Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > საშა ვალცის „დღიური I – რვას აკლია ოცი წუთი“
საშა ვალცის „დღიური I – რვას აკლია ოცი წუთი“

საშა ვალცის „დღიური I – რვას აკლია ოცი წუთი“


26-10-2015, 11:07

 

 

 

    

 მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“

 თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი

 საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

 თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი

 

მიხეილ თუმანიშვილის სახელობის   ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი

 

„საჩუქარი“

 

 

 

   „დღიური I – რვას აკლია ოცი წუთი“

 

24 ოქტომბერი 22:00 სთ,  თბილისის საერთაშორისო  აეროპორტი ( სტუმრების ჩამოსვლა)

26 ოქტომბერი, 20:00 სთ გენერალური რეპეტიცია

27,28 ოქტომბერი, 20:00 სთ რუსთაველის თეატრის დიდი სცენა

 

 

  27,28 ოქტომბერი 20.00 სთ

 რუსთაველის თეატრი

საშა ვალცი და სტუმრები

 

„დღიურუი I – რვას აკლია ოცი წუთი“

 

პრემიერა შედგა 1993წ, 16 სექტემბერს

 

ქორეოგრაფი საშა ვალცი

იდეისავტორიდარეჟისორი: საშა ვალცი

მხატვარი: ბარბარა  სტეპი

კომპოზიტორები: ტრისტან ჰონსინგერი და ჟან-მარკ ზელვერი

ჟან-მარკ ზელვერის კომპოზიცია  “Le Tourment de Vassilissa la Belle”

მხატვარიგამნათებლები: ტომსკი ბინსერტი და ანდრე პრონკი

შემსრულებლები: დევიდ კამპლანი, ედივალდო ერნესტო, ტაკაკო სუზუკი, ფლორენცია ლამარსა, იაელი შნელი, ტაკაკო სუზუკი.

სპექტაკლის შესახებ :

  „იუმორი, აგრესია და ემოციურობა  ნამუშევრის ძირითადი ელემენტებია. კონკრეტული საგნები, დეკორაცია, კინემატოგრაფიული ხერხები და მუნჯი კინოს გროტესკული მოძრაობები ჩემი ქორეოგრაფიული ენის ძირითადი შთაგონების წყარო და მამოძრავებელი ძალაა. ეს ენა ძალიან გამომსახველობითი და ემოციურად დატვირთული გახლავთ, თუმცა მაინც ტოვებს ადგილს აბსტრაქციისათვის. ყოველდღიური ცხოვრების მარტივი, ყოფითი ელემენტები, რომლებიც სიტუაციურად კომიკურ ელფერს იძენენ, მკვეთრ კონტრასტს ქმნიან დრამატულ და ემოციურად დატვირთულ მომენტებთან.  კლიშეებისა და სტერეოტიპების გამოყენებამ ხელი შეუწყო პერსონაჟების კარიკატურებად გადაქცევას. მუსიკა ყველა ჩემი წარმოდგენის ძირითადი ბერკეტია. „დღიურისათვის“ კომპოზიტორმა ტრისტან ჰონსინგერმა ორიგინალური მუსიკა დაწერა.“   

                                                                                                                                                        საშა ვალცი

 ინფორმაციათეატრისადასპექტაკლისშესახებიხილეთთანდართულბმულზე:

 

file:///D:/My%20Documents/Downloads/PressKitTravelogue_Tiflis%20(1).pdf

http://www.theguardian.com/stage/2012/oct/01/sasha-waltz-guests-continu-review

http://www.sashawaltz.de/en/

http://www.nytimes.com/1995/09/26/arts/dance-review-two-to-tango-especially-on-a-kitchen-table.html

https://www.youtube.com/watch?v=_ziWVCpeGuk

 

 

 

 

 

 

           საშა ვალცი

    საშა ვალცის ქორეოგრაფიულმა ნაწარმოებებმა უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა თანამედროვე ცეკვის განვითარებასა და ინოვაციური ხედვის წახალისებისთვის მთელ მსოფლიოში. მსოფლიო თანამედროვე ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის სახელმოხვეჭილი ცოლ-ქმარი 2013 წელს ევვროკავშირის მიერ ევროპის კულტურის ელჩებად დასახელდა.

 მოცეკვავე და ქორეოგრაფი საშა ვალცი პროფესიას ამსტერდამში დაეუფლა. 80-ანი წლების ბოლოს მუშაობა ნიუ იორკში განაგრძო. ევროპაში დაბრუნების შემდეგ იგი სხვადასხვა ქორეოგრაფთან თანამშრომლობდა. მხოლოდ 1993 წლიდან, ბერლინში ფეხის მოკიდებისთანავე, თანამოაზრე ხელოვანებთან - მუსიკოსებთან, მხატვრებთან და მოცეკვავეებთან ერთად პირველი დამოუკიდებელი ნაწარმოები შექმნა, რომელმაც მისი განსაკუთრებული იუმორით, აგრესიით და ვნებით მიიპყრო მაყურებლის ყურადღება. პროფესიონალები კი დღემდე მიიჩნევენ, რომ „მოგზაურის დღიურები“ მოცეკვავის სავიზიტო ბარათია სამყაროს მიმართ, რომელსაც უკვე ური დეკადაა, რაც მაგიური ენერგიით პირველობას უნარჩუებენ ვალცის მსახიობები. იგი თითქოს სესხულობს 1970 და 80-იან წლებში პინა ბაუშის და მისი კოლეგების მეირ შემუშავებულ საცეკვაო თეატრის ჟანრს. რაზეც შეიძლება მეტყველებდეს ცეკვით გადმოცემული მამაკაცისა და ქალის ურთიერთობების დრამატული დეტალები, ყოველდღიური მოვლენები, თუ სიუჟეტის არაწრფივი განვითრება. მაგრამ ქალბატონი ვალცის თაობა გაცილებით დაინტერესებულია მოძრაობის სპეციფიკითა და ფორმით. „მოგზაურის დღიურები“-ს ყოველი ეპიზოდი ცეცხლივით მწველი და ამავე დროს სახელმძღვანელოა, ზუსტი მოძრაობებით და პლასტიკურ სახეებით. რაც ვალცის ძლიერ მხარეზე მეტყველებს“ - წერს „ნიუ იორკ თაიმსი“.

„მომწონს საკუთარ ნამუშევრებში რეალური საგნების გამოყენება, როგორიცაა მაცივარი, ტელეფონი ან საწოლი, რაც თავის მხრივ გამოწვევაა ჩემი ქორეოგრაფიული კვლევის პროცესში. ეს ამბავი ხომ ჩვენს შესახებაა, ჩვენი ცხოვრების შესახებ, ჩვენი ბანალური საქმიანობების და მარტივი მოვლენების შესახებ. ჩვეულებრივი ამბების სილამაზე მინდადაგანახოთ. სილამაზე, რომელსაც უკვე ვეღარ ვხედავთ, რადგან ჩვენი რეალობა ოცნება ხდება. ეს ნამუშევარი ფილმებისა და მსახიობების, ცნობილი ვარსკვლავების გატაცებით დაიწყო. გადავწყვიტეთ ჩვენი საყვარელი გმირები გავმხდარიყავით. შეიძლება არასრულყოფილი, მახინჯი და ისეთი ლამაზი, როგორც შეგვიძლია გავხდეთ. განსაკუთერებით გამოვყოფდი ბუნუელის და სალვადორ დალის ფილმს „ანდალუზიური ძაღლი“, ჟან ლუკ გოდარის „სულშეხუთული“ (Bრეატჰლესს). - ამბობს საშა ვალცი - „უხმო ფილმები კი ჩემი შთაგონების წყაროა, რომელზე დაყდრნობითაც მოძრაობათა ლექსიკონი განვავითარე. ჩემი ენა ექსპრესიულია და ემოციური, მაგრამ ჩემს მონათხრობში მაინც რჩება თავისუფალი სივრცე აბსტრაქციისთვის. ყოველდღიური ცხოვრებიდან კომიკური ფორმით გადმოცემული ჩვეულებრივი მოვლენები კონტრასტს ქმნიან წარმოდგენის დრამატულ და ემოციურ ნაწილთა შორის. კონცეტრაციას დეტალზე ვაჩერებ და ჟესტების და ქმედების სინატიფე დროის გართულებულ და რიტმულ სურათს ჰქმნის. კლიშე და სტერეოტიპი გმირებს საკუთარი თავის კარიკატურებად აქცევს. მუსიკა კი ჩემი ნაწარმოებების შექმნისას მამოძრავებელი ძალაა “  

 

                                                                                                                                                     საშა ვალცი

 

   „ლეგენდარული პინა ბაუშის შემდეგ ყველაფერი სადღაც გაქრა, ახალი სახელები კი მისმა აჩრდილმა დაფარა." - წერს „ფრანკფურტერ ალგემაინეს" მიმომხილველი. მისი სიკვდილის შემდეგ დაცარიელებული ტახტის „კანონიერ მემკვიდრედ" სწორედ საშა ვალცს მიიჩნევენ, რომელიც გვაბრუნებს ექსპრესიონისტული ცეკვის ტრადიციებთან. კერძოდ, ბაუშის ადრეულ ოპუსებთან. ის განსაკუთრებით ჰგავს 70-იან წლებში დადგმულ „კურთხეულ გაზაფხულს", რომლის სკულპტურული გამომსახველობა, ჯგუფური პორტრეტები, მოძრაობის ელემენტები და დრამატული რიტმი უდავოდ შთააგონებდა საშა ვალცს ახალ იდეებსაც. კრიტიკოსები უფრო შორსაც მიდიან და მარი ვიგმანს, 30-იანი წლების ექსპრესიონისტული ცეკვის ტრადიციას და ლეგენდარულ მართა გრეჰემსაც კი იხსენებენ."

                                                                                                                                  დავით ბუხრიკიძე

 

 

 

 

 

 

          „საშა ვალცი და სტუმრები“

 

 

  კომპანია „საშა ვალცი და სტუმრები“ საშა ვალცისა და იოჰენ ზანდინგის მიერ 1993 წელს დაფუძნდა ბრელინში. დღემდე 25 ქვეყნიდან 300 მეტი ხელოვანი თანამშრომლობს კომპანიასთან (არქიტექტორების, მხატვრების, ქორეოგრაფები,კინომატოგრაფები, დიზაინერები, მუსიკოსები, მომღერლები და მოცეკვავები) . კომპანიას განხორციელებული აქვს 80 წარმოდგენა, პროექტი და ფილმი. მათ შორის ცნობილი სერია „დიალოგი“. საშა ვალცი ინტენსიურად მუშაობს საერთაშორისო მაშტაბით, მოწვეულ სტუმრებთან თუ წარმოდგენებთან კოოპროდუქციის მთელ რიგ წარმოდგენებს ჰქმნის, რამაც კომპანიის ამჟამინდელი რეპერტუარი 70-ამდე მსოფლიოში ცნობილი ნამუშევრით გაზარდა. ბერლინში კომპანია აქტიურად თანამშროლობს სხვადასხვა ინსტიტუტებთან და თეატრებთან, ოპერასთან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „საშა ვალცის და სტუმრების“ კოლაბორაცია მუზეუმებთან, რამაც „სოფიენზალეს“ და „რადიალსისტემის“ თანამედროვე ხელოვნების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.  

 

1993 წელს  ინოვაციური ფორმების  და ქორეოგრაფიულ-მუსიკალური თეატრის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და კომპანიის საიუბილეო წლის აღსანიშნავად „საშა ვალცი და სტუმრები“ ევროპის ელჩებად გამოცხადდნენ ევროკავშირის მიერ.  სულ ახლახანს კი საშა ვალცი გეორგ ტაბორ პრიზით დაჯილდოვდა საშემსრულებლო ხელოვოვნების ფონდის Fonds Darstellende Künste მიერ (1994)

 

 

 

სპექტაკლი გაიმართება  27,28 ოქტომბერი, 20:00 სთ რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე

 

დ. აღმაშენებლის გამზ. #164

ფესტივალის „საჩუქარი“  პრეს–ცენტრის ხელმძღვანელი,

თუმანიშვილის თეატრის

საზოგადოებასთან ურთიერთობის

მენეჯერი: მაკა პეტრენკო

ტელ: 579 706818; 551 176818 ; 2342899

 

 

 

 

 

 


უკან დაბრუნება