თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი
12-09-2012, 11:16

"ყოველ წელს ერთი და იგივე მეორდება - ყოველ წელს ფესტივალის ამბავი ცარიელი ფურცლიდან იწყება...  14 სექტემბრიდან “მეოთხე ამბავს” გთავაზობთ" – მიმართავს ფესტივალის დირექტორი ეკა მაზმიშვილი  მაყურებელს, მსახიობებს, კრიტიკოსებსა და პარტნიორებს, რომელთა განსაკუთრებული ინტერესი და მოლოდინი, თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს, გასული "ამბებიდან" გამომდინარე უკვე მოპოვებული აქვს!

 

რაც არ უნდა იყოს, ეს არის ფესტივალი, რომელმაც  თეატრის მოყვარულებს საშუალება მისცა ენახა  თეატარალურ სამყაროში აღიარებული რეჟისორების, თითქმის  უკვე კლასიკად  ქცეული  სპექტაკლები და ამავდროულად გაცნობოდა თანამედროვე თეატრალური ძიებების უახლეს ნიმუშებს. დამეთანხმებით – ეს არა მხოლოდ მოყვარულებისთვის, არამედ პროფესიონალებისთვისაც კი დიდი ფუფუნებაა.

 

ფესტივალი ტრადიციულად ქართულ და  საერთაშორისო პროგრამებს წარმოადგენს. წელს თბილისის თეატრალური ფესტივალი უმასპინძლებს: შვედეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ბელორუსიის, გერმანიის, ჩინეთის, საფრანგეთის, რუსეთის, ლიტვის, ისრაელის, მოლდოვისა და იაპონიის თეატრალურ დასებსა და კომპანიებს. ამ შთამბეჭდავი ჩამონათვალით საქართველოში, მსოფლიოში მიმდინარე თეატრალური პროცესის სურათი შეიქმნება.

 

უდავოდ, მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ გარდა თეატრალური შემოქმედებითი ჯგუფებისა, ფესტივალი მასპინძლობს თეატრის თეორეტიკოსებსა და კრიტიკოსებს. მის ფარგლებში, უკვე მეორედ გაიმართება კრიტიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმი. 

ჩვენი ინტერნეტ გაზეთის მეშვეობით შევეცდებით მოგითხროთ ფესტივალის მიმდინარეობისა და მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ.

 

www.georgiantheatre.ge  წარმატებულ თეატრალურ დღეებს  უსურვებს თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს, მის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს!

 

დამატებითი ინფორმაცია და  ფესტივალის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ  თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ვებგვერდზე 

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა