Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > პრემიერა ზუგდიდის შ.დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში
პრემიერა ზუგდიდის შ.დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში

პრემიერა ზუგდიდის შ.დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში


10-05-2012, 14:49

3 მაისს,  ზუგდიდის შ.დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ  თეატრში შედგა პრემიერა სპექტაკლისა   ,,თავისუფლების შუაღამე".  პიესის ავტორი ლიკა მორალიშვილი, რეჟისორი ბადრი წერედიანი. აღნიშნული ნაწარმოები   მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კონკურსის ,,ახალი ქართული პიესა" 2008 წლის საუკეთესო ოცეულშია შესული. პიესის მთავარი პერსონაჟი 13 წლის აფხაზი გოგონაა, რომელიც სოხუმის დაცემის დღეს სანაპიროზე იპოვის დაჭრილ ქართველ მეომარს და სახლის სარდაფში დამალავს. უვლის მას და ესაუბრება თავის ცხოვრებაზე, იმ ამბებზე რაც მან და მისმა ოჯახმა გადაიტანა ომის პერიოდში.  

სპექტაკლში აფხაზ გოგონას, ზემდეტსახელად შინკას,  მთავარ როლს 13 წლის  კესო შედანია ასრულებს. პირველი მოქმედება გოგონას  ერთსაათიანია მონოლოგია, მიუხედავად ამ სირთულისა,  კესო შედანიამ   თავისი გულწრფელობით, უშუალობითა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მსახიობური ოსტატობითა და ზუსტი ემოციიით, შეძლო მაყურებლისთვის  მიეწოდებინა პიესის ავტორისა და რეჟისორის  ჩანაფიქრი. 

 

 

კადრი სპექტაკლიდან – როლებში კესო შედანია, ლევან შენგელია, მერაბ კაკალია, გიორგი ფოჩხუა

 


უკან დაბრუნება