მსოფლიოს 35 ქვეყნის თეატრი მინსკში შეიკრიბება
28-06-2012, 12:26

2-6 ივლისს ბელორუსიის დედაქალაქ მინსკში მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტებზე მოღვაწე თეატრის პროდიუსერების, კრიტიკოსების და საერთაშორისო ფესტივალების დირექტორების  წინაშე მსოფლიოს 35 ქვეყანას შორის (ევროპის, აზიის და ამერიკის კონტინენტის ქვეყნები) საქართველოც წარსდგება.

საუნივერსიტეტო თეატრების მე-9 საერთაშორისო ფესტივალზე „თეატრალური კუფარი“ კავკასიის რეგიონიდან  მხოლოდ საქართველოა წარმოდგენილი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის სპექტაკლით „ფერფლის პლანეტა“, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა ირაკლი გოგიამ დადგა.

ფესტივალის ერთი, ყველაზე გამორჩეული -ბელორუსიის დამოუკიდებლობის დღე - ომის თემატიკაზე შექმნილი სპექტაკლების ჩვენებას მიეძღვნება. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში იქნება წარმოდგენილი ა ირაკლი გოგიას სპექტაკლიც, რომელშიც ორი მსახიობი თამარ მახარაძე და დიმიტრი მელია მონაწილეობს.

4 ივლისს ქართული დელეგაციის მიერ დაგეგმილია საქართველოს, როგორც პოსტ საბჭოთა სივრცის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყნის პრეზენტაცია. ღონისძიება ითვალისიწნებს ქართული ღვინის და სამზარეულოს პოპულარიზაციას. ასევე ტურისტული პოტენციალის გაცნობას ფესტივალის სტუმრებისათვის. პრეზენტაციის ფარგლებში გათვალისწინებულია რამდენიმე ქართული თეატრის (მარჯანიშვილის და ილიაუნის თეატრების), ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  საპრეზენტაციო წარდგენა, როგორც ფესტივალის მონაწილე უნივერსიტეტის.

 

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ოფიციალურ ვებ გვერდზე:

http://www.theatre-fest.bsu.by

დასი მინსკში ბათუმიდან 30 ივნისს გვიან საღამოს მიემგზავრება და 7 ივლისს დაბრუნდება საქართველოში

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა