2012 წლის მაისში მარჯანიშვილის თეატრი მიწვეულია
დიდ ბრიტანეთში, ლონდონში,
შექსპირის ფესტივალზე ”მსოფლიო გლობუსში”
ფესტივალი ლონდონში ოლიმპიურ თამაშებს ეძღვნება და პირველად ტარდება.
ფესტივალი წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მსოფლიო თეატრალური მოვლენაა და სრულიად უნიკალურია, შეიძლება ითქვას საუკუნის პროექტია, რომლის ანალოგიც მსოფლიო თეატრის ისტორიას არ ახსოვს.
”გლობუსის" სცენაზე შექსპირის 37 პიესას 37 ქვეყანა საკუთარ ენაზე ითამაშებს.
37 ქვეყანას შორის მოხვდა ქართული შექსპირიც. მარჯანიშვილის თეატრის დასი "გლობუსის" სცენაზე 2012 წლის, 18 და 19 მაისს წარმოადგენს პიესას "როგორც გენებოთ", რომლის დამდგმელი რეჟისორიც ლევან წულაძეა
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04