წლევანდელი შემოდგომა განსაკუთრებით დატვირთული და ბარაქიანი თეატრალებისთვის აღმოჩნდა. თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის შთაბეჭდილებები ჯერ კიდევ კარგად გაანალიზებულ-აღქმული არც იყო, რომ რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ ფესტივალი ”საჩუქარი” დაიწყო. ამ ყველაფერს კი დაემთხვა წლის ყველაზე მნიშვნელოვანი თეატრალური დაჯილდოების ცერემონიალი. თეატრალური პრემია ”დურუჯი” საქველმოქ¬მედო ფონდ ”ცისკრისა“ და კომპანია ”რედიქსის ინიციატივით უკვე მეხუთედ გაიმართა. კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმმა უმნასპინძლა დაჯილდოების ცერემონიალს, შემოდგომის ყვარელი განსაკუთრებულ ინტიმსა და სილამაზეს სძენდა გარემოს. ღონისძიებას უძღვებოდნენ კომპანია რედიქსის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი მზია შარაშიძე და თეატრმცოდნე ნიკა წულუკიძე, რომელიც ამავე დროს ჟიურის ერთ-ერთი წევრი გახლდათ. ჟიურის წევრთა ვინაობა ცერემონიალის დაწყებამდეგასაიდუმლოებული იყო, ისევე როგორც საბოლოოდ გამარჯვებულთა სახელები. წლევანდელი ჟიური სამი თაეტრმცოდნის (გია ცქიტიშვილი, ლაშა ჩხარტიშვილი, ნიკა წულუკიძე), ერთი ხელოვნებათმცოდნისა(თამარ ბოკუჩავა) და ერთი დრამატურგისაგან(ნესტან(ნენე) კვინიკაძე) შედგებოდა. საინტერესო და არაერგვაროვანი იყო ნომინანტთა სია, ნომინაციები კი უცვლელი.
ნომინაციაზე საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი წარდგენილინი იყვნენ:
ლევან წულაძე სპექტაკლით ”როგორც გენებოთ”, კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრი.
დავით დოიაშვილი-”(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი”, თბილისის ვ. აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის სახელმწიფო თეატრი.
გიორგი თავაძე -”კინკასის უცნაური გარდაცვალება”, კ. გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი.
საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაზე წელს განიხილებოდნენ
ანი ალადაშვილი(თამარ ბართაიას პიესა”სათამაშო პისტოლეტი”, რეჟ.გ.შალუტაშვილი)
ანაალექსიშვილი (”შუაზაფხულისღამისსიზმარი”, რეჟ. დ. დოიაშვილი)
მარინა სოლომონია (”კინკასის უცნაური გარდაცვალება” რეჟ.გ. თავაძე)
მამაკაცისსაუკეთესოდშესრულებულიროლისათვის წარდგენილნი იყვნენ:
აჩიკო სოლოღაშვილი (”შუა ზაფხულის ღამის სიზმარი”)
ბაჩო ჩაჩიბაია (”კარმენი”) პროსპერ მერიმე რეჟ.კ ფურცელაძე
ჯანო იზორია (”Agnus Dei“) რეჟ. დ. ჩხარტიშვილი
სეზონის განმავლობაში დადგმული საუკეთესო თანამედროვე ქართული პიესის ავტორთა ნომინაციაში განიხილებოდნენ:
თამარ ბართაია პიესით ”სათამაშო პისტოლეტი”,
გულნარა წიკლაური-”აღსარება”
დავით გაბუნია-”საპნის ოპუსი”
ჯილდო გაიცა ასევე საუკეთესო სცენოგრაფიისათვის. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ კი დააჯილდოვა საუკეთესო ახალგაზრდული სარეჟისორო ნამუშევარი სპეციალური პრიზით ათიათასი ლარით, რომელიც მომდევნო სეზონზე ახალი სპექტაკლის შექმნას უნდა მოხმარდეს.
ნებისმიერი ტიპის კონკურსი, ცხადია, იწვევს აზრთა გარკვეულ სხვადასხვაობას, რადგან ის რაზედაც ვერაფრით შეთანხმდა კაცობრიობა, კვლავაც კამათს მიღმა დარჩენილი გემოვნებაა. ყველაზე ობიექტური ჟიურიც კი ვერ იქნება ყველასათვის ერთნაირად მოსაწონი და თუ გნებავთ სარწმუნო. ალბათ სწორედ ამიტომაც ჟიურის წევრები განსაკუთრებით ღელავდნენ ცერემონიალის მსვლელობისას.
ულამაზესი კლასიკური მუსიკის აკომპანიმენტით, შემოდგომის ნიავისა და ჰაერში მოფრიალე პარტიტურის ფონზე დაიწყო დაჯილდოების ცერემონიალი და რჩეულთა შორის რჩეულების გამოვლენა. საუკეთესო მამაკაცის როლის შემსრულებელი ბატონმა ჯემალ ღაღანიძემ წარადგინა, ამ ტიტულით წელს მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობი აჩიკო სოლოღაშვილი დააჯილდოვეს. ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის წოდებაც მუსიკისა და დრამის თეატრის მსახიობს-ანა ალექსიძეს ხვდა წილად.
საუკეთესო დრამატურგად დავით გაბუნია დასახელდა, მისი “საპნის ოპუსი” უკვე მეორედ დაიდგა. პირველად რუსთაველის თეატრში რეჟისორ მაკა ნაცვლიშვილის მიერ, მეორედ კი ფოთის თეატრში ეს პიესა მიხეილ ჩარკვიანმა დადგა. ახალგაზრდა დრამატურგმა განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა, ბოლო პერიოდში, გამორჩეულ შემოქმედებით ლაბორატორიად ქცეული სამეფო უბნის თეატრისა და ნიკა და დათა თავაძეებისადმი.
საუკეთესო სცენოგრაფის ნომინაცია ანკა კალატოზიშვილს ერგო, გიორგი თავაძის სპექტაკლისთვის "მაგიის საოცრებანი."
საუკეთესო ახალგაზრდა რეჟისორად მიხეილ ჩარკვიანი სპექტაკლით "კატცელმახერი" დასახელდა და მას კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს საგანგებო პრიზი გადაეცა.
ცერემონიის დასასრულს კი დაასახელეს საუკეთესო რეჟისორული ნამუშევარი. როგორც აღმოჩნდა წელს თეატრის ღმერთები განსაკუთრებით სწყალობდნენ მუსიკისა და დრამის თეატრს. ”შუა ზაფხულის ღამის სიზმარი” წლის საუკეთესო სპექტაკლად დასახელდა და შესაბამისად ”დურუჯის” პრემია დავით დოიაშვილს გადასცეს.
თეატრალურ პრემია "დურუჯზე" წარდგენილი იყო 34 განაცხადი. 5 წევრისგან შემდგარი ჟიური ნომინირებულ სპექტაკლებს 2 თვის განმავლობაში აფასებდა.
ალბათ, თეატრალურ სამყაროში კიდევ ბევრს ისაუბრებენ წლევანდელი დაჯილდოების შესახებ, იქნება აზრთა სხვადასხვაობაც, მთავარი და მნიშვნელოვანი კი, რაზედაც ყველა თეატრალი თუ უბრალოდ თეატრის მოყვარული ვთანხმდებით არის ის, რომ მსგავსი ტიპის ინიციატივები მხოლოდ ხელს უწყობს და სტიმულს აძლევს სათეატრო პროცესების განვითარებას, რაც უდაოდ მისასალმებელია.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04