1 ივნისს თბილისში თოჯინებისა და საბავშვო სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება.
თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის ინიციატივითა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით წელს თბილისში აღსდგა თოჯინებისა და საბავშვო სპექტაკლების საერთაშორისო ფესტივალი, რომელიც ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდება.
ფესტივალში ამ ეტაპზე საქართველოს თოჯინების თეატრების დასებთან ერთად მონაწილეობას მიიღებს სტამბულის ცნობილი დასი „ხის ჩარჩოს თეატრი“ სპექტაკლით „შავი კაბარე“, რომელიც წარმოდგენილი იქნება მარჯანიშვილის თეატრში 1 ივნისს 18 საათზე და ერევნის სახელმწიფო თოჯინების თეატრი სპექტაკლით „აკ-აკ“ ნ. გოგოლის „შინელის“ მიხედვით. სპექტაკლი წარმოდგენილი იქნება მოზარდ მაყურებელთა თეატრში 20 საათზე.
პროექტის პარტნიორები არიან მარჯანიშვილის თეატრი და თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი.
სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია.
წარმოდგენილი იქნება:
ოვანეს თუმანიანის სახელობის
სომხეთის თოჯინების სახელმწიფო თეატრი
ბევრ სხვა კულტურულ და ისტორიულ ღირებულებებათა შორის სომხეთში არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი თოჯინების თეატრი, რომელიც პოპულარულია არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ უფროსი თაობის მაყურებელშიც.
თეატრი დაარსდა 1935 წელს, ამ პერიოდის მანძილზე თეატრმა დაახლოებით 300-მდე ახალი სპექტაკლი შესთავაზა თავის ერთგულ მაყურებელს, რომელსაც 1975 წლიდან აქვს საკუტარი შენობა ერევნის ცენტრში, სააიათნოვას ქუჩაზე. თეატრს აქვს დიდი და მცირე დარბაზები.
1998 წლიდან თეატრს ხელმძღვანელობს სომხეთის ხელოვნების დამსახურებული არტისტი, პროფესორი რუბენ ბაბაიანი, რომელმაც დადგა მრავალი სპექტაკლი ბავშვებისა და მოზარდებისთვის.
თუმანიანის თოჯინების თეატრის ბევრ სპექტაკლს წილად ხვდა დიდი წარმატება და მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე რუსეთში, უკრაინაში, საქართველოში, ინდოეთში, იემენში, სირიაში, ირანში, ყაზახეთში, აშშ-ში, ბულგარეთში, ჩეხეთში, უნგრეთში, სერბეთში, კოსტარიკაში, მოლდოვაში... სპექტაკლი „აკ-აკ“ მონაწილეობდა პრაღის, სანკტ-პეტერბურგის, პერმისა და პლოვდივის საერთაშორისო თოჯინური თეატრების ფესტივალში.
თეატრის რეპერტუარი მდიდარია ცნობილი მწერლების ნაწარმოებებით, როგორიცაა ა. პუშკინი, ვ. შექსპირი, ჯ. სვიფტი, ჰ.ქ.ანდერსენი, ო.თუმანიანი, მ. ტვენი, მ. სერვანტესი, ა. ჩეხოვი, ძმები გრიმები, ლ. კეროლი, გ.გ.მარკესი, ნ. გოგოლი და სხვა.
თეატრში ფუნქციონირებს თოჯინების მუზეუმი. არის თოჯინური თეატრების საერთაშორისო ორგანიზაციის UNIMA-ს წევრი.
თეატრის სპექტაკლები თავისი გამოხატვის ფორმებით, განსხვავებული თოჯინებითა და სხვა მრავალი ელემენტით შესამჩნევად განსხვავდება დრამატული თეატრისაგან.
„აკ-აკ“
ნიკოლაი გოგოლის „შინელის“ მიხედვით
რეჟისორი: რუბენ ბაბაიანი
დიზაინერი და თოჯინების ავტორი: კ.ეღაზარიანი
მუსიკა: ე. ჰარაპეტიანი, გ. ყანჩელი, ს. გრაპელი, გ. ბრეგოვიჩი, ფ. კრეისლერი.
აუდიო მიქსერი: სურენ სარქისიანი
მხატვრული განათება: არამ აღაიანი
მონაწილეოებენ: აღასი მელკონიანი, ნურად ნადირიანი, ლუსინე ხაჩატურიანი, კარენ ხაჩატურიანი, ზარუჰი ანტონიანი, ანა პეტროსიანი.
პრემიერა შედგა 2007 წლის 31 ივლისს ერევანში
სპექტაკლის ხანგრძლივობა - 60 წთ
“აკ-აკ”
რა ემართება ადამიანს, როდესაც ის კარგავს თავის შინელს. ის მიდის გიჟურ - აბსურდულობამდე, რომელიც გოგოლმა გადააქცია ტრაგიკულ ამბად გაჯერებული ირონიული სერიოზულობით. ჩვენი თანამედროვე ცხოვრების ნიჰილისტური იმპულსების კომპლექსი გამძაფრებულია „პატარა“ ადამიანის ისტორიაში, ისეთივე „პატარაში“ როგორც ნებისმიერი ჩვენთაგანი.
ამ კონცეპტუალურ, ექსპერიმენტულ სპექტაკლში (სადაც გამოყენებულია მარიონეტები, ბუნდოვანი თხრობა, ღრიალი, გრიგალი და უპირატესად შეძახილები) ეძებენ თითოეული ადამიანის შინელს და ეს პროცესი მიმდინარეობს მასხარაობისა და ირონიის ფორმაში.
სპექტაკლი ეფუძნება რუსი მწერლის ნიკოლაი გოგოლის ნაწარმოებს. ეს არის ისტორია კაცის, რომელსაც მოპარეს შინელი. ნაწარმოების კულმინაცია გადადის მთავარი გმირის სიგიჟესა და სიკვდილში.
თუმანიანის სახელობის ერევნის სახელმწიფო თოჯინების თეატრი
საკონტაქტო პირი: ლიანა არესტაკიანი
Tel: +37455430891 +37410520254
E-MAIL: rubentheatr@yahoo.com
სომხეთი, ერევანი სააიათნოვას ქუჩა 4
Yerevan State Puppet Theatre after Hovhanees Toumanian
Among many cultural and historical values in Armenia this is the biggest puppet theatre, which is familiar to childhood and to every Armenian citizen, and is well known in many countries.
This theatre was founded in 1935 and has about 70 years history. It has offered about 300 plays of it’s audience.
Theatre has changed it’s place several times. Beginning from 1975 it has it’s own building in the centre of Yerevan, on Sayat-Nova street. It has two halls; big and small (for 350 and 100 seets).
From 1998 theatre is directed by Honoured artist of art, professor Ruben Babayan, who has performed many plays and fairytales for children and for eldest audience.
Many performances of Toumanian Puppet Theatre have great success and have won many prices in various international festivals in Russia, Ukraine, Georgia, India, Yemen, Syria, Iran, Kazakhstan, USA, Bulgaria, Czech Republic, Hungary, Serbia, Costa-Rica, Moldova etc., “AK_AK” performance has participated in Prague’s, Sain-Petersburg’s, Perm’s and Plovdiv’s International Puppet Theatres festivals.
Theatre repertoire is rich of famous writer’s works, such as A.S. Pushkin, W. Shakespeare, J. Swift, H. C. Anderson, H. Toumanian, M. Twain, Servantes, A. Chekhov, Brother Grimm, L. Carroll, G.G. Marquez, N. Gogol etc.
Theatre has also a rich museum of Armenian Puppet Art.
Theatre is a member of UNIMA.
The performances of the theatre markedly differ with it’s significant ways of expression, different puppets and many other elements of dramatic theatre.
“Ak-Ak”
NIKOLAY GOGOL
by “Shinel” story
Director: R. Babayan
Designer and puppet: K. Eghiazaryan
Music by Eduard Hayrapetyan, Giya Kancheli, Stefane Grapelli, Goran Bregovic, Fritz Kreisler
Audio Mixer: Suren Sargsyan
Light Tecnician: Aram Aghajanyan
Duration – 60min.
The first performance was taken place 31 July 2007 in Yerevan
“Ak. Ak”
What happens to the man, when he loses his greatcoat? He goes mad-absurdity, which Gogol turns into a tragic story with an ironical seriousness. It seems, that the complex of nihilistic pulses of our modern life is condensed in the story about the “little” man, who is as “little” as any of us.
In this conceptually experimental performance (marionettes, plastic solutions, vague speech, wails, squalls and interjections predominantly) looks for the “greatcoat” of everyone through irony and buffoonery.
The performance is based on the work of Russian writer N.Gogol. It is a story about a man, who had his greatcoat stolen. The story culminates in the madness and death of the main character.
Yerevan State Puppet Theatre after Hovhannes Toumanian
Contact Person: Liana Arestakyan
Tel: +37455430891 +37410520254
E-MAIL: rubentheatr@yahoo.com
Address: 4, Sayat-Nova
სტამბულის ხის ჩარჩოს თოჯინების თეატრი
ხის ჩარჩოს თოჯინების თეატრი დაარსდა 2001 წელს, რათა წარმოედგინა ხელოვნება მიმდინარეობათა ხაზებს შორის. არა რეალისტური, არა სიმბოლისტური ან სიურეალისტური. ყველა მიმართულება თავმოყრილია ერთ ობიექტში, რათა რეალობიდან მიაღწიოს ილუზიას და ილუზიიდან რეალობას. თეატრის დამაარსებლები არიან ჩაღრი ილმაზი და ემრე ტანდოგანი. ისნი მუშაობდნენ რამოდენიმე თეატრსა და მუსიკალურ პროექტში, როგორც შემსრულებლები, რეჟისორები, მეთოჯინეები თურქეთსა და მის ფარგლებს გარეთ. ამავდროულად მუშაობდნენ როგორც თოჯინების შემქმნელნი და რეჟისორები სახელმწიფო თეატრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დირექტორები. აწყობდნენ ვორქშოპებს სხვადასხვა საკითხებზე. ისინი კვლავაც განაგრძობენ მუშაობას სტამბულში. ხის ჩარჩოს თოჯინების თეატრი 2006 წლის იანვრიდან არის UNIMA-ს წევრი. ემრე ტანდოგანი არის UNIMA სტამბულის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
თეატრს მონაწილეობა აქვს მიღებული უამრავ საერთაშორისო თოჯინურ ფესტივალში - სტამბულში, ტრაპზონში, ანკარაში, სერბეთში, ჩინეთში, საფრანგეთში, პაკისტანში, იერუსალიმში და პრაღაში.
„შავი კაბარე“
ჯგუფური შედევრი
რეჟისორი: ემრე ტანდოგანი
თოჯინების დიზაინი და კონსტრუქცია: ჩაგრი ილმაზი
განათება: ენრიკო ზობერი
მეთოჯინეები: ემრე ტანდოგანი, ჩაგრი ილმაზი, ფატიმა ინანი.
პრემიერა შედგა 2006 წელს სტამბულში
სპექტაკლის ხანგრძლივობა 50 წუთი
ხის ჩარჩოს თოჯინების თეატრის ამ კაბარე შოუში მეთოჯინეობის აბსოლუტურად სხვაგვარი ტექნიკაა გამოყენებული მაყურებლის გასართობად. სპექტაკლი არის უსიტყვო, და თითქმის ყოველგვარი სასცენო ხელსაქწყოების, დეკორაციების გარეშე. ბნელი განათება, მაგიდა, ჩრდილების თოჯინები და ასევე დიდი თოჯინების თამაშის ბუნრაკული სტილი ქმნის თანმიმდევრულ კომპოზიციას.
ხის ჩარჩოს თოჯინების თეატრი
საკონტაქტო პირი: ჩაღრი ილმაზი
ოფისი: +90 212 252 88 35 მობ: +90 543 837 0934
ელ-ფოსტა: bucagri@gmail.com
თურქეთი, სტამბული, ჩუკურლუცესმეს 12/3
AHSAP CERCEVE PUPPET THEATRE
Ahsap Cerceve Puppet Theater is found in 2001, in order to perform the art between the lines; not realist, nor symbolist or surrealist. All trends meeting in one object to reach the illusion from reality and the reality from the illusion...Founders: Cagri Yilmaz and Emre Tandogan has worked in several theatre and music projects as performers, directors and puppeteers in Turkiye and abroad. Since 2001, the company is participating in festivals in Turkey and abroad.
In addition to their career in Ahsap Cerceve Puppet Theatre, Cagri Yılmaz and Emre Tandogan have been working as puppet builders and leaders for State Theatre and non-govermental organizations and organizing workhops on different issues. They have still been working in Istanbul. Ahsap Cerceve Puppet Theatre is a member of UNIMA since January 2006. Emre Tandogan is one of the founders of UNIMA Istanbul.
“BLACK CABARET”
Director: Emre Tandogan
Puppet Design and Construction: Cagri Yilmaz
Light Design: Enrico Zeber
Puppeteers: Emre Tandogan, Cagri Yilmaz, Fatma İnan
The show lasts in 50 minutes.
In this cabaret show of Ahsap Cerceve Puppet Theatre, different techniques of puppetry come together to entertain the audience. The performance is without words, and almost without stage equipment. Black-light, table-top, shadpw puppets as well as bunraku style performing big puppets composes the sequences.
AHSAP CERCEVE PUPPET THEATRE
Contact Person: Ms. Çağrı Yılmaz
Office: +90 212 252 88 35 Mobile: +90 543 837 0934
E-mail: bucagri@gmail.com
Address: Katip Mustafa Çelebi Mah. Çukurluçesme Sok. No:12/3 Beyoğlu İstanbul / Turkey
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04