Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348 ამოსაბეჭდი ვერსია > მარჯანიშვილის თეატრი შექსპირის ფესტივალზე ”მსოფლიო გლობუსში”
მარჯანიშვილის თეატრი შექსპირის ფესტივალზე ”მსოფლიო გლობუსში”

მარჯანიშვილის თეატრი შექსპირის ფესტივალზე ”მსოფლიო გლობუსში”


18-05-2012, 10:15

 ‎2012 წლის მაისში მარჯანიშვილის თეატრი მიწვეულია 

დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, 

შექსპირის ფესტივალზე ”მსოფლიო გლობუსში”

 

ფესტივალი ლონდონში ოლიმპიურ თამაშებს ეძღვნება და პირველად ტარდება.

ფესტივალი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო თეატრალური მოვლენაა და სრულიად უნიკალურია, შეიძლება ითქვას საუკუნის პროექტია, რომლის ანალოგიც მსოფლიო თეატრის ისტორიას არ ახსოვს.

 

”გლობუსის" სცენაზე შექსპირის 37 პიესას 37 ქვეყანა საკუთარ ენაზე ითამაშებს.

 

37 ქვეყანას შორის მოხვდა ქართული შექსპირიც. მარჯანიშვილის თეატრის დასი "გლობუსის" სცენაზე 2012 წლის, 18 და 19 მაისს წარმოადგენს პიესას "როგორც გენებოთ", რომლის დამდგმელი რეჟისორიც ლევან წულაძეა


უკან დაბრუნება