Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > მეტაკრიტიკა
მეტაკრიტიკა

მეტაკრიტიკა


12-02-2017, 20:14

მეტაკრიტიკალაშა ჩხარტიშვილი

. . - ლაშა, რას ფიქრობ თანამედროვე ქართული კრიტიკის პრობლემებზე? ძირითად პრობლემად რას დაასახელებ?

. . - მთავარი პრობლემა არის ის, რომ პროფესიით კრიტიკოსი ამ პროფესიით არ ცხოვრობს და არ მოღვაწეობს, უფრო ჰობია რეცენზიის წერა.  ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ კრიტიკოსი ვერ ვითარდება, რადგან დაბალია კონკურენცია, ბაზარიც ფაქტობრივად არ არის, საშუალოც კი.

. . - მიგაჩნია თუ არა რომ კრიტიკის სისუსტე დღეს გადამწყვეტად ნეგატიურ გავლენას ახდენს ქართული თეატრის განვითარებაზე

ლ. ჩ. - მგონია, რომ თანამედროვე სათეატრო კრიტიკას აქვს გარკვეული სუბიექტური და ობიექტური სისუსტეები, რაც რათქმაუნდა ნეგატიურ გავლენას ახდენს პროცესზე.

. . - როდესაც ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზებს ახსენებ რას გულისხმობ?

. . - ობიექტური მიზეზი ისაა, რომ კრიტიკოსს არ აქვს სივრცე გამოხატოს თავისი მოსაზრება, ყოველთვის მაინტერესებს ერთ სპექტაკლზე სხვადასხვა კრიტიკოსის მოსაზრება, ერთი სათეატრო ჟურნალი კი ამდენს ვერ წვდება,

სუბიექტური კი ისაა, რომ თეატრმცოდნეები, მათ შორის, ახალგაზრდები თეატრებში არ დადიან, არ ნახულობენ სპექტაკლებს, 3-4 კრიტიკოსის ცალკეული ფრაგმენტული გასვლა რეგიონებში ან თუნდაც დედაქალაქის თეატრებში, პროცესს ვერც ცვლის, ვერც ხატავს, ვერც აანალიზებს

. . - ამდენი წლის მანძილზე მოთხოვნა-მიწოდების რეჟიმში  უნდა წარმოქმნილიყო ასეთი მექანიზმი. გაჩენილიყო პლატფორმები, კრიტიკოსების საარსებო სივრცეები და სამოქმედო ბერკეტები. იქნებ პრობლემა კრიტიკის შიგნით არსებობს და არა გარეთ?

ლ. ჩ. - მოდი ვთქვათ სიმართლე, თანამედროვე თეატრი უფრო ეძებს ახალ ფორმებს, ვიდრე კრიტიკა. ჩვენ ყველა მაინც ტრადიციებს და ძველ მეთოდებს მივყვებით. ძნელია ტრადიციის გავლენისგან თავის დაღწევა. ცალკეული მცდელობები ყველას აქვს. ბუნებრივა კრიტიკოსები ერთმანეთს არ უნდა დაემსგავსონ არც შეფასების და წერის სტილით და არც აზროვნებით. ჩემს მაგალითზე ვიტყვი: მქონდა მცდელობა მეწერა სხვაგვარად, მაგრამ ორმა ფაქტორმა შემიშალა ხელი, 1. ჟურნალის სპეციფიკამ, რადგან "უცხო" ფორმა აკადემიური ჟურნალისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და მეორე, რეჟისორთა კრიტიკამ, როცა ამბობდნენ, რომ ეს რეცენზია არაა და არ გავს ვასო კიკნაძის ან ნოდარ გურაბანიძის დაწერილს, ბუნებრივია აქ ხარისხი არ იგულისხმებოდა. იგულისხმებოდა,  ის რომ ფორმა ჰქონდა არატრადიციული და თანმიმდევრობით არ მივყვებოდი დრამატურგიის, რეჟისურის, მსახიობის შემოქმედების თუ ეპოქის ანალიზს.

დიახ, პრობლემა კრიტიკის შიგნითაც არსებობს, რა დასამალია. ფაქტია, რომ კომუნიკაციის პრობლემაც არის, კოორდინაციის. პრობლემაა კრიტიკის პასიურობა, მოტივაციის არ ქონა და დაბალი კონკურენცია.

. . - სწორედ აქ და ახლა, სპექტაკლების პროფესიული შეფასების უნარს რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, თვლი რომ კრიტიკა ჩვენი სახით აწევდა ამ ამოცანას?

. . - ხანგრძლივი პროცესის შედეგად კი, მაგრამ ახლა ჩატეხილი ხიდია და დიდი უნდობლობა თეატრსა და კრიტიკოსს შორის. არავინ არავის არ ენდობა.

. . - და ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? რატომ გაუფასურდა კრიტიკის როლი?

ლ. ჩ. - კრიტიკის როლი სულაც არ მგონია რომ გაუფასურდა, ეს რეჟისორების მოგონილია. სინამდვილეში სიხარულით აფრიალებენ ორ-სამ კარგ გამონათქვამს მათზე და კრიტიკოსის შეფასებებს მომავალი პერსპექტივისთვისაც იყენებენ. კრიტიკოსის შეფასება ხომ მხოლოდ რეცენზიაში არ გამოიხატება. ეს შეფასება ჩანს  რეკომენდაციებში, ან ამა თუ იმ კონკურსებში, იქაც ხომ კრიტიკოსები აფასებენ

. . - შენი აზრით, აქვს თუ არა კრიტიკას ამ პირობებში გადარჩენის და განვითარების რაიმე შანსი

ლ. ჩ. - კრიტიკას გადასარჩენი არაფერი სჭირს, გადარჩენილია, ცოცხალია და სუნთქავს. ცოტაც აცალეთ და სავადმყოფოდან გამოწერენ

. . - ჰეპი ენდით დავამთავრეთ

 

 

მეტაკრიტიკათათა მუქერია

. . - რას ფიქრობ თანამედროვე ქართულ სათეატრო კრიტიკაზე?

თ. მ. - ქართული თანამედროვე კრიტიკა დღესდღეობით არ არის ისეთ მაღალ დონეზე, როგორზეც უნდა იყოს. ამას განაპირობებს არაერთი ფაქტორი. რა თქმა უნდა უპირველესი განათლებაა. ცხადია, რომ ის ვითარდება, იწერება რეცენზიები და სტატიები. მაგრამ მისი განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორად საგაზეთო რეცენზიები მიმაჩნია, პრემიერის მეორე დილით გაზეთებში უნდა ქვეყნდებოდეს გამოხმაურება სპექტაკლებზე.

. . - სათეატრო კრიტიკის მთავარი ფუნქცია მაყურებელთან კომუნიკაციაა?

თ. მ. - როგორც სპექტაკლია ცოცხალი პროცესი, ისეთივე უნდა იყოს კრიტიკაც. მაშინვე უნდა მოხდეს რეაგირება, მაგრამ არ არსებობს ამისთვის საკმარისი ბეჭდვითი მედია. ინტერნეტ სივრცეში კი არის გამოქვეყნების პირობები, მაგრამ ანაზღაურება პრობლემად რჩება.

. . - მე ვერ ვწერ რეცენზიას ერთ ღამეში. არ მახსოვს მსგავსი შემთხვევა. ვაღიარებ.

. . - ეს გამომუშავებაზეა, როცა გავალდებულებს საქმე ამას გააკეთებ.

. . - შესაძლებელია. მაგრამ მაინც მგონია, რომ ყველაზე ღირებული რაც ჩემს რეცენზიაში შეიძლება იდოს ოპერატიულობის მიღმაა. ანუ მე მჭირდება დრო რომ ვიფიქრო, ფაზლივით ავაწყო საერთო სურათი სხვადასხვა კონტექსტში.

თ. მ. - საგაზეთო გამოხმაურების პირობა ოპერატიულობაა. პროფესიული ჟურნალები რათქმაუნდა მეტ დროს გაძლევენ. 

. . - როგორ ფიქრობ, თანამედროვე კრიტიკოსებს აქვთ გავლენა სათეატრო პროცესებზე?

. . - გავლენაში რას გულისხმობ, ითვალისწინებენ თუ არა კრიტიკოსის რჩევებს?

. . - ეს ერთი და მეორე აქვთ თუ არა ნება, ძალა და კომპეტენცია შეცვალონ სათეატრო პროცესი. რაც გამოიხატება კარგი პროდუქტის მხარდაჭერაში და ნაკლებად კარგის უარყოფაში. ან ნიჭიერი არტისტების უკეთ წარმოჩენაში

. . - ვფიქრობ, თუ კრიტიკოსს საკმარისი კომპეტენცია აქვს და ის აქტიურად ერევა სათეატრო პროცესებში, მას რაღაც დონეზე ძალა გააჩნია ის სასიკეთოდ შეცვალოს. აბა რისთვის არის კრიტიკოსი, რა საჭიროა ის.

. . - და თვითრეფლექსიას რომ მივმართოთ, როგორ ფიქრობ, თანამედროვე კრიტიკის რეპუტაცია და ნდობა მის მიმართ საკმარისია?

. . - მემგონი, რომ არ არის დიდი ნდობა ქართული კრიტიკისადმი, მაგრამ ამაში ბრალი მხოლოდ ქართულ კრიტიკას არ მიუძღვის. დადებითი და უარყოფითი კრიტიკის მიღება პროფესიონალიზმის ერთ-ერთ ნიშნად მიმაჩნია.

. . - გეთანხმები, ზოგჯერ მხოლოდ დადებითი შეფასების მოლოდინს ვხედავთ და განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობაა

. . - ეგ ბუნებრივია, რომ დადებითს ელოდებიან. ადამიანური მომენტია

. . - დიახ, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელია ადამიანური გრძნობებზე მაღლა პროფესიული ინტერესები დავაყენოთ

. . - ასეთ დროს მგონია, რომ საქმე გვაქვს უფრო მეტად ადამიანურ თვისებებთან და ხასიათთან, ვიდრე პროფესიონალიზმთან.

. . - როგორ გგონია დღეს რომ თეატრმცოდნეების შეფასებები წყვეტდეს ქართული თეატრის ბედს, შედეგი უკეთესი დადგებოდა თუ უარესი?

. . - თეატრის ბედს მაყურებელი წყვეტს. რაც არ უნდა დადებითი რეცენზია დაწერო და საუკეთესო შეფასება მისცე, თუ სპექტაკლს მაყურებელი არ ჰყავს ვერაფერს იზამ.  ვფიქრობ,  თეატრმცოდნეობა კი არ უნდა წყვეტდეს თეატრის ბედს, ის მის წილ გავლენას უნდა ახდენდეს თეატრის განვითარებაზე.

. . - თუმცა ყოფილა სპექტაკლები რომლებსაც მაყურებლის პოპულარობა ვერ მოუპოვებია მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა მოუხდენია სათეატრო პროცესზე

. . - რა თქმა უნდა ყოფილა, ასეთი გამონაკლისებიც არსებობს

. . - და შეუძლია დღეს კრიტიკას ამ გამონაკლისების გამორჩევა? შეუძლია დაინახოს  ნამდვილი, ფასეული პროდუქტი, რასაც რეალური ღირებულება აქვს და სამომავლო პერსპექტივებს განსაზღვრავს?

თ. მ. - ვფიქრობ, რომ შეუძლია. ამისი რესურსი ყოველთვის არის, თუ საკმარისი კომპეტენცია არსებობს.

 

მეტაკრიტიკასოფო კილასონია

 

. . - რას ფიქრობ  ქართულ სათეატრო კრიტიკაზე? თუ არსებობს ასეთი

. . - გამიჭირდება ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა და არა იმიტომ რომ რამეს ვუფრთხი. ვფიქრობ, ვიდრე მისი არსებობა-არარსებობის საკითხზე საუბარი გახდება შესაძლებელი, მანამდე უნდა შევთანხმდეთ რას ვგულისხმობთ "კრიტიკაში"

. . - კარგი, მაშინ მითხარი რას გულისხმობ „კრიტიკაში“

. . - ვფიქრობ, კრიტიკოსი უნდა იყოს დამოუკიდებელი ავტორი, რომელიც იმსჯელებს ხელოვნების ნაწარმოებზე, იმისთვის რომ მკითხველისა და მაყურებლისთვის ნათელი გახადოს ხელოვანის კვლევის და ამოცანების თავისებურებები, საინტერესო კრიტიკოსი ავტორი ფართო და მრავალფეროვან კონტექსტებში დაგვანახებს ამ პროცესს. დასახავს პრობლემებს. დასვამს შეკითხვებს, რაც მთლიანობაში დისკუსიის გამოწვევას შეძლებს.

მოკლედ, კრიტიკა ეს არის თავისუფალი აზროვნება. გაბედული აზროვნება. გამონაკლისების და დაშვების ხელოვნება. და ეს ყოველივე ცხადია რთულია და უსუსურ შედეგამდე მიდის, როცა ავტორი არ არის თავად მაძიებელი, მოაზროვნე, არ არის ანალიტიკურად მოაზროვნე.

. . - და თვლი რომ იმაზე რასაც შენ კრიტიკის შენეულ განმარტებას ეძახი, სხვას განსხვავებული წარმოდგენა აქვს? და არსებობს კრიტიკის განსხვავებული განმარტება და ინტერპრეტაცია?

. . - არ ვიცი ვინ როგორ განმარტავს, მაგრამ მე ვერ ვხედავ პროცესს, რომელიც ამ პრინციპით ვითარდება. მეტიც, ჩვენ ძალიან სუსტები იმიტომ ვართ, რომ ასეთი კრიტიკის სკოლა და გამოცდილება არ გვქონია. ერთეული ადამიანების, როგორც გამონაკლისების გარდა

. . - ობიექტურ მიზეზებზე არ მინდა დროის კარგვა, მაგრამ რეალურად ესეც გასათვალისწინებელია. რატომ არ შეიქმნა კრიტიკის განვითარებისთვის საჭირო გარემო?

. . - კრიტიკა არ დაბადებულა საქართველოში. ტოტალიტარულ კულტურაში ათეულობით წლის განმავლობაში იდევნებოდა აზროვნება. კრიტიკული აზრი განდევნილი იყო ყველაფრიდან. ასე რომ, აქ არ ყოფილა ნიადაგი, ასპარეზი კრიტიციზმის განვითარების,  თავისუფალი შეფასების შესაძლებლობის.

. . - ეს რეფლექსია წარსულზე დღეს შეიძლება განვითარების მასტიმულირებელი იყოს? ვერაფრით დავივიწყებ ადამიანებს, რომლებმაც ტოტალიტარულ დროშიც შეძლეს განსხვავებულად აზროვნება

. . - შეძლეს, მაგრამ ვერ შეძლეს ექციათ პროცესად. მემკვიდრეები არავის ყოლია.

. . - მე მაინტერესებს დღეს რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს პროცესი დაიძრას? თუ არის ამისთვის საკმარისი რესურსი?

. . - ჩვენ გვსურს ყველაფერი ერთ ფორმატში დავინახოთ. ჩვენ სულ ვადგენთ რა შეიძლება და რა არა , იგივე თეატრში რეცენზიების უმრავლესობა იმის მიხედვით იწერება, თუ რა ნახა ავტორმა მისთვის ნაცნობი და რაც ვერ მოარგო უკვე ნანახს, მას აძაგებს. ან მასზე დუმს.

. . -  მგონი  ჩვენი მსჯელობა სათეატრო კრიტიკასაც გასცდა და ზოგად კულტუროლოგიურ და სოციოლოგიურ თემებში შევიდა

. . - არაფერს არ გასცდა, იმიტომ რომ დღეს ისე როგორც არასდროს თეატრი და ხელოვნება ინტერდისციპლინარულია. ეს მოიტანა მოდერნიზმმა და პოსტმოდერნიზზმა. ეს მოიტანა მსოფლხედვამ. წარმოუდგენელია სათეატრო კრიტიკა შედგეს, სხვადასხვა დარგების და სფეროების პროცესების გათვალისწინების გარეშე. შედგეს დროის , სივრცის, ადამიანის გათვალისწინების გარეშე. ჩვენ ახლა ყველა სფეროში ვართ თვითგამორკვევის ეტაპზე.  ჩვენ ჯერ ვარკვევთ რა არის თავისუფალი აზროვნება რეალიზებული სახლოვნებო კრიტიკაში. ჩვენ ჯერ ვადგენთ რა და როგორი უდნა იყოს თანამედროვე ხელოვანის ნაწარმოები. ჯერ ვერ შევთანხმდით სად გადის მისი თავისუფლების საზღვრები.

. . - მე მაინც მგონია, რომ თეორიულად ყველასთვის ნათელია რა არის კრიტიკა და თავისუფალი აზროვნება. მაგრამ ამის პრაქტიკაში გადმოტანის პრობლემა არსებობს. არ მეთანხმები?

. . - თეორიულად ალბათ. არ ვიცი. რეალურად სახეზე არის შემდეგი - სიახლის მიუღებლობა. გასხვავებულის დაუშვებლობა. რეალურად კრიტიკა სულ გვინდა ვაქციოთ ან სადამსჯელო ოპერაცად, ან აღიარების აქტად. ალბათ მაინც უნდა გაიმიჯნოს, მკვლევარი მეცნიერი და კრიტიკოსი. ჩვენ ვერ შევდგებით თანამედროვე, დასავლური ყაიდის კრიტიკოსებად, ვიდრე ჩვენი ტექსტების ან ჩვენი შეფასებების მიხედვით არ მიიღებს პოტენციური მაყურებელი გადაწყვეტილებას, თუ სად წავიდეს შაბათ საღამოს. და არც თეატრალებისთვის ვიქნებით საიტერესო ასეთი გავლენის და ასეთი შესაძლებლობების გარეშე.

. . - დღეს რომ ჩვენი შეფასებებით წყდებოდეს ქართული თეატრის ბედი, როგორ ფიქრობ, რა შედეგი დადგებოდა? იმაზე უკეთესი რაც დღეს გვაქვს თუ უარესი?

. . - მე არ ვარ ასეთი თავდაჯერებული, რომ ვიფიქრო, ჩემი შეფასებით უკეთესი შედეგი დადგებოდა. მაგრამ იმის მჯერა, რომ ჩვენ, ვინც უფრო მეტად ვხედავთ ამ სფეროს პრობლემებს და გვაწუხებს ბევრი რამ, ალბათ უკეთესობისკენ შევცვლიდით.

ჩვენ, კრიტიკოსებს ხშირად გვსურს, რომ ცვლილება სცენიდან და სახელოვნებოს სივრციდან მოდიოდეს. ეს ვერ მოხდება. ჩვენ უნდა ჩავერთოთ ისეთ დისკუსიებში, რომელიც სათავეში არსებულ პრობლემებს მოაგვარებს. თუმცა, ქართულ სათეატრო კრიტიკას ახასიათებს სალონურობა და ჩაკეტილობა. კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ მათი საქმე ერთი დადგმის შეფასეებაა და ამაზე შორს არ მიდიან. არ ვეთანხმები ამას.

. . - მიხარია, რომ შენგან მაინც ასეთ ოპტიმისტურ ფინალზე გავედით

 

 

მეტაკრიტიკანუცა კობაიძე

. . - ვლაპარაკობთ თანამედროვე სათეატრო კრიტიკაზე. რას ფიქრობ ჩვენი საქმის ძირითად პობლემებზე? რა მდგომარეობაა? არის დღევანდელი სათეატრო კრიტიკა იმ ხარისხის რომ თანამედოვე სათეტრო პროდუქცია შეაფასოს, ადეკვატურად, ობიექტურად და ჯანსაღად?

ნ. კ. - ძირითადი პრობლემა არის სანაცნობო წრე და და ამ სანაცნობო წრის მიმართ პატივისცემა, რაც არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვწეროთ თავისუფლად. თითქოს არავინ გზღუდავს, მაგრამ იმდენად აგრესიულები ხდებიან კრიტიკული რეცენზიის შემდეგ, რომ აღარ გაქვს სურვილი წერო, ან დაწერ მხოლოდ იმაზე რაც მოგწონს. აი, აქ გვეშლება ძალიან. ალბათ განათლებაშიც არის პრობლემა. მგონია, რომ სათანადოდ არ ისწავლება რეცენზიის წერა, არ არის პრაქტიკული მუშაობები სტუდენტობის პერიოდში

. . - გმადლობ  გულწრფელობისთვის. მგონი ახალგაზრდების მთავარი ღირსება გულწრფელობა და პრობლემებზე ღიად საუბარია

ნ. კ. - რეცენზია არ არის სცენოგრაფიის აღწერა და პერსონაჟების დახასიათება. ჩვენ უნდა ამოვხსნათ ის მიზანსცენები და ჩანაფიქრი რაც რეჟისორმა ჩადო, ჩვენ უნდა ვიყოთ შუამავლები მაყურებელსა და სპექტაკლს შორის. მე ასე მგონია

. . - გეთანმები განათლების პრობლემებიც არსებობს. მაგრამ იმას,  თუ როგორ უნდა დაიწეროს კარგი რეცენზია, ისევე, როგორც კარგი წიგნი, მართლა ვერავინ გასწავლის

. . - სტრუქტურულად მაინც უნდა იცოდე

. . - ერთადერთი რაც მათ შეუძლიათ არის მოგვამარაგონ შესაბამისი თანამედროვე ლიტერატურით და ცოდნით. რომლის დამუშავების გარეშე ვერ შეაფასებ თანამედროვე სასცენო ნაწარმოებს

. . - ჩვენი პროფესია ძირითადად თვითგანათლებაზე დგას. რაც შეიძლება მეტი სპექტაკლი უნდა  ნახო და მეტი იკითხო

. . - შენ თვლი რომ თვითგანათლებული თეატრმცოდნე ხარ?

. . - მე საერთოდ არ ვთვლი რომ რამის მცოდნე ვარ ამ ეტაპზე ვსწავლობ და ვცდილობ გავერკვე რა პროფესიაა და რას ითხოვს, როგორ უნდა ვემსახურო

. . - სანაცნობო წრე ახსენე. როგორ ხედავ ამ პრობლემის დაძლევის გზებს? რაც მეტს მუშაობ ამ სფეროში სანაცნობო წრე მეტად ფართოვდება და საბოლოოდ გამოდის რომ მხოლოდ დადებითი აზრის გამოთქმა ხდება შესაძლებელი?

. . - ყველა როცა დაიწყებს წერას და ერთი ადამიანი არ იქნება კრიტიკის სადარაჯოზე მაშინ მოუწევთ შეეგუონ, ალბათ )))

. . - მაგრამ ამისთვის წერის მოტივაციაა საჭირო. ანაზღაურება რომელიც არ არსებობს. მაინტერესებს რამდენად ხარ მზად მუდმივი  თვითგანვითარებისთვის ამ პირობებში?

. . - მოქმედი თეატრმცოდნეებიდან დღეს არავინ ცხოვრობს ამ პროფესიით, იძულებული ხდები მეორე სამსახური გქონდეს.

. . - როგორ ფიქრობ, რამდენად აქვს თეატრაურ კრიტიკას თეატრალურ პროცესებზე გავლენა დღეს?  რა როლს ასრულებს ის, ცვლის თუ არა რამეს?

. . - არ ვიცი, არსებობენ რეჟისორები და მსახიობები, რომლებიც კრიტიკას იღებენ, ითვალისწინებენ და მუშაობენ, მაგრამ მაინც, თითქოს კავშირი გაწყდა თეატრმცოდნესა და შემოქმედებით ჯგუფს შორის

. . - და რა არის ამის მიზეზი? ცუდი რეპუტაცია თეტრალური კრიტიკის, პირდაპირ რომ ვთქვათ, წერის დაბალი კულტურა და სპექტაკლების ადეკვატურად გაანალიზების უუნარობა? თუ რა?

. . - თავის შეკავება თუ შეიძლება ამ კითხვაზე?

. . - მაინც მირჩევნია მიპასუხო, ვიცი გექნება შენი აზრი

. . - მაშინ გიპასუხებ - არ ვიცი )))))

თ. კ. - დღეს სათეატრო კრიტიკის შეფასებებით რომ წყდებოდეს ქართული თეტრის ბედი რა შედეგი დადგებოდა უკეთესი თუ უარესი?

. . - არც არაფერი შეიცვლებოდა )))

 

 

მეტაკრიტიკათიკო გაბელაია

თ. გ. - სიმართლე გითხრა, ქართველი კრიტიკოსების რეცენზიებს აღარ ვკითხულობ. ადრე რაც წამიკითხავს: ბოკუჩავასი, ცქიტიშვილის, ჩემი რამდენიმე მეგობრის და კიდევ ვიღაც უცნობი თეატრმცოდნის შეფასებები - ან დავიბენი და ვერაფერს მივხვდი, ან ძალიან ზედაპირული მეჩვენა. კრიტიკა გაბუნდოვნებული რამაა დღემდე ჩემთვის. მე მაგალითად როგორც ესეს ისე ვწერ, როდესაც სპექტაკლის გარჩევა მიწევს.

თ. კ. - დიახ, საერთო წესები ძალიან მცირეა და ძირითადად კრიტიკოსის გემოვნებაზე, განათლებაზე და წერის სტილზეა ყველაფერი დამოკიდებული.  როგორ ფიქრობ აქვს თუ არა ასეთ ბუნდოვან  თანამედროვე თეატრალურ კრიტიკას გავლენა სათეატრო პროცესზე დღეს?

თ. გ. - მე ვიცი რომ ჩემი ნაშრომი „თეატრისა და ცხოვრების“ ფურცლებზე მხოლოდ ხელმძღვანელის რეკომენდაციით მოხვდება. სხვანაირად მეეჭვება... ამიტომ წერილის გავლენაც ისეთივე იქნება, როგორი სანაცნობო წრეც მეყოლება ირგვლივ. არ გამოვრიცხავ რომ არავინ აღელდეს წინააღმდეგ შემთხვევაში.   ანუ ჩემს კრიტიკას, გავლენა არ აქვს, რადგან არ ვხმაურობ. შესაბამისად არ ვიბეჭდები, არ ვიცნობ არცერთ რეჟისორს - ახლოს. 

თ. კ. - ხო, მაგრამ უფრო მეტს რომ წერდე? თუნდაც ონლაინ? არაფერი შეიცვლებოდა?

თ. გ. -  ვცადე ეგ ხერხიც და შეურაცხყოფილად ვიგრძენი თავი. ორ ადამიანს ჰქონდა „დალაიქებული“ (მეგობრებს). გულწრფელად გითხრა მაშინ წერილის მიზანი სხვა რამ იყო. ერთ-ერთი სპექტაკლი ვნახე  და იმ თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პროფესიონალიზმში დავვეჭვდი.   

თ. კ. - სად გამოაქვეყნე წერილი? ფეისბუქზე?

თ. გ. - დიახ და მგონი გადავუგზავნე კიდეც ფესტივალის ორგანიზატორებს...

თ. კ. - და რატომ იგრძენი თავი შეურაცხყოფილად?

თ. გ. - იმიტომ რომ არც წაუკითხავს იმ თეატრის ხელმძღვანელს, რომელიც დამეგობრებული მყავდა და არც იმ ფესტივალის ორგანიზატორებს და არც არავის.  მეგობრების „ლაიქებმა“ კი საერთოდ დემორალიზებული გამხადა. 

თ. კ. - ეს ნაცნობი ემოციური განცდაა განსაკუთრებით პროფესიული გზის დასაწყისში. თუმცა ეს კონკრეტული შემთვხევა იმას არ ნიშნავს რომ აღარ წერო და არ ეცადო შენი ხმა მიაწვდინო ადრესატს. 

თ. გ. - ქვესკნელში ჩამოხვედი ევრიდიკეს ამოსაყვანად?

თ. კ. --))) მეეჭვება ორფეოსად გამოვდგე. გმადლობ. წინააღმდეგი ხომ არ იქნები, რომ გამოვაქვეყნო?

თ. გ. - არა. შევხედავ როგორ „დაგილაიქებენ“ მეგობრები )))))

 

მეტაკრიტიკაგვანცა გულიაშვილი

 

. . - რას ფიქრობ ქართულ კრიტიკაზე?

. . - მსაზღვრელი "ქართული" ამ შემთხვევაში საუკეთესოდ აღწერს მას. თუკი გავავლებთ პარალელებს, რისთვის ან ვისთვის წერენ კრიტიკულ წერილებს, რეცენზიებს, შეფასებებს თეატრმცოდნეები , ან ხელოვნებათმცოდნეები ევროპაში, ამერიკაში, აღმოვაჩენთ, რომ სრულიად განსხვავებულია ჩვენი და მათი დამოკიდებულება აუდიტორიისადმი, მკითხველისადმი.  ქართულ რეალობაში სათეატრო კრიტიკა არ ცდება თეატრალთა ძალიან ვიწრო წრეს, მე ვთვლი, შესაძლოა ვცდები, რომ კრიტიკული წერილები უიშვიათესად აღწევს უბრალო მაყურებლამდე. მიზეზი ბევრია და აქ სულაც არ ვგულისხმობ მაყურებლის მხრიდან გულგრილ და უინტერესო დამოკიდებულებას სპექტაკლების შეფასებებისადმი, ალბათ უფრო რეცენზიების სტილი, მანერა, ხასიათი განსაზღვრავს  ფაქტს, რომ მათ ჰყავთ კონკრეტული და მხოლოდ უშუალოდ პროფესიული თალსაზრისით დაინტერესებული მკითხველი. მახარებს, ის რომ ბოლო დროს გაჩნდა ბლოგის ტიპის წერილები ქართულ თეატრზე, მაგრამ გამონაკლისი როგორ მუშაობს თეზისთან მიმართებაში კარგად მოგეხსენება. თანაც, ერთადერთი პერიოდიკა, რომელიც უშუალოდ თეატრალურ პროცესს აღწერს არის ჟურნალი "თეატრი და ცხოვრება".

. . - გეთახნები, რომ პროფესიულ წერილებს მცირე მკითხველი ყავს. დავაზუსტოთ რა არის ამის მიზეზი, ფორმა და სტილი უკვე აღნიშნე, ასევე თქვი რომ გამოცემები არასაკმარისია

. . - ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოგენური კულტურის ეპოქაში, თავჩარგულები ვართ სმარტფონებში და ჩვენი დრო გამუდმებით არასაკმარისია. კრიტიკული წერილი მოცულობიდან დაწყებული, ტერმინოლოგიითა თუ მსჯელობის ლოგიკით დამთავრებული მაქსიმალურად საინტერესო და მარტივად აღქმადი უნდა იყოს უბრალო მაყურებლისთვის, რომ მან თავისი ისედაც მწირი დრო დაუთმოს მის წაკითხვას.

. . - გამოდის, კრიტიკა პიარის ნაწილია? მე არ ვთვლი რომ კრიტიკის ძირითადი ფუნქცია და როლი მყურებელთან კომუნიკაციაა. მივდივართ ჟურნალისტური და აკადემიური კრიტიკის დიფერენციაციის აუცილებლობისკენ.

. . - ქართული თეატრალური კრიტიკის მთავარი ნაკლი ზუსტად ის მგონია, რომ საკუთარ სეგმენტს ავიწროვებს, მხოლოდ პროფესიონალებამდე და უგულებელყოფს მაყურებელს. გარდა ამისა, სკოლა, რომელიც ზრდის თეატრმცოდნეებს, კრიტიკოსებს, ვთვლი რომ მოძველდა, გაცვდა და აცდა რეალობას, მე მესმის, რომ შენ ახლა შესაძლოა დამისახელო ადამიანები, რომელთაც ზოგადად შექმნეს თეატრმცოდნეობა, როგორც დამოუკიდებელი დისციპლინა და მათი კვლევები, ის, რომლებზეც თაობები გაიზარდა ძვირფასი და მნიშვნელოვანია, მაგრამ ვერც ამაში დაგეთანხმები, იმ კონკრეტულ დროს ცხადია გადამწყვეტი როლი და მნიშვნელობა ჰქონდა, თუნდაც საბჭოთა მენტალობითა და იდეოლოგიით ნაკვებ კვლევებს, რომელთა წყალობითაც გაჩნდა დარგი, მაგრამ ნებისმიერი მეცნიერება, თუ ჩვენ მას არ ვავითარებთ, ვაკონსერვებთ და დროსთან მიმართებაში არ განვიხილავთ უბრალოდ კვდება. რაც შეეხება აკადემიურ ნაშრომებს, რომლებიც ცხადია ქმნის თეორიულ საფუძვლებს ხელოვნებაში, ეს სრულიად სხვა განხილვის თემაა, ჩვენ კრიტიკულ წერილებზე ვსაუბრობთ და არა თეორიულ კვლევებსა და ნაშრომებზე, რომელთაც თავისთავად მოეთხოვებათ აკადემიურობა. მე ვფიქრობ, რომ თანამედროვე ქართული კრიტიკა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება გახდეს რეალურად გარკვეული გავლენის მქონე თუ ის უფრო სერიოზულად დაინტერესდება არა პროფესიონალი, არამედ, რიგითი, მოყვარული მაყურებლით.

. . - და დღეს აქვს თუ რა თანამედროვე  კრიტიკას რაიმე გავლენა სათეატრო პროცესზე?

გ. გ. - მიჭირს ამ შემთხვევაში პასუხის გაცემა. ვისზე შეიძლება ახდენდეს გავლენას? რეჟისორებზე? მსახიობებზე? თუ მაყურებელი როგორც პოტენციური მკითხველი გამოვრიცხეთ, გამოდის რომ ჩვენ ვწერთ რეჟისორებისთვის და მსახიობებისთვის?

. . - მე არ ვიცი შენ რისთვის წერ. მე მხოლოდ ჩემს თავზე შემიძლია ვილაპარაკო და მე ვწერ პროცესის ანალიზს. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მიზანი ეს არის. ამოვხსნა პროსეცი ფართო კონტექსტში, რომელიც მაყურებელს, დროის მოკლე, მონაკვეთში ნამდვილად არ დააინტერესებს. და ესეც არის კრიტიკა.  აზროვნება ნაწარმოებთან მიმართებაში. ალბათ, ეს კონკრეტული ავტორის არჩევანს და შესაძლებლობებზეა დამოკიდებული. 

ბოლოს, დღეს რომ ჩვენი შეფასებებით წყდებოდეს ქართული თეტრის ბედი, უკეთეს შედეგს მივიღებდით თუ უარესს?

გ. გ. - გავლენა, რომელიც თეატრალურ კრიტიკას აქვს პროცესზე არის ხშირ შემთხვევაში უბრალოდ არაჯანსაღი. ყველამ ვიცით, რომ ქართულ თეატრში არსებობენ გაბატონებული კლანები, რომელთა შორისაცაა გადანაწილებული ძალაუფლება, ვიდრე ძალაუფლების მხარეს საკუთარი პერსონის ფიქსაციაა ამოსავალი წერტილი კრიტიკისათვის, მანამ შეუძლებელია მან ჯანსაღი და ღირებული გავლენა მოახდინოს პროცესზე.

. . - გმადლობ. 


უკან დაბრუნება