აფიშა

სპექტაკლი:  ილიაუნის თეატრის აფიშა

რეჟისორი:  

თარიღი:  

დრო:  

სცენა:  

ბილეთის ფასი:  

„ლიფტი“ - წინასაპრემიერო ჩვენება

 

ოთხშაბათს, 4 დეკემბერს,  20 საათზე, ილიაუნის თეატრში შედგება თანამედროვე აზერბაიჯანელი ავტორების ისმაილ იმანოვისა და ნათელა ოსმანლის პიესის „ლიფტი“ წინასაპრემიერო ჩვენება.

                                                         

ილიაუნის თეატრი, სადაც ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, იანვარში  გაიხსნება. სამუშაოების მიუხედავად, თეატრი 5 პრემიერას ამზადებს, რომელთა წინასაპრემიერო ჩვენებები დეკემბრის განმავლობაში შედგება, ხოლო პრემიერები უკვე თეატრის გახნის შემდეგ, 2014 წლის ზამთარში გაიმართება. სწორედ ამ პრემიერათაგან ერთ–ერთი გახლავთ „ლიფტიც.“

 

სპექტაკლში „ლიფტი“ იუმორითაა გადმოცემული თანამედროვე ევროპული თეატრისათვის აქტუალური გენდერული ბალანსის პრობლემა. მიუხედავად პერსონაჟების პროგრესული აზროვნებისა, ისინი მაინც ჩაკეტილ სივრცეში ცხოვრობენ და იძულებულნი არიან ანგარიში გაუწიონ საზოგადოების სტერეოტიპულ აზროვნებას. „ლიფტი“ ასევე გამოირჩევა სიუჟეტური ხაზის ძალზედ უცნაური სტრუქტურითა და განვითარებით.

 

„ლიფტი“ ქართულ სცენაზე არასდროს დადგმულა, თუმცა 2012 წლის დეკემბერში, საერთაშორისო კონფერენციის „პოსტსაბჭოთა დრამატურგია - აქცენტები ცენზურის გარეშე დარჩენილ სივრცეში“ დროს, ილიაუნის თეატრმა გამართა პიესის თეატრალიზებული კითხვა, რომელსაც ავტორებიც ესწრებოდნენ. პიესამ მაყურებელთა განსაკუთრებყლი ინტერესი დაიმსახურა, სწორედ მაშინ დაიბადა მისი დადგმის იდეაც.

 

სპექტაკლის „ლიფტი“ დადგმა განხორციელდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრისა და ილიაუნის თეატრის მიერ თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური მხარდაჭერით.

 

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორები არიან ილიაუნის მაგისტრანტი გოჩა ხვიჩია და დოქტორანტი ირაკლი გოგია, მხატვარია მარიკა კვაჭაძე. სპექტაკლში ორი ახალგაზრდა მსახიობი ანა ზამბახიძე და ანდრია ვაჭრიძე მონაწილეობს.  

 

 

ავტორების შესახებ:

ისმაილ იმანოვი - დრამატურგი, მისი პუბლიკაციებია: ალმანახი "ბაქო შემოგარენში" (ბაქო, 2009, "ალი და ნინო" გამომცემლობა), კომპილაცია "ათას ორი ღამე" (მოსკოვი, 2010, "AST" გამომცემლობა), მონაწილეობდა ახალგაზრდული თეატრალური ფორუმში (მოსკოვი , 2012). 2012 წელს ცალკე წიგნად გამოიცა - მოთხრობების და ნოველების კრებული, სახელწოდებით "Buzovna". ავტორია კინოსცენარებისა: მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის "Por UNA Cabeza" (2012), დოკუმენტური ფილმისთვის "BP: 20 წელი აზერბაიჯანში" (2012), პროექტის ავტორია "Khojaly. 20 წელი. 10 ისტორია, რომელიც შეიძლება იყოს ჭეშმარიტი "(2012) გამოქვეყნდა რუსულ, ინგლისურ და თურქულ ენებზე. თანამშრომლობს ონლაინ გამოცემებთან, ჟურნალებთან. აქვს საკუთარი ბლოგი ჟურნალში  "ბუტიკი-ბაქო".  ახალგაზრდული თეატრალური ფორუმის მონაწილე (კიშინიოვი, მოლდოვა, 2012).

ნათელა ოსმანლი - მწერალი და დრამატურგი, მარკეტინგის მენეჯერი, გამოქვეყნებული ნაწარმოებები: „ქალების თვალსაწიერი“ (2004), "Proza.ru miscellanea" MBIF, მოსკოვი; 2009 "ბაქოში და გარეუბნებში", ალი და ნინო, ბაქო; 2010 და სხვა.

 

 

ილიაუნისთეატრიშესახებ:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი 2010 წელს დაარსდა. ეს არის პირველი პროფესიული თეატრი საგანმანათლებლო სივრცეში, სადაც სპექტაკლებს ქმნიან როგორც გამოცდილი რეჟისორები მოწვეულ პროფესიონალ მსახიობებთან ერთად, ასევე ახალბედა ხელოვანებიც, რომლებიც მხოლოდ ახლა ეუფლებიან ამ ურთულეს პროფესიას.

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა