საუნივერსიტეტო თეატრების მსოფლიო კონგრესი
28-06-2012, 14:40

მექსიკის, კანადის, პოლონეთისა და ირლანდიის შემდეგ საუნივერსიტეტო თეატრების ასოციაციის (AITU-IUTA- www.aitu-iuta.org ) მიერ ორგანიზებულ მსოფლიო კონგრესს ბელორუსია მასპინძლობს. 2-6 ივლისს მინსკში მსოფლიოს 35 ქვეყნის სამასამდე თეატრის ექსპერტი, რეჟისორი, თეატრმცოდნე და არტ მენეჯერი იკრიბება. კავკასიის რეგიონს მსოფლიო სათეატრო უნივერსიტეტების კონგრესზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მკვლევრები თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი, არტ მენეჯერი ელენე ბააბკიშვილი და რეჟისორ-მკვლევარი ირაკლი გოგია წარმოადგენენ.

მსოფლიო კონგრესს, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება, ბელორუსიის სახელმწიფო უნივერსიტეტში თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის (ITI) გენერალური მდივანი ტობიას ბიანკონე, საუნივერსიტეტო თეატრების მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი ჟან-მარს ლარუე და ბელარუსიის კულტურის მინისტრი პავლე ლატუშკა გახსნიან.

აღნიშნულ კონგრესზე საქართველო პირველად იღებს მონაწილოებას. უზარმაზარ საერთასორისო ფორუმზე ქართველი მომხსენებლები წარდგენილები არიან მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნიცვერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრიდან კონგრესის სამ სექციაში: მათ შორის, სათეატრო განათლებისა და პრაქტიკის სექციაში- ირაკლი გოგია წაიკითხავს მოხსენებას „ევროპული სათეატრო პედაგოგიკა და მისი დანერგვა პოსტ საბჭოთა სივრცეში“,  კულტურის მენეჯმენტის სექციაში არტ მენეჯერი ელენე ბაბაკიშვილი წაიკითხავს მოხსენებას „დაფინანსების ზოგიერთი ასპექტი საქართველოშიკულტურის სფეროში“ და თეატრის თეორიის სექციაში თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი წაიკითხავს მოხსენებას „სათეატრო კრიტიკა პოსტ საბჭოტა სივრცეში, თეატრალური კრიტიკა დაკარგული ავტორიტეტის ძიების პროცესში“.

სიმპოზიუმის ფარგლებში გარდა სპეციალური მოხსენებებისა წარმომადგენლები საქართველოდან გამართავენ თანამედროვე ქართული თეატრის, ქართული ტრადიციული სამზარეულოს და ღვინის, საქართველოს-როგორც ტურისტული რეგიონის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზენტაციასაც.

კონგრესში საქართველოს მონაწილეობა ხორციელდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ცენტრისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით.

http://aitu-iuta.org/index.php/public/en/congresses/ (კონგრესის ბმული)

http://www.theatre-fest.bsu.by/rus/kufar.html (ფესტივალისბმული)

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა