შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 25 მარტს (სამშაბათს) 17:00 საათზე გეპატიჟებათ ახალი წიგნების პრეზენტაციაზე.
უნივერსიტეტის რექტორს, რეჟისორ გიორგი მარგველაშვილს და მიხეილ თუმანიშვილის ფონდის დამაარსებელს, ხელმძღვანელს, მწერალსა და მთარგმნელს - მანანა ანთაძე-ციციშვილს ერთობლივად გაუჩნდათ იდეა: გამოვცეთ პიესები, რომლებიც კონკრეტულად, ამა თუ იმ რეჟისორის სურვილით ქართულად ითარგმნა და განხორციელდა. ეს იქნება სპექტაკლებიდან ფოტოსურათებით გაფორმებული პატარ-პატარა წიგნების სერია, რომელშიც, ტექსტის გარდა, შემოქმედებითი დასის წევრების - მსახიობების, მხატვრების, მუსიკოსების და ა.შ ჩამონათვალი შევა.
თეატრის საერთაშორისო დღეს, ეძღვნება სერიის პირველი ოთხი წიგნის გამოცემა. ეს გახლავთ მ. ანთაძის თარგმანები: გიორგი მარგველაშვილისთვის მ. ჩეხოვის "ალუბლის ბაღი" (დაიდგა თუმანიშვილის თეატრში 2006 წ.); მოლიერის "დონ ჟუანი" მ. თუმანიშვილისთვის (დაიდგა კინომსახიობთა თეატრში 1981 წ.): დ. დოიაშვილისთვის შექსპირის „მაკბეთი“ და ედმონ როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“ (ორივე პიესა მუსიკისა და დრამის თეატრში დაიდგა 2009, 2011 წლებში).
ჩვენ ვაპირებთ სერიის გაგრძელებას, ქართულ თეატრში სხვადასხვა პერიოდში მოღვაწე, ცნობილი რეჟისორების დაკვეთით თარგმნილი პიესების გამოცემით. ვფიქრობთ, ეს წიგნები დახმარებას გაუწევს სტუდენტებს სასურველი პროფესიის დაუფლებაში. ვიმედოვნებთ, სერია დიდ ინტერესს გამოიწვევს არა მარტო სახელოვნებო სფეროში მოღვაწე ადამიანებში, არამედ ფართო მკითხველშიც.
პრეზენტაცია გაიმართება უნივერსიტეტის II კოსპუსში,
მისამართი: აღმაშენებლის გამზ. №40
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04