ფესტივალი "საჩუქარი" განწყობით GIFT IS BACK!
2-09-2013, 12:37

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ისევ ელის თავის ერთგულ მაყურებელს. "საჩუქარი" 13-27 ოქტომბერს გაიმართება და წარმოდგენილი პროგრამით ორ  კვირიან სახალხო ზეიმს გვპირდება. პროგრამის ფარგლებში მაყურებელი ნახავს  პიტერ ბრუკის, ირინა ბრუკის, დიმიტრი კრიმოვის, საშა ვალცის და სხვათა ნაწარმოებებს.

  

ტრადიციისამებრ, ფესტივალის გახსნის დღეს,   მიხეილ თუმანიშვილის სახელობის პრიზი გადაეცემათ ქართველ და უცხოელ ხელოვანებს.  წელს მხატვარ გია ჯაფარიძის მიერ დამზადებული რეჟისორის ქანდაკებები გადაეცემათ: რეჟისორ დიმიტრი კრიმოვს, მსახიობებს: ზურაბ ყიფშიძესა და ნინელი ჭანკვეტაძეს, მზია არაბულს და მხატვარ თეიმურაზ მურვანიძეს 

 

ფესტივალის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის ვებგვერდზე

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა