Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
სახლი/საზღვარი - ერისთავის თეატრის ეზოში
სახლი/საზღვარი - ერისთავის თეატრის ეზოში11-09-2018, 15:45 |
7 აგვისტოს, სოციალურ ქსელში, გაჩნდა ახალი თეატრალური პერფორმანსის ანონსი. პერფორმანსი რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების ბედს ეხება. აღწერს მათ მძიმე გამოცდილებას, დღევანდელ ყოფას და გაურკვეველ მომავალს. პერფორმანსი ვერბათიმის ჟანრშია მომზადებული და ეყრდნობა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერვიუებს, მათ ცოცხალ ემოციებსა და ისტორიებს. პროექტი განსაკუთრებულია იმით, რომ მისი იდეა უცხოელებს ეკუთვნის. პოლონელი რეჟისორების (იაროსლავ სიეჟკოვსკის, ბარბარა მალგორზატას, ზბიგნევ ოლკიევიჩი და სხვ.) სურვილი ემუშავათ ქართული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან პრობლემაზე, მათი თქმით გამოწვეულია, პოლონეთისა და საქართველოს გამოცდილებათა მსგავსებით. შემოქმედებითი ჯგუფი ორივე ქვეყნის მოქალაქეებს აერთიანებს. თეატრის და ზოგადად ხელოვნების მოყვარულებთან ერთად ჯგუფის შემადგენლობაში ნახავთ გიორგი ერისთავის თეატრის დასის წევრებსაც. წარმოდგენა თეატრის ეზოში 9 სექტემბერს გაიმართა და აუდიტორიის ინტერესი გამოიწვია. პირველ რიგში იმით, რომ მაყურებლის დიდი ნაწილი თავად იყო ჩართული წარმოდგენის მზადების პროცესში და თავს ამ მოვლენის თანამონაწილედ გრძნობდა. ამას გარდა ინტერესს განსაზღრავდა ისიც, რომ გორელი მაყურებელი არ არის მიჩვეული განსხვავებული ფორმის თეატრალურ პერფორმანსებს. პროექტი სახელწოდებით „სახლი/საზღვარი“ დაფინანსდა კულტურის და ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის სამინისტროს მიერ, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის სუბსიდირებით როგორც ნაწილი "სახელოვნებო ხიდები" პროგრამა ინდეფენდენთ 2017-2021 ფარგლებში. პერფორმანსი გორის შემდეგ, თბილისში, 28 სექტემბერს გაიმართება
უკან დაბრუნება |