"რკინის თეატრის“ ახალი შენობის გახსნა
2-06-2014, 17:01

7ივნისს, 20:00 საათზე,   „რკინის თეატრის“ ახალი შენობა იხსნება. ბუდაპეშტის ქუჩის პირველ ნომერში, არსებობას იწყებს პირველი თეატრი საბურთალოს ცენტრში, გამორჩეული ექსტერიერით, უნივერსალური შესაძლებლობების სივრცით, მსახიობთა ახალი სახეებით.  ქალაქს ემატება როგორც ახალი კულტურული კერა, ასევე საინტერესო არქიტექტურული ნაგებობა. „რკინის თეატრის“ კონსტრუქციულ ნაწილში გამოყენებულია 100 ტონამდე რკინა, თუმცა, თეატრის სახელწოდება მხოლოდ ამის გამო არ არის შერჩეული.

პირველად, „რკინის თეატრი“, მაყურებლის წინაშე, 2011 წელს, ბერტოლტ ბრეხტის “სამგროშიანი ოპერის” მოტივებზე დადგმული, დავით ანდღულაძის „სულ სხვა ოპერით“ წარსდგა. სპექტაკლი ღია ცის ქვეშ თამაშდებოდა და დღემდე რჩება თეატრის რეპერტუარში.

თეატრის დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი  დავით ანდღულაძე და მისი დასი,  7 და 8 ივნისს, წარმოადგენს ჯორჯ ორუელის ცნობილი ნაწარმოების „ცხოველების ფერმა“ მოტივებზე შექმნილი სპექტაკლის „ფერმა“ დახურულ ჩვენებას.

მონაწილეობენ: მარიამ ამაშუკელი, ზაზა თაგოშვილი, კახა ნოზაძე,  ნოდარ სიმსივე, გიორგი ტრაპაიძე, თორნიკე ჩეკურიშვილი.

 

სპექტაკლის მხარდამჭერი: ქ.თბილისის მერიის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი   

 

„რკინის თეატრის“ სპონსორები:

მაღაზიათა ქსელი „საგა“,  კომპანია „კაპაროლ ჯორჯიას“ ოფიციალური წარმომადგენელი შპს. „ინფინიტი“,  ფირმა PUMA,  შპს. „პრინტმენი“

 

საინფორმაციო მხარდამჭერი:  „პირველი არხი“

 

მედია პარტნიორი: “პალიტრა TV”

 

„რკინის თეატრი“ მადლობას უხდის  სპონსორებს, მხარდამჭერებს, გულშემატკივრებსა და გიორგი რამიშვილს.

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა