პრემიერა ახმეტელის თეატრში
27-02-2014, 10:08

 

 

 

სანდრო ახმეტელის სახელობის

თბილისის მუნიციპალურ დრამატულ თეატრში

პრემიერაა

 

 

 

 

28  თებერვალს , 1, 2 მარტს , 19 სათზე ახმეტელის თეატრში პრემიერაა, ევროპაში ცნობილი და სკანდალური ახალგაზრდა დრამატურგის-პაველ პრიაჟკოს პიესას- „ტრუსები“ ახმეტელის თეატრის სცენაზე წარმატებული ესტონელი რეჟისორი კალევ კუდუ ქართველ მსახიობებთან ერთად განახორციელებს.

უმწიკვლო და უდანაშაულო გოგონა პროვინციიდან- მშვენიერი ნინა წითელი ტრუსებით მიუღებელია პროვინციის მცხოვრებლებისთვის , ის კეთროვანივით იდევნება, ბოლოს კი საზოგადოების მძიმე განაჩენის მსხვერპლი ხდება. მთავარ როლს „ქართველ მერლინ მონროდ“ წოდებული მსახიობი სოფია სებისკვერაძე ასრულებს,  თამამი სცენების  გამო თეატრის დირექცია არასრულწოვან მაყურებელს დარბაზში არ დაუშვებს!

პაველ პრიაჟკოს პიესა ქართულ სცენაზე პირველად განხორციელდა.

კალევ კუდუს დადგმული აქვს 50-მდე სპექტაკლი ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ თეატრალურ ფესტივალზე და არის არაერთი ჯილდოს მფლობელი, ხელოვნების მკვლევარი.

კალევ კუდუს ესტონეთში დაარსებული აქვს ახალგაზრდული  თეატრი T STდა  theatre"Zero Theater

მიმდინარე თეატრალურ სეზონში ეს უკვე მეორე საერთაშორისო თეატრალური კოპროდუქციაა, რომელსაც ახმეტელის თეატრი ახორციელებს, 2013 წლის 7 დეკემბერს პოლონელი რეჟისორის დარიუშ ეზერსკის სპექტაკლის „პოლიცია“ პრემიერამ ახმეტელის თეატრში წარმატებით ჩაიარა.

 

სპექტაკლში მონაწილეობენ: სოფია სებისკვერაძე, ალეკო ალავიძე,მამუკა მაზავრიშვილი, თამარ ბეჟუაშვილი,  მზია ტალიაშვილი,გიორგი მიგრიაული, გიორგი ჭუმბურიძე,  გვანცა კანდელაკი, თამთა პატაშური.

 

სპექტაკლზე არასრულწლოვანი მაყურებელი არ დაიშვება!

 

 

 

 

 

 

 

 

 

კალევ კუდუ

 

 

  

 

კალევ კუდუ-თეატრის რეჟისორი, მსახიობი, დრამატურგი, დაიბადა 1961 წლის 26 აგვისტოს,

დაამთავრა-  ტალინის თეატრალური ინსტიტუტი- სარეჟისორო ფაკულტეტი

ტარტუს სახელმწიფო უნივერსიტეტი- ჟურნალისტიკის ფაკულტეტი,

ETÜ " Vanemuise - დრამატული სტუდია მსახიობი

ესტონეთის რეჟისორთა  ასოციაციის წევრი 1993 წლიდან ,

AITU - ს წევრი 2007 წლიდან

ITI-S ცენტრის მკვლევარი- 2014 წლიდან (გერმანია, ბერლინი)

 

ახალგაზრდა თეატრალური ჯგუფი- GROUP 80 რეჟისორი

ტარტუს საბავშვო  თეატრი- მსახიობი და რეჟისორი

დაარსა ერთი მსახიობის თეატრი

დაარსა ტარტუს სტუდენტური თეატრი, რომლის დირექტორი, მსახიობი და რეჟისორი იყო

საუბრობს ესტონურ, რუსულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე

 

 

გამორჩეული  დადგმები

 

1 .კარლ რისტიკივი- ლიტერატურული სპექტაკლი „ადამიანის მოგზაურობა“

2 .ანდრე გიდე -„საწყალი მიჯაჭვული პრომეთე“

3. სემუელ ბეკეტი -„გაძევებული“

4 .ჰენრიკ ვისნაპუ- ლიტერატურული სპექტაკლი   „სიჩუმე“

5.სემუელ ბეკეტი  „ დამამთვარებელი თამაში „

6 .ავგუსტ სტრინდბერგი -„სასიკვდილო როკვა „

7. ეჟენ იონესკო- „მომავალი კვერცხებში“

8 .სლავომირ მროჟეკი -„ზაფხულის დღე- შეხვედრა“

9 .სამუელ ბეკეტი - „მომავლის გარეშე“

10. იური ელესტი -„დაგვიანებული ფრენა“

11.ავგუსტ სტრინდბერგი- „მამა“

12. ჩარლზე დიკენსკი -„ჭრიჭინობელა კერიაზე“

13. სამუელ ბეკეტი -„სუნთქვა“

14 .თეოდორ დოსტოევსკი -„ეშმაკნი“

15. ჩინური და იაპონური დრამის მოტივებზე- „ათოვდა სოფელ იოშიმოს“

16.სარა კეინი- „განწმენდილები“

17.ეჟებ იონესკო -„მარტორქა“

 

 

18.სარა კეინი -„ფსიქოზი 4, 48“

19.პაველ პრიაჟკო -„წარმატებული ცხოვრება“

20.პაველ პრიაჟკო /კალევ კუდუ- ცხოვრობ და ვერც შეამჩნევ როგორ მიდიხარ იმქვეყნად

21. ეჟენ იონესკო- „ახალი მობინადრე“

 

 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ტელ: (+995) 32 2 655 437

(+995) 577 565 918

theatreakhmeteli@gmail.com Facebook.com /akhmeteli theatre- ახმეტელის თეატრი

 

 

 

 

 

 

 

         

 

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა