ქუთაისის თეატრალური ცხოვრება დღეს
25-04-2013, 20:42

ნუცა კობაიძე

 

     ქუთაისი ყოველთვის იყო დაკავშირებული თეატრალურ ცხოვრებასთან, რაც განაპირობა ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულმა თეატრმა. გადანაწილების შემდეგ ქუთაისი მერგო პროექტითთეატრმცოდნეები რეგიონალურ თეატრებში”. ვთვლიდი, რომ მესხიშვილის თეატრი არანაკლები იყო დედაქალაქის თეატრებზე, მისი საამაყო წარსულის გამო. ორი კვირის განმავლობაში რეპერტუარის მიხედვით ცხრა სპექტაკლი უნდა გვენახა, რაც სრულიად საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ გაგვეცნო ქუთაისის დასი თავისი ხელმძღვანელობით. სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზების გამო ცხრა სპექტაკლიდან ვნახეთ მხოლოდ სამი. ხუთი სპექტაკლი არ ჩატარდა, აქედან ერთი ჩვენ ვერ ვნახეთ რადგან აფიშაზე ეწერადასაწყისი 19საათზე, სპექტაკლი კი – 17საათზე დაიწყო და იქ მისულებს დამთავრებული დაგვხვდა წარმოდგენა. პირველი შთაბეჭდილება უკვე აღარ იყო ისეთი სასიამოვნო როგორსაც ველოდი; ამას დაემატა ისიც, რომ შენობაში შესულებს მთელ ფოიეში ანტისანიტარიის სუნი დაგვხვდა, რაც უწყლობის ბრალია, მთელ ქუთაისს წაყალი გრაფიკით მიეწოდება დღის პირველ ნახევარში, მაგრამ უნდა არსებობდეს წყლის მომარაგების საშუალება რაც ამ პრობლემას აღმოფხვრის; ასევე ამ მიზეზის გამო მსახიობებს არ აქვთ ცალკე გამოყოფილი საპირფარეშო, რეალურად არსებობს, მაგრამ დალუქულია უწყლობის გამო. იმედს ვიტოვებ, რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდება, რადგან როგორც ამბობენ ჯერ კიდევ მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები.

 

     თეატრს აქვს კარგი გათბობა საგრიმიოროში, სცენაზე და დარბაზში. არ აქვს კონდიცირება რაც პრობლემას არ წარმოადგენს რადგან შენობა ზაფხულში ძალიან გრილია. რაც მთავარია უნდა აღინიშნოს, რომ აქვთ ახალი აპარატურა რისი მეშვეობითაც ტეხნიკური მხარე მოგვარებულია. თეატრს ასევე აქვს ბუფეტი რომელიც მსახიობებისთვის ფუნქციონირებს.

 

 

 

     ალბათ უსახსრობის გამო ხდება, რომ თეატრის შენობა ეთმობა სხვადასხვა ღონისძიებებს მათ შორის კინოჩვენებებს და სასკოლო წარმოდგენებს რაც ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ რაღა შორს წავიდეთ როდესაც რუსთაველის თეატრის სცენაზე კეთდება შოუცეკვავენ ვარსკვლავებიდა ისეთი მდარე ხარისხის პროექტი როგორიცნიჭიერია”. ასევე ფინანსებს ეხება მაყურებლის თემაც, არ შეიძლება დარბაზი სავსე იყოს პატარა ბავშვებით, როდესაც სცენაზე იდგმება სპექტაკლიდუპლეტი”, რომელსაც საშუალო ასაკის მაყურებელიც კი ვერ იგებს წესიერად, მისი სირთულის, იმ ეპოქის და პრობლემების გამო რაც პიესაში არსებობს. სიცილი ეროტიკულ სცენებზე და სიტყვა სექსზე მართლაც, რომ სასაცილოა და არ გეგონოთ, რომ ეს მხოლოდ ბავშვებისგან მოდის. ყველაზე საინტერესო იყო გაუპატიურების სცენა (სპექტაკლი - “დუპლეტი”), როდესაც ჩაბნელდა დარბაზი მთლიანად და დაინტერესებულმა მაყურებელმა ამოიღო ტელეფონები სცენის გასანათებლად, რომ გაეგოთ რა ხდებოდა სიბნელეში...

 

     კაპელდინერის დანიშნულება საქართველოში მარტო ის არ არის, რომ თეატრში მოსულ საზოგადოებას წარუდგინოს პროგრამა და მიუთითოს სად დაჯდეს, მან ასევე უნდა აკრძალოს დასალევით, საჭმელით, ტკბილეულით შესვლა დარბაზში! (მზესუმზირას და ბატიბუტს მაყურებელი აქტიურად მიირთმევს მთელი სპექტაკლის განმავლობაში...) მინდა აღვნიშნო, რომ თეატრში მომუშავე თითოეული ადამიანის ბრალი არის ეს, როგორ შეიძლება მთავარ შესასვლელ კართან იყიდებოდეს ბატიბუტი? ხალხი აქ არც საცირკო წარმოდგენაზე მოდის და არც ფილმის სანახავად. მე ვერ დავადანაშაულებ ამაში ვერც იმ გამყიდველს, რომელიც პურის ფულს შოულობს და ვერც იმ მაყურებელს, რომელმაც თეატრში მოქცევა არ იცის, აქ უკვე თვითონ თეატრალურ საზოგადოებას ეკისრება პასუხისმგებლობა,  ეს მათ მოეთხოვებათ მაყურებლის აღზრდა.

 

     კრიტიკა ალბათ მარტივია გარეშე პირისთვის, რომელსაც არ ეხება უშუალოდ ის პრობლემები რის წინაშეც მესხიშვილის თეატრი დგას. ძნელია ყველაფერი იდეალურ მდგომარეობაში დაგახვედრონ რეგიონში, როდესაც დედაქალაქშიც კი არ არის ზოგიერთ თეატრში ყველაფერი აწყობილი.

 

     რაც შეეხება რეკლამას და აფიშებს, ქუთაისში ვერ გადააწყდები ვერცერთ ქუჩაზე აფიშას, მხოლოდ მოედანზე შეგიძლიათ იხილოთ თეატრის წინ გამოკრულ ბანერებზე დღეს რა სპექტაკლია, და შემდეგ სალაროში ბილეთის ყიდვის დროს დააზუსტოთ დრო, რადგან შეიძლება სპექტაკლი 17, 18 ან 19 საათზე იყოს დანიშნული, ეს კიდევ ცალკე სერიოზული პრობლემაა რასაც განაპირობებს ის ჯგუფი რომელიც ყიდულობს ბილეთებს, მათ ისიც კი შეუძლიათ დროზე შეგითანხმდნენ როდის ნახონ სპექტაკლი!.. არ შეიძლება ასეთ გრანდიოზულ თეატრს არ ჰქონდეს ნორმალური რეკლამა რადიოში, ტელევიზიაში და რაც მთავარია არ ჰქონდეს ქალაქში 50-აფიშა მაინც სხვადასხვა უბნებში გამოკრული, ნამდვილად არ წაადგება ამგვარი პასიურობა თეატრს. უნდა ითქვას ისიც, რომ ძალიან კარგი პროგრამები იყიდება თეატრში, ვგულისხმობ ხარისხს და დიზაინს, აქედან გამომდინარე მგონია, რომ არც აფიშების დაბეჭდვა იქნება პრობლემა.

 

     სტუდენტობის პერიოდში ქუთაისის მიზნობრივი ჯგუფი უკვე დაკავებული იყ თეატრში, ისინი ცხოვრობდნენ თეატრის ბინაში, მათ ცხოვრებას ანაზღაურებდა მესხიშვილის ხელმძღვანელობა. დღეს ზოგი მსახიობი დადის თბილისიდან სპექტაკლის ჩასატარებლას, ისინი მართალია იღებენ ძალიან მიზერულ თანხას თითო სპექტაკლიდან, მაგრამ ბატონი გიორგი სიხარულიძე აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ გაზარდოს ბიუჯეტი, რაც მან ერთხელ უკვე გააკეთა როდესაც 2006 წელს ის დაინიშნა ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრის მმართველად. მან არა მხოლოდ ბიუჯეტი გაზარდა, სწორედ მისი მეშვეობით შეიქმნა თეატრში მცირე სცენა, რომელიც საკუთარი ხელებით შექმნეს თეატრში მოღვაწე თითოეულმა ადამიანმა, რაც ძალიან დასაფასებელია. ბატონი გიორგის მეშვეობით გაიზარდა ხელფასები, და გაიცა პრემიები მსახიობებზე. გაიხსნა სამი ვარსკვლავი თეატრის წინ: ევა ხუტუნაშვილის, ანზორ ხერხაძის და ერემია სვანაძის. გაკეთდა ლიტერატურული კაფე მესხიშვილის თეატრში, სადაც იმართებოდა შემოქმედებითი საღამოები. რემონტის გამო კაფე დახურულია და ვიმედოვნებ რომ აღდგება. გადაიღეს ფილმი სპექტაკლზებამბაზიის სამოთხე”, თავისუფალი თეატრის, კერძოდ კი ავთანდილ ვარსიმაშვილის დახმარებით. იდგმება საინტერესო სპექტაკლები, რომლებიც შემდეგ საქართველოს მაშტაბით გადის გასტროლზე.

 

     მინდა დიდი წარმატება ვუსურვო ქუთაისის თეატრს და იმ პატარ-პატარა პრობლემების მოგვარება, რომლებიც ყველა თეატრში არსებობს ან არსებობდა  თავის დროზე და რომლებიც აუცილებლად გამოსასწორებელია.

 

                                                         

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა