18 მაისს თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმში გაიხსნება ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფის პაულ კოლნიკის ფოტოგამოფენა - "ბალანჩინი: მუდმივად აწმყოში".
კოლნიკი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა ბალანჩინთან და იღებდა "ნიუ იორკ სითი ბალეს" რეპეტიციებს და სპექტაკლებს. გამოფენა ერთი კვირა გაგრძელდება.
გახსნა 18 მაისს, 19 საათზე.
ამავე დღეს გაიხსნება მუზეუმის რესტავრირებული შენობა და ჯორჯ ბალანჩინის სახელობის დარბაზი.
2014 წელს პაულ კოლნიკი გამართავს ჯორჯ ბალანჩინისადმი მიძღვნილი გამოფენების სერიას - „ჯორჯ ბალანჩინი: მუდმივად აწმყოში“:
- თბილისი, საქართველო - გახსნა 18 მაისს.
- მოსკოვი, ა.ა. ბახრუშინის სახელობის ცენტრალური სახელმწიფო თეატრალური მუზეუმი - გახსნა 3 ივლისს.
- სანკტ-პეტერბურგი, თეატრისა და მუსიკის სახელმწიფო მუზეუმი, დიაგილევის ფესტივალის ფარგლებში - გახსნა ნოემბერში.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04