"დაინახე, რაც გესმის..."
23-05-2013, 21:28

რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, 23 მაისს, საზოგადოებრივი რადიოსა და რადიო თეატრის 60 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.

 

ქართულ სათეატრო სივრცეში ერთადერთი რადიო თეატრი განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს პროფესიონალთა და მსმენელთა მხრიდან. უდავოა, რომ რადიოთეატრს, როგორც დამოუკიდებელ ჟანრს, აქვს საკუთარი, სპეციფიკური გამომსახველობითი საშუალებები, რომლებიც წარმოსახვის გააქტიურებასა და  ამ გზით რადიოდადგმის შემოქმედების პროცესში მსმენელის თანამონაწილეობას აღწევს.  

 

ქართულ რადიოთეატრს აქვს უნიკალური არქივი, რომელშიც დაცულია ცნობილი ქართველი მსახიობების, პირველი რადიო დადგმების მონაწილეების ჩანაწერები. ისინი არიან: ვერიკო ანჯაფარიძე, სესილია თაყაიშვილი, სერგო ზაქარიაძე, ვასო გოძიაშვილი, ეროსი მანჯგალაძე, ვის სახელსაც ატარებს რადიოთეატრის სტუდია, და სხვები.

რადიოთეატრს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებზე.

 

23 მაისს, საიუბილეო საღამოზე მოწვეული სტუმრები, რადიოპიესების ავტორები, მსახიობები აღნიშნავდნენ ზურაბ კანდელაკის, რადიოთეატრის მთავარი რეჟისორის, განსაკუთრებულ როლს რადიოთეატრის დღევანდელი სახის შექმნაში.  ჩვენი ვებ-ჟურნალი ულოცავს რადიოთეატრს, მის მთელ შემოქმედებით ჯგუფს  და ერთგულ მსმენელს ამ  საიუბილეო თარიღს!  

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა