Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > ეტიუდების ფესტივალი 2012
ეტიუდების ფესტივალი 2012

ეტიუდების ფესტივალი 2012


29-03-2012, 11:43

 

ლევან გახოკია

სოფო ძიძიგური

 

 

2012 წლის 26-27 მარტს, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით ჩატარდა მეოთხე ეტიუდების ფესტივალი, რომლის მხარდამჭერებიც იყვნენ ქალაქ თბილისის მერია და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი.

 

წელს წარმოდგენილი იყო თხუთმეტი საფესტივალო ეტიუდი, რომლებიც გადანაწილებული ყო ორ დღეზე. პირველ დღეს უმასპინძლა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საწავლო თეატრის სცენამ, სადაც ნაჩვენები იყო ამავე უნივერსიტეტის დამწყები მსახიობების ნამუშევრები. ასევე აღსანიშნავია, რომ წელს არამარტო ადგილობრივმა სტუდენტურმა ჯგუფებმა (I-II კურსი), არამედ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და  ხელოვნების ფაკულტეტის სამსახიობო ოსტატობის III კურსის სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა. ეს ყველაფერი მეტყველებს ფესტივალის გაფართოებაზე და საზოგადოების კიდევ უფრო მეტ ინტერესზე მის მიმართ. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ წელს ფესტივალის დახურვა და დაჯილდოვება არა კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სხვენში, არამედ დიდ  სცენაზე შედგა. ეს ყოველივე კი,ორგანიზატორებმა, თეატრის საერთაშორისო დღეს დაამთხვიეს  და ამით კიდევ ერთხელ მიულოცეს საზოგაოებას ღირსშესანიშნავი თარიღი.

პირველ დღეს წარმოდგენილ იქნა ცხრა სამსახიობო ეტიუდი. ფესტივალი გახსნა ილიას უნივერსიტეტის სასახობო ოსტატობის ჯგუფმაჯადოსნური რადიოლა”, რომელსაც ქრონოლოგიურად მოყვამარიონეტების სიყვარული”, “მე”, “კამფეტი”, “დები”, “თოვლის ადამიანები”, “შესვენება”, “მანეკენებიდასიცოცხლე”, ხოლო მეორე დღეს სარეჟისორო ეტიუდები: “სიზმარი”, “ხლესტიაკოვის ნადიმი”, “წარმოსახვითი საყარო”, “სახე”, “შეუმდგარი  სიუიტა”,  დანგრევა”.

პირველი საკონკურსო დღე დიდი ვნებათაღელვით იყო სავსე, ვინაიდან ჩვენს წინ ჯერ ნაკლებად გამოცდილი I და II კურსის სტუდენტები იდგნენ. ისევე როგორც წინა წლებში, ახლაც გამოიკვეთა არაერთი ნიჭიერი სახე, როგორც დრამის რეჟისურაში ასევე მსახიობებში.

გაცხოველებული ინტერესი ამ ფესტივალის მიმართ არა მარტო მონაწილეების სიუხვეში იგრძნობოდა, არამედ მაყურებეშიც. არც ერთი ცარიელი სკამი და ფეხზე მდგარი უამრავი ადამიანი. ისინი დიდი ინტერესითა და მოთმინებით ელოდნენ გამარჯვებულებს.

საღამოს უძღვებოდნენ მომავალი მსახიობები ლაშა ჯუხარაშვილი და ანუკა გრიგოლია. ჟიური დაკომპლექტებული იყო შემდეგნაირად: თავმჯდომარე ნუკრი ქანთარია, წევრები: თამარ ბოკუჩავა, ქეთი ცხაკაია, გია აბესალაშვილი და თემო კუპრავა, ხოლო სტუდენტური: ნათია ცქვიტაია, დათო ჩხარტიშვილი, ოთარ ჩიქობავა.

 

ფესტივალის გულშემატკივრებითვის კარგად ნაცნობ ექვს ნომინაციას წელს შეემატა კიდევ ერთისაუკეთესო წყვილი”. პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდა:

1) სტუდენტური ჟიურის რჩეული _ “მე” – აშოტ სიმონიანი

2) საუკეთესო მსახიობი ქალი - თათა თავდიშვილი (“მანეკენები”)

3) საუკეთესო მსახიობი მამაკაციმიხეილ ზაქარიაძე (“მარიონეტების სიყვარული”)

4) საუკეთესო სამსახიობო ეტიუდი ,,თოვლის ადამიანები” (ნინი იაშვილი და გიორგი ალანია)

5) საუკეთესო სარეჟისორო ეტიუდი ,,სიზმარი” (დავით ხორბალაძე)

6) საუკეთესო წყვილიგიორგი კიკნაძე და შოთა ხანჯალიაშვილი (,,შესვენება”)

7) გრანპრი, საუკეთესო ეტიუდიმერიკო ბეროშვილი (,,წარმოსახვითი სამყარო”)

 

ეს ფესტივალი საშუალებას აძლევს დამწყებ მსახიობებსა და რეჟისორებს მეტი გამოცდილება მიიღონ საკუთარ პროფესიაში, გამოავლინონ თავიანთი ნიჭი, წარსდგნენ ფართო აუდიტორიის წინაშე და მოიპოვონ უკვე საკმაოდ პრესტიჟული ჯილდო ,,არლეკინი”, ასევე შანსი, ითამაშონ და წარმოადგინონ თავიანთი შემოქმედება ისეთი თეატრის დიდ სცენაზე, როგორიც კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრია. ფესტივალში მონაწილე თითოეული სტუდენტისათვის, ეს შეიძლება აღმოჩნდეს წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი მათ სამომავლო კარიერაში, რაც მეტ მოტივაციას აღძრავს მომავალ პროფესიონალებში.

მიხედავად მცირე ტექნიკური გაუთავლისწინებელი ხარვეზებისა, ფესტივალმა წარმატებულად ჩაიარა და ორი დღე საკმაოდ დატვირთული, დაძაბული და ნაყოფიერი აღმოჩნდა. 

 

 

                                     

 

 


უკან დაბრუნება