14 მარტს, 20:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე წარმოგიდგენთ დავით კლდიაშვილის „ირინეს ბედნიერებას“, რომელიც ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სვცენაზე ახალგაზრდა რეჟისორმა, საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომანტმა - ჯაბა პაპუაშვილმა განახორციელა. სპექტაკლის პრემიერა გაიმართა 2012 წლის 25 დეკემბერს.
აღსანიშნავია, რომ დადგმა განხორციელდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და თეატრალურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტის, სახელწოდებით „დიპლომანტი რეჟისორები საქართველოს რეგიონულ თეატრებში“, ფარგლებში.
ერთმოქმედებიანი წარმოდგენის მხატვარია მირიან შველიძე, მუსიკალური გამფორმებელი - ია საკანდელიძე.
მონაწილეობენ:
სამსონ სალამთაძე - როდერ ჩაჩანიძე (საქართველოს დამსახურებული არტისტი)
ეკა - სოფო გოგოლაძე
აბესალო - გოჩა აბაშიძე
ფილიპე ბარბაქაძე - ამირან ნასყიდაშვილი
ირინე - თამუნა ჯაჯანაშვილი
ვიქტორი - გია კენჭოშვილი
პავლე როდამიშვილი - გიორგი ბრეგვაძე / გელა მოდებაძე
სოლომონი - გია მუკმანიანი
სოგრატი - შალვა ხვედელიძე
ნესტორი - გიორგი ბრეგვაძე / გელა მოდებაძე
კატო - სოფო მოდებაძე
სტუმრები - შორენა პაპიძე, იური ბიწაძე, თამაზ ფანჩულიძე.
თბილისში ორგანიზებული გასტროლის პარალელურად, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში დაწყებულია მუშაობა ახალ დადგმებზე. წარმოებაში ჩაშვებულია და მარტის ბოლოსთვის შედგება პრემიერა ორი სპექტაკლის: 1.ოსკარ უაილდის „ვარსკვლავ ბიჭუნა“, რომელზეც რეჟისორი სოსო ნემსაძე ლაშა შეროზიასთან ერთად მუშაობს, 2. მატეი ვიშნეკის „სამუშაო მოხუცი კლოუნისთვის“,რომელსაც რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი ამზადებს.
გთხოვთ დაინტერესდეთ წარმოდგენით, რომელიც ახალგაზრდა რეჟისორმა დავით კლდიაშვილის 150 წლის იუბილეს მიუძღვნა.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04