული ადამიანის ვალები სულ უფრო იზრდება, ისინი საკუთარ თავს უფლებას აძლევენ ძვირფასი ნივთები და სურსათი შეიძინონ. ამ სცენაში მე გამოვარჩევდი  გოგონების დუეტს  (სოფო მეძმარიაშვილი, თაკო ბერიაშვილი) რომლებიც ერთნაირად ჩაცმულნი, ერთ ინტონაციაში საუბრობენ, ერთად მოძრაობენ და ერთნაირი მიმიკებით ხსნიან თავიანთ სახეებს, მათ ახალი ფეხსაცმელები აცვიათ, ისინი ხომ ახალ ცხოვრებას იწყებენ და პირველ ნაბიჯებს დგამენ მასში ამ ახალი სამოსითა და ფეხსაცმლით. მინდა აღვნიშნო რომ ამ ამპლუაში ისინი ბევრად უფრო მოქნილები დინამიურები და საინტერესონი იყვნენ, ეს სცენა სიცილ ნარევ ტირილს იწვევს მაყურებელში, სადაც ვხედავთ რომ ალფრედი, სათითაოდ ყველამ გაყიდა, აქ მორალი და ზნეობა ფარად აქვთ აფარებული ფარისევლებს, ყველასთან მიდის განწირული ალფრედი ნუგეშის მისაღებად მაგრამ ეს ის "ნუგეშია" რომელიც ბევრად უფრო მწარეა ვიდრე სიმართლე. ავე მარიას ფონზე ღვთის მსახურთან მისული ილი შველასა და სწორი გზის გაკვლევას ითხოვს დედაოსგან თუმცა მისი პასუხი ნალებად დამაიმედებელია, მისი საუბარი მარლენ ეგუტიას გმირს ამცირებს, ფსიქოლოგიურად ანგრევს, დედაოსაც ხომ ჯვრის ფორმის ხანჯალი უჭირავს რომელსაც ნებისმიერ წამს ჩაარტყამს როცა კი ამის შანსი მიეცემა. ორმაგი ექსპოზიციის კინო ხერხს მიმართავს რეჟისორი, სადაც პარალელური სცენებია ნაჩვენები, როდესაც კლერია ჩვენს თვალ წინ და ამავდროულად შავი ავაზის სიკვდილს ვიგებთ, ახლაგაზრდობაში ხომ სწორედ ალფრედს ეძახდა ავაზას მილიარდერი, სულ მალე მასაც სიკვდილისკენ მიმავალ გზას გაუყენებენ, ის მიდის მაგრამ არავინ უშვებს, სითბო და მზრუნველობა ერთგვარი სატყუარაა რომ სიკვდილის გზას გაუყენონ, გამორჩეულია სცენა სადაც მაიკო ხორნაულის გმირი საქორწინო კაბაში გამოწყობილი თავლაში ზის და სიგარეტს აბოლებს, ის მოჩვენებითად ქორწინდება, მისი ყოველი მსგავსი მცდელობა ხომ კიდევ ერთი დასტურია მისი უიღბლობისა, ამ პერსონაჟის ეპატაჟურობა რაღაცით თანამედროვე პოპ ვარსკვლავს ლეიდი გაგას მოგვაგონებს. აქ ყველაფერი მოჩენებითია, იმედიც კი მოჩვენებაა რომელსაც არ უნდა ენდო, მას პროთეზს  უსუფთავებენ, ის ხეიბარია სულითაც და ხორცითაც, ის თოჯინაა დასახიჩრებული, რომელიც ოდესღაც გამოიყენეს და სანაგაოზე მოისროლეს და სიყვარული რომელიც გააჩნდა სისასტიკედ გადაექცა. იგი ინფანტილური ბავშვია, რომელსაც დღემდე ახსოვს თითოეული ტკივილი, ამ მტირალა დედოფალს მუდამ დაყვებიან გვერდზე მისი "პუციები"-ჯუჯები. მრუშობით მოპოვებულ ფულს ისევ სიბინძურეში აბრუნებს.ის, რის გამოც მიყვარს თეატრი საცოდავია ქალბატონი ილი (ნატო მოლაშვილი) რომელიც ისეთივე უნებისყოფოა როგორც დანარჩენი გიულენებელბი, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ შემორჩა სინდისი და რომელიც მზადაა სიმართლე ილაპარაკოს ეს მასწავლებელია (გიორგი ჩაჩუა) მისი გმირი გარეგნულად ძალიან ემთხვევა მის შინაგან ხასიათს, ის განასახიერებს სიმართლის მღაღადებელს უდაბნოსა შინა, თუმცა ისიც დაჩაჩანაკებულია და განწირული ჩასაქოლად, ის აღსარების სათქმელად მივიდა ალფრედთან, ამცნობს რომ მას მოკლავენ. მარლენ ეგუტიას გმირი, სხვადასხვა სახეებს ქმნის წარმოდგენის მანძილზე, ფინალისკენ კი ის ძალიან შიშველი წარმოჩინდება თავისი მთელი ემოციებითა და განცდებით, განწირულობით, შიშით, სინანულით და საბედისწერო სიყვარულით. ცოტა არ იყოს მონოტონური და გაწელილი მომეჩვენა ბურგომისტრის მონოლოგი (გიგა იმედაძე) ის ყველა სცენაში ერთფეროვანი იყო. რომანტიული, თბილი და ძალიან სევდიანია ძველი შეყვარებულების ბოლო სცენა, რეჟისორი ამ სცენაში უდიდეს სითბოსა და სიყვარულს გადმოგვცემს, მსახიობები ქმნიან იმ სახეებს რომლებიც სიცოცხლის უკანასკნელ წუთს, გულახდილობის ჟამს აქვთ ადამიანებს, ისინი ერთმანეთს ესაუბრებიან გარდასულ დღეთა სიტკბოებაზე, და ამ სიტყვებში იმდენი ტკივილი და სინანულია, რომ სასტიკი ქალი ყველასათვის თანაგრძნობის ობიექტი ხდება, იხსენებენ მათ გარდაცვლილ შვილს, 
     "- რა ერქვა?
- ჟენევიევა
- ლამაზი სახელია, რა ფერის თვალები ქონდა?
- თვალგახელილი არ მინახავს"
თბილი ფერებით განათებული სცენა, ყვითელსა და მოყავისფრო კონტურებში გამოსახული დეკორაცია, გარემოს კიდევ უფრო ინტიმურს და რომანტიულს ხდის, რომელსაც ასევე მინორული მუსიკის ჰანგები ედება... ისინი ერთმანეთს ემშვიდობებიან, ისევ ისე როგორც ადრე. ლურჯი განათება, მუსიკა დაძაბული, აივნიდან ისმის ნაბიჯების ხმა, ბურგომისტრი ზარებს არიგებს, რათა პირველმა მკვლელმა ნიშანი მისცეს ილის განადგურების შემდეგ, ყველა აწკარუნებს ზარებს, ისინი მზად არიან ერთხმად ჩაქოლონ თავიანთი თანამოქალაქე, მასწავლებელიც ამ ბრბოში ერევა, ალფრედი კვდება, წითელი განათება კიდევ უფრო ამძაფრებს შეგრძნებებს, ბიორკის მუსიკის ფონზე სულს განუტევებს ალფრედი და ამ ვაკხანალიაში მისი განწირული ხმაც ეხშობა. ილი მოკლეს მაგრამ ისინი ისევ ისეთებად დარჩნენ, მის კუბოზე კი რომელიც კლერმა საჩუქრად მიუძღვნა უკანასკნელ სიყვარულს, მილიარდერი ჩეკს გამოწერს, ეს პატარა ქაღალდი ბრბოს ერთმანეთში არევს და ადამიანებს ცხოველების სახეს მისცემს. წითელი პომადა ამშვენებს მილიარდერს, ის შავებშია ცაჩმული, ის მაინც გლოვობს და კუბოზე მწოლიარე გაჰყავთ სცენიდან.
არ შემიძლია ორიოდე სიტყვით არ შევეხო დავით ანდღულაძის იგივე პიესის ინსცენირებას რომელსაც "მეორედ მოსვლა-ანუ ვიზიტი" ერქვა და წლების წინ ახმეტელის სცენაზე გათამაშდა. ამ ორი წარმოდგენის შედარებისას შესაძლოა დავინახოთ მსგავსება, თუმცა ამ მძიმე ისტორიას თითქოს ბევრად უფრო მსუბუქად გვაწვდის დავით ანდღულაძე ვიდრე ნიკა ჩიკვაიძე, მიუხედავად იმისა, რომ პირველ სპექტაკლში  გარემო, კოსტიუმები, სცენოგრაფია ბევრად უფრო, მუქსა და შემაძრწუნებელ ფერებშია გამოსახული წარმოდგენა მაინც უფრო მსუბუქად მიდის, დაძაბულობას ვერ ვგრძნობთ, თითქოს კლერი აქ ბევრად უფრო კეთილია ვიდე ახალგაზრდა რეჟისორთან, "მოხუცი ქალბატონის ვიზიტი" თავიდანვე გვძაფრავს და გვამზადებს იმ ტრაგედიისთვის რაც ბოლოს გველის, აქ ყველაფერი ფერადია, თითქოს მხიარულია და უდარდელი თუმცა ტრაგიზმი ქალბატონის გამოჩენისთანავე იწყება. კლერი და ილი (დავით ანდღულაძის სპექტაკლში) აქ თითქოს თავიდან იწყებენ ცხოვრებას და ვერც ვგრძნობთ, რომ მალე ეს ქალბატონი საშინელ განაჩენს გამოუტანს მის სატრფოს, ნიკა ჩიკვაიძესთან კი ეს ყველაფერი ცხადია თავიდანვე. ორივე რეჟისორს გამოყენებული აქვს კუბო, რომელიც სიმბოლოა იმ საშინელების რომელიც სამუდამო განსასვენებელი უნდა ჰპოვოს შეწირულმა, ორივე წარმოდგენაში ცოცხალი მუსიკა და სპეციალურად სპექტაკლისთვის შექმნილი მელოდიებია. არის სცენები სადაც ასოციაციები უხვად გვიჩნდება წინამორბედ წარმოდგენასთან, ორივე რეჟისორს გამოყენებული აქვს ორმაგი ექსპოზიციის ხერხი და სცენა ორ დონედ აქვს წარმოჩენილი, ფიცარნაგი და ზედა სართული. რათქმაუნდა ტექსტუალურადაც არის სხვაობა, საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ახალგაზრდა რეჟისორი ახერხებს გაექცეს ზეგავლენას და ბოლომდე არ მოექცეს "მეორედ მოსვლის" შთაბეჭდილების ქვეშ, თუმცა მსგავსებას რათქმუნდა შევამჩნევთ აქა-იქ. გიულენის მკვიდრნი ყველა შემთხვევაში განწირულები არიან და ეს რეჟისორები ყველანაირი ხერხით აღწევენ იმას, რომ გადმოგვცენ მთელი ამ პიესის ტრაგიზმი სხვადასხვა გზით.
ახალგაზრდა რეჟისორმა მთელი სიმძაფრით გადმოგვცა ეს ტრაგიკული პიესა, მიუხედავად იმისა რომ მოქმედება გაწელილი და ხანდახან მოსაწყენიც კი ხდებოდა, იგი არ კარგავს თავის ხელწერას და ახალ სცენაზე ახალ შემოქმედს შობს საკუთარ თავში, დარბაზის არაკომფორული მხარე, სკამების განლაგება და აკუსტიკური პრობლემები კიდევ უფრო აფერხებდა წარმოდგენის მსვლელობას. იყო ადგილები სადაც მოქმედების ტემპი იკლებდა და მხოლოდ ვერბალურ შესრულებაზე მიდიოდა მთელი სპექტაკლი, თუმცაღა უნდა აღინიშნოს რომ დამწყები დასით დაკომპლექტებულმა სპექტაკლმა საკმაოდ თამამი განაცხადი გააკეთა, საინტერესოდ და ლამაზად გაკეთებული სცენები, (სპექტაკლის დასაწყისი, კლერის გამოჩენა, ბრმა ტყუპები, კუბოს სცენა, მაია ხორნაული საქორწინო კაბაში) მუიზიკლის ელემენტები, სპეციალურად დაწერილი მუსიკა წარმდგენისთვის, კინო ხერხი და ქორეოგრაფია(გია მარღანია), საერთო ჯამში ერთ მთლიანობაში წარმოჩინდა და სინთეზურ ხელოვნებად იშვა, იმ ხელოვნებად რომელსაც თეატრი ქვია.
აი რატომ მიყვარს ის, მე ვიდექი დიდი ხნის მანძილზე და არ მბეზრდებოდა მაყურებლის ოვაციები, აპლოდისმენტები და შეძახილები, რომელიც ერთი სამყაროდან მეორე სამყაროში გვამყოფებდა.

უკან დაბრუნება