Deprecated: preg_replace(): The /e modifier is deprecated, use preg_replace_callback instead in /home/georgia3/domains/georgiantheatre.ge/public_html/engine/modules/show.full.php on line 348
"ბალანჩინი: მუდმივად აწმყოში"
"ბალანჩინი: მუდმივად აწმყოში"8-05-2014, 14:50 |
18 მაისს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში გაიხსნება ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფის პაულ კოლნიკის ფოტოგამოფენა - "ბალანჩინი: მუდმივად აწმყოში". კოლნიკი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ბალანჩინთან და იღებდა "ნიუ იორკ სითი ბალეს" რეპეტიციებს და სპექტაკლებს. გამოფენა ერთი კვირა გაგრძელდება. გახსნა 18 მაისს, 19 საათზე. ამავე დღეს გაიხსნება მუზეუმის რესტავრირებული შენობა და ჯორჯ ბალანჩინის სახელობის დარბაზი.
პაულ კოლნიკიჩიკაგოელი პაულ კოლნიკი ნიუ იორკში საცხოვრებლად 1975 წელს გადავიდა და ჯორჯ ბალანჩინთან მეგობრობა და „ნიუ იორკ სითი ბალეს“ ფოტოგადაღება დაიწყო. ბალანჩინის დასთან ოთხი ათეული წლის თანამშრომლობის შედეგად ასობით ათასი ფოტო გადაიღო, რომელთაგან ბევრი „ნიუ იორკ სითი ბალეს“ სიმბოლოდ იქცა. საშემსრულებლო ხელოვნებაში კოლნიკის პროფილი ფართოა. იგი მოიცავს გავლენიან სიმფონიურ ორკესტრებს და სოლო შემსრულებლებს, ბროდვეის ორმოცდაათზე მეტ სპექტაკლს და წამყვან საცეკვაო დასებს. მისი ფოტოები გამოფენილი იყო ცეკვის ნაციონალური მუზეუმში, ნიუ-იორკის ისტორიის საზოგადოებაში, სანკტ- პეტერბურგის ერმიტაჟის თეატრსა და მოსკოვის დიდ თეატრში. თეატრისა და ცეკვის თემაზე შექმნილ მის ნაშრომებზე არაერთი წიგნია გამოცემული. კოლნიკის ფოტოები მრავალ წიგნსა და ჟურნალშია გამოყენებული და რეგულარულად ჩნდება სხვადასხვა პუბლიკაციებში მსოფლიოს მასშტაბით.2014 წელს პაულ კოლნიკი გამართავს ჯორჯ ბალანჩინისადმი მიძღვნილი გამოფენების სერიას - „ჯორჯ ბალანჩინი: მუდმივად აწმყოში“: - თბილისი, საქართველო - გახსნა 18 მაისს. - მოსკოვი, ა.ა. ბახრუშინის სახელობის ცენტრალური სახელმწიფო თეატრალური მუზეუმი - გახსნა 3 ივლისს. - სანკტ-პეტერბურგი, თეატრისა და მუსიკის სახელმწიფო მუზეუმი, დიაგილევის ფესტივალის ფარგლებში - გახსნა ნოემბერში.
უკან დაბრუნება |