რუსთაველის თეატრი 2013 წლის 12 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა რეჟისორებისათვის
18-04-2013, 19:34

რუსთაველის თეატრი  2013 წლის 12 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა რეჟისორებისათვის.

კონკურსში გამარჯვებულ 4 მონაწილეს საშუალება მიეცემა დადგას სპექტაკლი რუსთაველის თეატრის მცირე ან ექსპერიმენტულ სცენაზე.

 

კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:

12 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით კონკურსანტებმა რუსთაველის თეატრში უნდა წარმოადგინონ საკონკურსო პროექტი _ თანამედროვე დრამატურგია (ქართული და უცხოური)

8 მაისიდან  20 მაისამდე მოხდება პროექტების განხილვა და გასაუბრება.

 

კონკურსის პირობები:

თამამი ექსპერიმენტები

მინიმალური დეკორაცია

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:

  • კონკურსანტის CV
  • პიესა
  • ექსპლიკაცია
  • ესკიზი
  • ბიუჯეტი

 

განაცხადი მიიღება ყოველდღე რუსთაველის თეატრში.

მის. რუსთაველის გამზირი 17

ელ.ფოსტა : info@rustavelitheatre.ge

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა