მოხეტიალეთა სიმღერები
23-09-2014, 10:12

20 სექტემბერს, თბილისის საერთაშორისო თეატრალურმა ფესიტივალმა უკვე მეექვსედ დაიწყო მრავალფეროვანი ამბების მოყოლა. ამბების, რომლებიც ჩვენს ცხოვრებაში ყოველდღიურად მიმდინარეობს, თუმცა ასე სანახაობითად, შემოქმედებითად, რომელზეც ნაფიქრი და უამრავი ნააზრევია, მხოლოდ სახელოვნებო, კერძოდ თეატრალურ სივრცეში ხდება. 20 და 21 სექტემბერს რუსთაველის თეატრის სცენაზე,  „ნამღერმა“ ცხოვრებამ, გამოსახულმა ქორეოგრაფიით, მაყურებელი კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა. ანსამბლ ,,რუსთავის” და ,,ღრუბლის კარიბჭე”-ს ერთობლივმა წარმოდგენამ ,,მოხეტიალეთა სიმღერები” ჩვენს წინ კიდევ ერთხელ გააცოცხლა სამყაროს მრავალფეროვნება, დასაბამიდან დღემდე. ქართული ხალხური სიმღერებით გაჯერებული ქორეოგრაფია, საოცარ ტანდემს ქმნის, მით უფრო როდესაც ეს ვიზუალურად ძალიან ზუსტად და რიტმულ-ჰარმონიულადაა გაკეთებული.

სცენაზე განყენებულად მდგარი მწირი რომელსაც მთელი წარმოდგენის მანძილზე თავზე ეყრება ოქროსფერი ბრინჯის მარცველები, რომელებიც წვიმის იმიტაციას ქმნიან, ჩემთვის წუთისოფლის სიმბოლო გახლდათ, რომელიც გარკლვეულ დროს უწესებს თითოეულ ჩვენთაგანს, ამიტომაც ქვიშის საათიც მუდმუვად ჩართულია, ცხოვრება კი გრძელდება, არ ჩერდება, იმის და მიუხედავად ჩვენ ეს გვინდა თუ არა. Eეგზოტიკური და ემოცურია აზიური და ევროპული კულტურის შერწყმა ერთ სცენაზე, ერთის მხრივ მუსიკა რომელიც ჩვენთვის ასე ახლობელი და სენსიტიურია, და მეორე მხრივ მოძრაობა, პლასტიკა, რიტმი, სხეულით მოყოლილი ამბები, რომელბიც შესაბამისობაშია მუსიკასთან და ამით კიდევ ერთხელ გვანიშნებს ქორეოგრაფი რომ მთელი სამყარო ერთი დიდი მთლიანობაა, რომ ჩვენ ადამიანები, დედამიწის რომელი ნაწილიდანაც არ უნდა ვიყოთ, მაინც ერთი სასწყისი და ერთი ბოლო გვაქვს, უბრალოდ ამის გამოხატვის ფორმებია განსხვავებული. ბრინჯის ნაკადი წვიმასავით მოედინება და მისგან მოტანილი ემოცია საოცრად იხლართება, ჩაკრულოსა თუ წინწყაროში, მეგრულ ჰარმონიასა თუ კახურ დაჭიმულ ძარღვში, წმინდაო ღმერთოს საგალობელში, რომელსაც სცენაზე სხეულით ანსახიერებენ და გვიყვებიან ცხოვრებაზე, რელიგიურ ამბებზე, რიტუალებზე, ადამიანურ, რიგით ყოფიერებაზე. ჰარმონია და ცოცხლად შესრულებული მუსიკის ჟღერადობა იფრქვევა და ქორეოგრაფიასთან ერთად ერთ მთლიანობაში მოდის ჩვენამდე. თითო სიმღერა, თითო ამბავია, ნათარგმნი სხეულის ენაზე. მოულოდნელად გადმოფრქვეული ბრინჯის მარცვლების გროვა და მისგან დაბადებული ადამიანი, ამ სამყაროს საწყისს მოგვაგონებს, შემდეგ მის განვითარებას და სვლას დღემდე. ბრინჯის მარცვლები ხან სიცოცხლეა, ხანაც წყალი მოვლენილი დედამიწაზე, ხან გორაკები, ხანაც უბრალოდ სასწაული.Mმსახიობები-მოცეკვავეები ყველაფერს ძალიან ფაქიზად და ზუსტად გამოსახავენ, თითოეულ მათ მოძრაობას, რომელიც სავსეა ემოციებით და მაყურებელიც ზუსტად რეაგირებს ამაზე

“მოხეტიალეთა სიმღერები” 2011 წლიდან იდგმება მსოფოლიოს სხვა და სხვა ქვეყანაში, სადაც მას შედევრად აღიარებენ. ამ პერფორმანსსზე არაერთი სტატია თუ რეცენზიაა დაწერილი და ის პირველად საქართველოში, 2014 წლის თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარედგინა მაყურებელს.

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა