უკვე მეორე წელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი ყოველი წლის ბოლოს ქართული თეატრის განვლილი ერთი წლის სტატისტიკური კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევა ეფუძნება რაოდენობრივ მაჩვენებლებს და ის არ გამოხატავს მხატვრულ ხარისხსა და თვისობრიობას. წლევანდელ კვლევაში საქართველოს 37 თეატრის მონაცემებია წარმოდგენილი. მათ შორის, დედაქალაქის - 13 თეატრი, რეგიონის - 18 თეატრი და კერძო (დამოუკიდებელი) - 6 თეატრი.
201 3 წელს საქართველოს 37 თეატრში დაიდგა 160 სპექტაკლი. ამათგან:
დედაქალაქის თეატრებში - 74
თბილისის დამოუკიდებელ თეატრებში - 12
რეგიონულ თეატრებში - 74.
პრემიერებით რაოდენობით გამორჩეული თეატრების ხუთეული თბილისში ასე გამოიყურება: მოზარდ მაყურებელთა თეატრი 23, მარჯანიშვილის თეატრი 19, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი 9, მუსიკისა და დრამის თეატრი 5.
რეგიონული თეატრებიდან კი პირველ ადგილს ერთდროულად ინაწილებენ თელავისა და მესხეთის თეატრები 7-7 პრემიერით. მათ თანაბარი 5 პრემიერით მოსდესვ ქუთაისის, ფოთისა და რუსთავის თეატრები.
2013 წელს საქართველოს 37 თეატრში დაიდგა:
48 თანამედროვე ქართველი ავტორის პიესა
91 უცხოელი ავტორის პიესა
91 პიესა კლასიკური დრამატურგიიდან. მათ შორის, 20 ქართული კლასიკიდან, ხოლო 71 უცხოური კლასიკიდან.
ყველაზე ხშირად, 4-ჯერ საქართველოს სხვადსხვა თეატრმა მიმართა დათო ტურაშვილის დრამატურგიას. 2013 წელს ყველაზე მეტჯერ (4-ჯერ) დათო ტურაშვილის პიესები დაიდგა:
მატარებელი - ცხინვალის თეატრი
დოდოს მოლოდინი - მარჯანიშვილის სხვენი
დოდოს მოლოდინი - მესხეთის თეატრი
ევრო ჯორჯია - მარჯანიშვილის სხვენი
2013 წელს ქართული თეატრის სცენაზე ასევე დაიდგა შემდეგი დრამატურგების პიესები:
თამაზ ჭილაძე- თელავი
თამარ ბართაია-თავისუფალი თეატრი
დათო გაბუნია-ფოთის თეატრი
მიხო მოსულიშვილი-გორის და რუსთავის თეატრები
ზურა პაპიაშვილი-მარჯანიშვილის თეატრი
ნესტან-ნენე კვინიკაძე-მარჯანიშვილის თეატრი
ნანუკა სეფაშვილი-გორის თეატრი
ნინო სადღობელაშვილი-ქუთაისის თეატრი
ლალი კეკელიძე-მესხეთის თეატრი
2006 წლიდან დღემდე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების განვითარების საერთაშორისო ფონდი მანანა ანთაძის ხელმძღვანელობით ატარებს კონკურსებს ახალი ქართული პიესის და საუკეთესოდ თარგმნილი პიესის გამოსავლენად. კონკურსებში
60 მთარგმნელმა 89 პიესა თარგმნა, 130 ავტორმა დაწერა 140 პიესა. ქართულ სცენაზე მათგან 25 უკვე განხორციელდა.
2013 წელს საქართველოს 37 თეატრიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ საგასტროლოდ გავიდა 19 თეატრი. ამათგან: დედაქალაქის თეატრი 11; კერძო (დამოუკიდებელი) თეატრი 5; რეგიონის თეატრი 2
საქართველოს 18-მა თეატრმა გასტროლები გამართა მსოფლიოს 22 ქვეყანაში.
18-მა თეატრმა საზღვარგარეთ სპექტაკლები წარმოადგინა მსოფლიოს სხვადასვხა ქვეყნის 42 ქალაქში. ყველაზე მეტჯერ ქართული თეატრი 2013 წელს საგასტროლოს თურქეთს (6), დიდ ბრიტანეთს (ლონდონი - 6) და შოტლანდიას(ედინბურგი - 5) ეწვია.
თბილისის თეატრებიდან ყველაზე მეტი (7 ქვეყანა) გასტროლი გამართა მუსიკისა და დრამის თეატრმა, მარჯანიშვილის თეატრმა 5, გრიბოედოვის და თუმანიშვილის თეატრებმა 4-4 გასტროლი გამართეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ხოლო 3 ოპერის თეატრმა.
თბილისის დამოუკიდებელი კერძო 6 თეატრიდან გასტრლებზე საზღვარგარეთ იმყოფებდა 5 თეატრი. მათ შორის ყველაზე მეტჯერ (7-ჯერ) თავისუფალი თეატრი, ხოლო ორჯერ თეატრი ათონელზე. რეგიონული თეატრებიდან კი მხოლოდ ფოთის (2-ჯერ) და გორის (1-ჯერ) თეატრები იმყოფებოდნენ გასტროლებზე საზღვარგარეთ.
საქართველოს 37 თეატრიდან საქართველოს სხვადსხვა რეგიონში გასტროლებზე იმყოფებოდა თეატრების უმრავლესობა, 26 თეატრი. 26 თეატრმა საქართველოს 33 ადმინისტრაციულ პუნქტში გამართა 104 წარმოდგენა. ყველაზე ხშირად საქართველოს თეატრები გასტროლებს 2013 წელს მართავდნენ:
თბილისში -13 (რეგიონის თეატრები)
ქუთაისში - 13 (თბილისის და რეგიონის თეატრები)
თელავში - 8 (თბილისის და რეგიონის თეატრები)
ბათუმში - 7 (თბილისის და რეგიონის თეატრები)
საქართველოს 37 თეატრში 2013 წლის განმავლობაში გაიმართა 3 530 წარმოდგენა, ამათგან, დედაქალაქის თეატრებში 2 297, ხოლო რეგიონების 19 თეატრში 1 243 სარეპერტუარო წარმოდგენა.
2013 წლის განმავლობაში სარეპერტუარო წარმოდგენების რაოდენობით გამოირჩევა შემდეგი თეატრები: თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრი: 618, მარჯანიშვილი 387, თავისუფალი თეატრი 219, რუსთაველის თეატრი 159, თბილისის თოჯინების თეატრი 150 და თუმანიშვილის თეატრი 125. ხოლო რეგიონული თეატრებიდან ქუთაისის თოჯინების თეატრი 412, ახალციხის თოჯინები 120, გორის თეატრი 88, ბორჯომის თოჯინების თეატრი 85.
საქართველოს 37 თეატრს 2013 წელს - 434 904 მაყურებელი სტუმრობდა,
ამათგან დედაქალაქის თეატრებს - 304 040 მაყურებელი, ხოლო რეგიონის თეატრებს -
130 764 მაყურებელი.
თანამედროვე ქართული თეატრის ერთი წლის კვლევა ეფუძნება სტატისტიკური კვლევის მეთოდს.
კვლევა ემყარება რაოდენობრივ მაჩვენებლებს და ის არ გამოხატავს მხატვრულ ხარისხს, თუმცა რაოდენობრივი მაჩვენებელი მიუთითებს შემოქმედის პროდუქტიულობასა და აქტიურ მოღვაწეობაზე.
2013 წელს ყველაზე პროდუქტიული რეჟისორები არიან თავისუფალი რეჟისორები:
გიორგი შალუტაშვილი 5
დავით მაცხონაშვილი 4
პაატა ციკოლია 3.
2013 წელს სამი სპექტაკლი დადგეს სამხატვრო ხელმძღვანელებმა: ლევან წულაძემ, ავთანდილ ვარსიმაშვილმა, სოსო ნემსაძემ, დიმიტრი ხვთისიაშვილმა, გიორგი სიხარულიძემ, დავით მღებრიშვილმა, მამუკა ცერცვაძემ, ელენე მაცხონაშვილმა.
2013 წლის ყველაზე პროდუქტიული მხატვრები არიან:
აივენგო ჭელიძე 9, ლომგულ მურუსიძე 9,
თეო კუხიანიძე 8,
ვახტანგ ქორიძე 7, ლევან წულაძე 7,
ქეთი ნადიბაიძ 5, მირიან შველიძე 5.
ყველაზე პროდუქტიული ქალი მსახიობები 2013 წელს
ხატია მელქაძე (თბილისის მოზარდი) – 7
ქეთევან შუბითიძე (მესხეთის თეატრი) - 5
ნინო ლეჟავა (თბილისის მოზარდი) – 5
სალომე წურწუმია (თბილისის მოზარდი) – 5
ნინო არჩაია (თბილისის მოზარდი) – 5
ნინო პაპიაშვილი (თბილისის მოზარდი) – 5
ყველაზე პროდუქტიული მამაკაცი მსახიობები 2013 წელს
ვახტანგ ნოზაძე (თბილისის მოზარდი) - 8
ნიკა ნანიტაშვილი (თბილისის მოზარდი) - 7
ლაშა ბუტულაშვილი (მესხეთის თეატრი) - 6
ვარლამ წიკლაური (მესხეთის თეატრი) - 5
ლექსო ჩემია (მესხეთის თეატრი) - 5
მანუჩარ გოგოლაური (მესხეთის თეატრი) - 5
სხვადასხვა თეატრში მიწვეული მსახიობების მიერ
შესრულებული როლების რაოდენობრივი მაჩვენებლები 2013 წელს
ნიკა ნანიტაშვილი - 8 როლი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, თბილისის მოზარდ მაყურებელთა და ილიაუნის თეატრის მსახიობი)
ანა ზამბახიძე - 6 (თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი)
გაგა შიშინაშვილი - 5 (თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი)
მაია ხორნაული -5 (თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი)
თეატრების მიხედვით რეიტინგები შეგიძლიათ
რეჟისორების, მხატვრების, მსახიობების რეიტინგები თეატრების მიხედვით შეგიძლიათ
მასალების რაიმე ფორმით გამოყენება კვლევის ავტორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრის მითითების გარეშე აკრძალულია.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04