Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო ფესტივალი და ოზურგეთის თეატრის 150 წლის იუბილე
ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო ფესტივალი და ოზურგეთის თეატრის 150 წლის იუბილე29-06-2018, 18:08 |
უკვე მეორედ ოზურგეთის თეატრი ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს მართავს. ფესტივალი აერთიანებს ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით განხორციელებულ სცენურ ინტერპრეტაციებს როგორც ქართული პროფსიული, ისე უცხოური თეატრების სცენებზე.
ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალი, რომელიც წელს ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90 და ოზურგეთის თეატრის დაარსებიდან 150 წელს ეძღვნება, 5 ივლისს გაიხსნება ოზურგეთში ოზურგეთის თეატრის 150 წლისთავისადმი მიძღვნილი სპექტაკლით ,,მონატრება“ და 14 ივლისის ჩათვლით გასტანს. წარმოდგენები ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში გაიმართება, ვინაიდან ოზურგეთის თეატრში ფონდი „ქართუ“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
ფესტივალში წელს 13 პროფესიული თეატრი მონაწილეობს, მათ შორის 3 უცხოური დასი აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან. ფესტივალზე განჯის სახელმწიფო დრამატული თეატრი „ჰელადოსს“ წარმოადგენს, ხოლო მოსკოვის თეატრი „ნიკიტინსკის კარიბჭე“ ნოდარ დუმბაძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონის“ ორიგინალურ ვერსიას გვთავაზობს. პერმის თეატრი “U Mოსტა”-ც სპექტაკლით „ზურიკელა“ წარსდგება ქართველი მაყურებლის წინაშე.
ფესტივალს ოზურგეთის თეატრი გახსნის სპექტაკლი „მონატრება“, რომელსაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე დგამს საგანგებოდ ფესტივალისთვის. დადგმა ნოდარ დუმბაძის რამდენიმე ნაწარმოებს და ოზურგეთის თეატრის მთელ დასს აერთიანებს. ფესტივალში მონაწილეობს თბილისის თუმანიშვილის კინომსახიობთა, თბილსიის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა, ქუთაისის, ახალციხის, ჭიათურის, რუსთავის, თელავის, ცხინვალის ქართული პროფესიული თეატრები. გვეწვევიან დელეგაციები – ბელორუსიიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთის გაბროვოს საერთაშორისო ფესტივალიდან, გაფორმედება მემეორანდუმი გაბროვოს ფესტივალსა და დუმბაძის ფესტივალს შორის. ფესტივალს დახურავს ნოდარ დუმბაძის მშობლიური ჩოხატაურის ხელოვნების სასახლე სპექტაკლით „მზიანი გული“.
ფესტივალის დამფუძნებელია საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინსიტრო ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრთან ერთად, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები. ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო ფესტივალი 2016 წელს დაარსდა და ის ორ წელიწადში ერთხელ იმართება.
გარდა ამისა, 5 ივლისს, 16.00 საათზე, ოზურგეთში, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის თაღებში და მიმდებარე მოედანზე თეატრის დაარსებიდან 150 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.
ოზურგეთში სათეატრო ხელოვნება 1868 წლიდან იღებს სათავეს და მას შემდეგ ამ პროცესს არსებობა არ შეუწყვეტია. ოზურგეთში თეატრის დაარსების სათავეებთან იდგა ქართული პროფესიული რეჟისურის ფუძემდებელი ალექსანდრე წუწუნავა, რომლის სახელსაც სამართლიანად ატარებს დღეს ოზურგეთის თეატრი.
ოზურგეთის თეატრი ერთადერთი პროფესიული თეატრია გურიის მხარეში და მნიშვნელოვანი კულტურული კერა დასავლეთ საქართველოში, არა მხოლოდ თავისი ისტორიით, არამედ თანამედროვეობით. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი ვასილ ჩიგოგიძე, რომლის ძალისხმევითაც და ფონდი „ქართუს“ ფინანასური უზრუნველყოფით ოზურგეთის ისტორიული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
თეატრის საიუბილეო თარიღს პომპეზურად აღნიშნავს ოზურგეთის თეატრი. 5 ივლისს დაგეგმილია: 1. საიუბილეო წიგნი ალბომის „ოზურგეთის თეატრი 150“ პრეზენტაცია; 2. კინოსა და თეატრის ვარსკვლავის ამირან ქადეიშვილის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს უმაღლესი ჯილდოს „ხელოვნების ქურუმით“ დაჯილდოების საპატიო ცერემონია; 3. საქართველოს თეატრალური საზოგადოების პრეზიდიუმის სხვადასხვა სახელობითი პრემიებით თეატრის მსახიობების დააჯილდოების ცერემონია; 4. ამავე დღეს თეატრის თაღებში გაიხსნება ოზურგეთის თეატრის სახელობითი ვარსკვლავი; 5. თეატრის იუბილეს ეძღვნება ნოდარ დუმბაძის მეორე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი, რომელიც 5 ივლისს ჩოხატაურში, ოზურგეთის თეატრის სპექტაკლით „მონატრება“ გაიხსნება, რომელიც თეატრის უკლებლივ ყველა მსახიობს აერთიანებს. 6. შედგება ოზურგეთის თეატრის ჰიმნის პრეზენტაცია 5 ივლისს, ოზურგეთი უამრავ სტუმარს უმასპინძლებს არა მხოლოდ საქართველოს რეგიონებიდან და დედაქალაქიდან, არამედ უცხოეთიდან, მათ შორის, ბულგარეთიდან, ლიტვიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან.
ამავე დღიეს, 14.30 საათზე, ოზურგეთის ფოლკლორის სასახლეში გაიმართება თეატრმცდონის, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის ლაშა ჩხარტიშვილის წიგნი-ალბომის „ოზურგეთის თეატრი 150“ პრეზენტაცია.
„ოზურგეთის თეატრი 150“ - ეს არის პირველი, ვრცელი, მონოგრაფია ოზურგეთის თეატრზე, რომელიც აქამდე ბევრ უცნობ და გამოუქვეყნებელ ისტორიულ ფაქტებს, საარქივო დოკუმენტურ მასალებს და ფოტოებს ეფუძნება. სარედაქციო ჯგუფმა მოიძია და ამ წიგნში თავი მოიუყარა სხვადასხვა არქივებში, მუზეუმბეში და საცავებში დაცულ ფოტოებს, ისტორიულ წყაროებს და მოგნებებს ოზურგეთის თეატრზე. ამავდროულად, წიგნი ასახავს ოზურგეთის თეატრის დღევანდელობას. მასში ასახულია ოზურგეთის თეატრის ბოლო წლების ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, პრემიერები, გასტროლები უცხოეთში, მონაწიეობა ფესტივალებსა და საერთაშორისო სათეატრო ფორუმებში.
გამოცემის კონცეფციის ავტორი ვასილ ჩიგოგიძეა, წიგნის ავტორი თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი. გამოცემაზე ასევე იმუშავეს ზაზა ჯინჭარაძემ, მარინა ვასაძემ, ზაირა თოთიბაძენ და ლია კილაძემ...
წიგნი-ალბომი „ოზურგეთის თეატრი 150“ გამოსაცემად მოამზადა თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრმა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ვასილ ჩიგოგიძე - ფესტივალის ხელმძღვანელი 599 578 909 ლაშა ჩხარტიშვილი - პროექტის კოორდინატორი 577 904 041;
უკან დაბრუნება |