„ვის უხმობს ზარი? II
12-02-2014, 10:33

17 თებერვალს, ორშაბათს პირველი რადიოს „თეატრალური შეხვედრების“ პირდაპირ ეთერში იქნება ილიას სახ. უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრისმიერ ჩატარებულ სტატისტიკურ  კველევის განხილვა, სადაც მიპატიჟებული ვარ. რაც უფრო მეტს ვფიქრობ მის შედეგებზე, მით უფრო მეტი აზრები ჩნდება. რომ არ განვმეორდე გთავაზობთ ჩემი შეფასებების მეორე ნაწილს.

როდესაც რაიმე კვლევის შედეგების  დადებით მხარეებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მის უკან უარყოფითიც იმალება - მედალს ხომ მართლაც მეორე მხარეც აქვს. და ეს უარყოფითი უფრო მნიშვნელოვანია ჩემთვის ვიდრე დადებითი, რადგან ეს უკანასკნელი ზედაპირზე დევს, ხოლო უაროფითი კი „შეუიარაღებელი“ თვალით ძნელი დასანახია. ასე მაგალითად; კვლევის შედეგად გამოირკვა, რომ თეატრში დადის საქართველოს მოსახლეობის  9,5%, რაც თავისთავად კარგია,  მაგრამ ეს ამავდროულად ნიშნავს, რომ თეატრში არ დადის მთელი მოსახლეობის 90,5% (!) და ეს „თეატრალურ  ქვეყანაში“ რითაც თავი მოგვაქვს.

მეორე აღმოჩენაა, რომ მოწვეულ მსახიობებს შორის ლიდერობს არაპროფესიონალი მსახიობი. რას ნიშნავს ეს? იმას რომ ყველა პროფესიული მსახიობი იმდენად დაკავებულია, რომ მას სხვა თეატრებში ვერ იწვევენ, თუ იმას რომ უფრო მოთხოვნადია არაპროფესიონალი (ამ შემთხვევაში სტუდენტი), ვიდრე ის მსახიობი, რომელიც თეატრშია და როლები არა აქვს?

მესამე - კვლევის შედეგად ასევე ირკვევა, რომ თანამედროვე დრამატურგებიდან ლიდერობს  დ. ტურაშვილის „დოდოს მოლოდინში“ - არც თუ ახალი  პიესა და ჩემი აზრით  მოძველებულიც კი პრობლემატიკის თვალსაზრისით. ამ პიესის მიმართ ინტერესი რომ უფრო ადრე ყოფილიყო, აუცილებლად მოიგებდა თეატრიცა და მაყურებელიც.

მეოთხე - უკვე ეკონომიკურ-ფინანსური კუთხით თუ ელემენტარულ მათემატიკას გამოვიყენებთ დავინახავთ რომ რუსთველის თეატრის ასიგნაციის (3 მილიონი)  შედეგად (თეორიულად რასაკვირველია)  მივიღეთ 4  საპრემიერო პროდუქტი (თვითოეული 750 000 ლარად), ხოლო მოზარდ მაყურებელთა თეატრში 23 საპრემიერო სპექტაკლი (თვითოეული 7 608 ლარად)!

მეხუთე - იგივე მოზარდ მაყურებელთა თეატრში მიწვეული რეჟისორების რაოდენობამ განაპირობა პრემიერათა სიმრავლე , რაც მისასალმებელია, სამაგიეროდ რუსთაველი თეატრში არ ყოფილი მიწვეული არავინ და სიმართლე გითხრათ ციფრი 4  საეჭვოდ მეჩვენება, ვინაიდ მხოლოდ ორი პრემიერა მახსენდება „ჰარირა“  და „უფლისწული და მათხოვარი“.

მსგავსი უარყოფით მაგალითების გაგრძელება კიდევ შეიძლება - ოდნავ შევასვენებ მკითხველს. თუ რაიმე  კიდევ აღმოვაჩინე, მოგვიანებით შეგაწუხებთ.

 

კომენტარის დამატება

განცხადების დაფა
გამოკითხვა
სტატისტიკა