აფიშა

სპექტაკლი:  ახმეტელის თეატრის აფიშა

რეჟისორი:  

თარიღი:  

დრო:  

სცენა:  

ბილეთის ფასი:  

 

ახმეტელის თეატრის აფიშა

 

 

 

 

                                                                        

სანდრო ახმეტელის სახელობის

თბილისის მუნიციპალურ დრამატულ თეატრში

 

პ  რ  ე  ს  რ  ე  ლ  ი  ზ  ი

 

30  ნოემბერს, 1, 7 დეკემბერს, 19:00 საათზე, სანდრო ახმეტელის სახელობის თბილისის მუნიციპალურ დრამატულ თეატრში პრემიერაა.  თანამედროვე პოლონელი დრამატურგის - სლავომირ მროჟეკის პიესა - „პოლიცია”   ქართველ მსახიობებთან ერთად განახორიციელა პოლონელმა რეჟისორმა დარიუშ ეზერსკიმ.

 

დარიუშ ეზერსკი საქართველოში ახმეტელის თეატრის მოწვევით იმყოფება.  ის  წარმატებული რეჟისორია, დადგმული აქვს 40-ზე მეტი სპექტაკლი, როგორც პოლონეთში, ასევე ევროპის  სხვადასხვა ქვეყანაში, მისი ინტერესის სფეროა ექსპერიმენტები და ახალი თეატრალური ფორმის ძიება.

„ პოლიცია“ სლავომირ მროჟეკის ერთ ერთი ყველაზე ცნობილი პიესაა, პოლიტიკურმა სატირამ გამოქვეყნებისთანავე დიდი გავლენა მოახდინა 60 -იანი წლების სოციალისტური პოლონეთის საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმირებაზე. სცენები ჟანდარმერიის ცხოვრებიდან დღესაც აქტუალურ თემებს ეხმაურება და პოპულარობას არ კარგავს ევროპის მრავალი ქვეყნის თეატრის სცენაზე.

 

ქვეყანაში ყველაზე ძველი, ყველაზე ცნობილი პოლიტიკური პატიმარი დაპატიმრებიდან ათი წლის შემდეგ გადაწყვეტს ხელი მოაწეროს დეკლარაციას და აღიაროს ჩადენილი დანაშაული.  „ახლა როცა მზად ვარ, ხელი მოვაწერო დეკლარაციას, რათა განვთავისუფლდე პატიმრობისაგან და საზოგადოების საპატიო წევრი  გავხდე, თქვენ ეს გიკვირთ და მეკითხებით რატომ უნდა მოვაწერო? „

თარგმანი-ჯემალ ჭელიძე

სპექტაკლის რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელი- დარიუშ  ეზერსკი

მონაწილეობენ: ნუგზარ ყურაშვილი,  აკაკი ხიდაშელი, კახა ჯოხაძე, გიორგი ჭუმბურიძე, თათია თათარაშვილი

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ: (+995) 32 2 655 437

(+995) 577 565 918

theatreakhmeteli@gmail.com Facebook.com /akhmeteli theatre- ახმეტელის თეატრი

 

 

 

 

 

 

                     

              დარიუშ ეზერსკი
 

დარიუშ ეზერსკი – თეატრის რეჟისორი, დრამატურგი, თეატრების „New Art Theatre” და „Pro Form” დამაარსებელი.მსახიობთან მუშაობის რამდენიმე საავტორო სათეატრო მეთოდოლოგიის ავტორი. დაიბადა 1967 წელს ქალაქ გლივიცაში. მოღვაწეობა დაიწყო თეატრ “X” – ის სცენაზე. ოცწლიანი გამოცდილების მანძილზე დადგმული აქვს 40 ზე მეტი სპექტაკლი, როგორც პოლონეთში ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. მისი ინტერესის სფეროა ექსპერიმენტები და ახალი სათეატრო ფორმის ძიება. დარიუშ ეზერსკის სპექტაკლი „შეშლილი ძაღლი“ – შესულია ყველა დროის  10 საუკეთესო პოლონურ მონოდრამას შორის.

ევროპის სათეატრო სივრცეში პოპულარობით სარგებლობს დარიუშ ეზერსკის მიერ შექმნილი „მსახიობის ხმაზე მუშაობის სისტემა“  – მეთოდი აგებულია ხმისა და მოძრაობის სინქრონიზაციაზე.  მისი მოწაფეები წარმატებით მოღვაწეობენ პოლონურ თეატრში . სხვადასხვა წლებში ის  რომისა და ათენის თეატრალურ აკადემიებთან თანამშრომლობდა. არაერთგზის ხელმძღვანელობდა საერთაშორისო თეატრალური  ფესტივალების ჟიურის. მისი თეორიული ნაშრომები იბეჭდება პოლონურ და რუსულ სამეცნიერო გამოცემებში.

     გამორჩეული სპექტაკლები :

  1. ბარბარა ოგარი – „ ჩემი დღე“
  2. სლავომირ  მროჟეკი – „სერენადა“
  3. ეჟენ იონესკო – „მელოტი მომღერალი ქალი“
  4. სტანისლავ  ვიტკევიჩი – „ერთ პატარა საკარმიდამოში“
  5. პაველ იურეკი – „ ქიმერა“
  6. ოლგიერგ კაიაკი – „ყალიბი“
  7. ანა ბურზინსკა – „ თვითმკვლელობები ხშირად კვირას ხდება“
  8. ოლგიერგ კაიაკი – „გაჩერება“
  9. აგნეშკა ოსიესკა – „ თავად სურდა...“
  10. ჯონ აშბერი – „გმირი“
  11. გაბრიელა ზაპოლსკა – „პანი დულსკაიას მორალი“
  12. საავტორო პროექტი – „ სული დაფებზე“
  13. ვიაჩესლავ  პოლაცკი – „ ჟოჟო –კოალიცია“
  14. იოანა შეზეპკოვსკა – „შიშველი ქალი“
  15. ვოიჩეხ ტოჩმანი – „შეშლილი ძაღლი“
  16. დიანა ბალიკო – „ თეთრი ანგელოზი შავი ფრთებით“
  17. ადამ სროკა  – „ჩექმის საფენის ქვეშ“
  18. სლავომირ შუტი – „ ავარია“
  19. ლეშეკ ნოვარა – „აბრეშუმის პარკი“
  20. საავტორო პროექტი – „ საიდუმლოებები ძველი სკივრიდან“
  21. ჰორსტ ბიენეკი – „პირველი პოლონელი“
  22. საავტორო პროექტი – „ახალი ხელოვნების პასტორალი

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა