Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > რუსთავის თეატრს დაარსებიდან 50 წელი უსრულდება
რუსთავის თეატრს დაარსებიდან 50 წელი უსრულდება

რუსთავის თეატრს დაარსებიდან 50 წელი უსრულდება


28-11-2017, 10:27

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის, რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 

თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რეჟისორი სოსო ნემსაძე ცნობილი ბრიტანელი დრამატურგისა და სცენარისტის, რონალდ ჰარვუდის ,,კვარტეტს“ სწორედ თეატრის გახსნის დღეს, 30 ნოემბერს წარმოადგენს.

 

30 ნოემბრის დღის განრიგი: 

 

18:30 სთ - რუსთავის თეატრის - ჯემალ მაზიაშვილის წიგნის პრეზენტაცია; 

19:00 სთ,  პრემიერა სპექტაკლისა ,,კვარტეტი“;

20:40 სთ. - რუსთავის თეატრის დამფუძნებელი მსახიობების - ნათელა მუხულიშვილის, ირაკლი ბექაიას და ჯემალ მაზიაშვილის ვარსკვლავის გახსნა.


უკან დაბრუნება