დათა თავაძემ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, სამეფო უბნის თეატრში, სპექტაკლი დადგა. ასეთი დასაწყისი მოუხდებოდა საინფორმაციო შენიშვნას, ან სიუჟეტის ლიდს, რომელსაც წამყვანი დააანონსებს, მაგრამ მე მინდა დავწერო წერილი ბავშვზე, რომელიც გაქრა და ახლახანს დაბრუნდა...
დავით ჩხარტიშვილმა ზელერის პიესების რევერსული რეტროსპექტივა შემოგვთავაზა - პიესები დადგა არა იმ თანმიმდევრობით, როგორც ტრილოგიის ავტორმა დაწერა და განავითარა, არამედ პირიქით...
თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღევანდელ საქართველოში, დიდი ბრძოლითა და ძალისხმევით დაარსებულ დამოუკიდებელ თეატრებს (სრულიად გასაგები კულტურის პოლიტიკის გამოც), „ტყვიის დროებაში“ უწევთ არსებობა, რაღაცებთან შეგუება და გადარჩენისათვის ბრძოლა...
მსოფლიო თეატრის ისტორიაში დამოუკიდებელი სათეატრო პროცესი თითქმის ყოველთვის დაკავშირებული იყო (და არის) ახალი ფორმების, ენისა და თვითიდენტობის ძიებასთან. ასეთი ნამუშევრები ცენტრებისგან შორს, „პროვინციებში“ იქმნება და დიდწილად ლაბორატორიული ხასიათი აქვს...
ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი სათეატრო პროცესების მაყურებელი თუ მონაწილე უკვე წლებია ვართ. ამ დროის განმავლობაში, თეატრმა, ნაწილობრივ, შეცვალა მაყურებლის წარმოდგენები თეატრზე, დაანახა ტრადიციული თეატრალური ფორმების ალტერნატივა და უკვე მოასწრო კიდეც ახალი მაყურებლის შექმნა...
სათეატრო სფეროში სიახლეა - დამოუკიდებელი სათეატრო სივრცეების, კომპანიებისა და არტისტების მხარდასაჭერად შეიქმნა პრემია "თავისუფალი". გიზიარებთ პრემიასთან დაკავშირებულ ინფორმაციას...
ბრიტანელი დრამატურგის, ფილიპ რიდლის პიესაში, რომლის ბრწყინვალე დადგმა იხილა მაყურებელმა თბილისის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, გვხვდება ერთი გმირი, რომელიც ძალიან ჰგავს ოიდიპოსს. თებეს მეფის მსგავსად გარეგანად მშვენიერია, მაგრამ შიგნით “მუწუკებით დაფარული”....
ზუგდიდის, შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ლაშა შეროზია დგამს ამერიკელი დრამატურგის, მარშა ნორმანის კლასიკურ დრამატულ ტექსტს-„ღამე მშვიდობისა, დედა.“ პიესა თარგმნა ნინო სურამელაშვილმა. ფესტივლის ქართული პროგრამის ფარგლებში სპექტაკლს თუმანიშვილის თეატრმა უმასპინძლა...
ყველაფერი გამოიყურება ისე, როგორც ზღაპარს შეესაბამება. სივრცე და იმიჯები ფერადია, ბრჭყვიალა, მაგრამ ატმოსფერო გვკარნახობს, რომ ეს ჩვეულებრივი, ძილის წინ საკითხავი ზღაპარი არ არის. ვიტყოდი, რომ პირიქით ანტიზღაპარია...
ზიპოს სხეული არ ეტყობა და ასეც უნდა იყოს. ის იმ ხმით იწყებს სცენაზე თავისი წარსულის გახსენებას, რომელიც წაართვეს. “თვალები დახუჭე და აიძულე შენი თავი, რომ ამ ხმას უსმინო”- ამ სპექტაკლზე მისულ მაყურებელს არ დახვდება სანახაობა, წარმოდგენა. ბევრს ვერ იცინებს. სცენაზე ისინი ნახავენ გაბრაზებულ გოგოს, რომელიც მათკენ თითს იშვერს, ჩხუბობს, გვამხელს გულგრილობაში...
მესხიშვილის თეატრში პოლონელი არტისტის ანჟეი სარამონოვიჩის „ტესტოსტერონი“ ნინო მაღლაკელიძემ დადგა, ხოლო სამეფო უბნის თეატრში ისრაელელი ჰანა აზულაი ჰასფარის „სინანულის დღეები“, თათა პოპიაშვილმა. პირველ შემთხვევაში სცენაზე მხოლოდ კაცები დგანან, მეორე შემთხვევაში კი ქალები. ყველაფერი რაც სცენაზე ხდება, მთელი მოქმედების კოლიზია, ორივეგან საპირისპირო სქესს უკავშირდება. მაყურებლის თვალწინ გათამაშებული კონფლიქტების მიზეზებს გენდერული საფუძველი აქვს...
დიდი ხანი არ არის მას შემდეგ გასული, რაც ლაშა ჩხვიმიანმა დმანისის ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიცია დატოვა, ამ ფაქტმა კი მნიშვნელოვნად შეაფერხა დმანისში კულტურული სფეროს განვითარება...
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04