სოფიო ძიძიგური
10 ნოემბერს ტრადიიციისამებრ, კოტე ამრჯანიშვილის სახლმუზეუმმა, კომპანიია ,,რედიქსმა” ლაშა პაპაშვილის მეთაურობით, მეხუთედ უმასპინძლა პირევლ კურსელთა გრიმის ცხებას, იგივე ნათლობას მომავალ მსახიობებად. მიუხედავად წვიმიანი ამინდისა განწყობა მართლაც, რომ ძალიან ამაღლებული გახლდათ, სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები ერთნაირად სასიამოვნო და მხიარულ განწყბაზე იყვნენ, ვინაიდან უნდა ჩატარებულიყო ის ,,საიდუმლო” რიტული, რომელიც შემდგომში გზას დაულოცავს მომავალ მსახიობებსა და რეჟისორებს.
ამ ტრადიციას 80-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, თავდაპირველად ის თელავსა და ყვარელში დიდი რეჟისორის, კოტე მარჯანიშვილის სახლის მარანში იმართებოდა, ამიტომაც ლოგიკურად, ამ ტრადიციის აღდგენა ამავე ადგილას, ყვარლის მუზეუმში გადაწყდა. უშუალოდ გრიმის ცხების ცერემონიალი იმართება მარნის სცენაზე, სადაც მარჯანიშვილმა თავისი პირველი სპკტაკლი დადგა, რიტუალი ზუსტად ისევეა აღდგენილი, როგორც ეს წლების წინ, სტუდენტები ერთად დებენ ფიცს საკუთარი პროფესიისა და სამშობლოს წინაშე, ამ ფიცს კი ტრადიციულად ქართული თეატრის ღირსშესანიშნავი, რომელიმე ფიგურა კითხულობს.
წელს ამ ,,ნათლობის” წაყვანა თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძეს დაევალა, ხოლო ფიცი მსახიობმა, ნინელი ჭანკვეტაძემ წაიკითხა, გარდა ამ ადამიანებისა, ცერემონიას ესწრბოდნენ სხვა მსახიობები, რეჟისორები, თეატრმცოდნეები და თეატრალური უნივერსიტეტის პროფეორ-მასწავლებლები (ლევან წულაძე, გოგი მარგველაშვილი, გიზო ჟორდანია, გივი სარჩიმელიძე, მანანა კვირკველია, მანანა ბერიკაშვილი, გოგი თოდაძე, გოგა პიპინაშვილი, ზურა გეწაძე, გია ცქიტიშვილი, ლაშა ჩხარტიშვილი). რა თქმა უნდა თითოეულმა მათგანმა, მომავალ რეჟისორებსა და მსახიობებს გზა დაულოცეს და უსურვეს წარმატება ამ რთულ, მაგრამ სიამოვნებით აღსავსე პროფესიულ გზაზე. ცერემონიალის შემდეგ კომპანია ,,რედიქსი” სტუმრებსა და სტუდენტებს როგორც ტუმარ-მასპინძლური წესია მიღებით გაუმასპინძლდა, რამაც კიდევ უფრო შუწყო ხელი, ახალბედა სტუდენტებისა და პედაგოგების დამეგობრებას.
წელს გრიმის ცხების ცერემონიალმა წესისამებრ, ამაღლებულად და სასიამოვნო განწყობაზე ჩაიარა, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით, კომპანია ,,რედიქსს” და პირადად ლაშა პაპაშვილის, რომელიც ყველთვის გვეხმარება, ხელოვანებისა და ხელოვნებისათვის სასიკეთო საქმეში და აგრძელებს იმ ულამაზეს ტრადიციას, რომელსაც 30 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04