საკუთარი თავის ძიება, სწრაფვა ბედნიერებისაკენ და ადამიანის განუწყვეტელი მცდელობა იპოვოს მისი შინაგანი თუ გარეგანი სამშობლო, ამერიკა ხომ სწორედ ის ქვეყანაა სადაც ოცნებები ხდება და თითქმის ყველა ადამიანი ამ შემართებოთ მიდის იქ, შორეულ კონტინენტზე. 26 სექტემბერს თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში გერმანულმა კომპანიამ და ფილიპ ჰოხმაირმა გერმანიიდან ამერიკაში გვამოგზაურა. მონო სპექტაკლი რომელიც 75 წუთის მანძილზე გერმანულ ენაზე მიმდინარეობდა, საერთოდ არ გვიტოვებდა იმის შეგრძნებას რომ სცენაზე მდგარი ადამიანი ჩვენთვის უცხო ენაზე საუბრობდა. სპქტაკლი იმდენად სხარტი, მოქნილი და ემოციურად დაძაბული იყო, რომ მაყურებელს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა და ეპიზოდები ერთი მეორეს მიყოლებით ჯაჭვურად ებმეოდა ერთმანეთს.
კარლი, რომელიც გერმანიიდან ოჯახმა ამერიკაში გაამგზავრა, საკუთარ თავთან კონფრონტაციის გზას გადის, ახლაგაზრდა ზრდასრული ადამიანი, მუდმივად ეძებს, იბრძვის და ცდილობს საკუთარ თავში ჩაკლას ის ბავშვობის კომპლექსები რომელებიც მისი ოჯახიდან უხვად წამოიღო. ერთი მსახიობი სხვა და სხვა პიროვნებას განასახიერებდა, თუმცა ვიტყოდი, რომ ეს სხვა ადამიანები ყველანი კარლის სულში მობინადრე არსებები იყვნენ, ის ხან გემზე, ხანაც სასტუმროში მუშაობს, ათასგვარ გამოცდას უმკლავდება და საბოლოოდ მიდის იქ სადაც ის პოულობს სულიერ სამოთხეს, საკუთარ მეს, ეს გახლავთ თეატრი აქ იღებენ ყველას განურჩევლად ასაკისა, რასისა, სქესისა და პროფესიისა. საინტერესო და მინიმალისტურია სცენოგრაფია, იქ მოლოდ ერთი სკამი და კარლის ჩამოდანი დევს, უკანა ფონზე კი პროექტორია, რომლიც მეშვეობით გაორებული ადამიანის წარმოჩინება ხდება, საკუთარ თავთან ბრძოლა და პიროვნების გაორება, თუმცა ეკრანზე გამოსახული მამაკაცი (თამაშობს იგივე მსახიობი) შეიძლება სხვა ადამიანადაც ჩავთვალოთ. მსახიობი ძალიან კარგად ფლობს საკუთარ სხეულს, რისი მეშვეობითაც გვევლინება სხვა და სხვა ამპლუაში, ხმის ტემბრისა და ბგერების ცვალებადობით კი ის სრულიად სხვა პიროვნებად გარდაიქმნება, შესაბამისად არ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ სცენაზე მხოლოდ ერთი ადამიანია, ფილიპ ჰოხმაირის გმირი არის ერთის განზოგადება მრავალზე, დღესაც ხომ სწორედ ასეა? იგივე ჩვენი სამშობლოდან უამრავი ადამიანი მიდის მსოფლიოს სხვა და სხვა კუთხეში, თუმდაც ამერიკაში, იმისთვის რომ დაიმკვიდროს საკუთარი ადგილი, იპოვოს მისი თავი და ცხოვრება მეტად მშვენიერი გახადოს, ხშირად გადაჭარბებული იმედები და ილუზიები გვაქვს შექმნილი ამ უსასრულო შესაძლებლობების ქვეყანაზე, თუმცა ის რაც ნამდვილად აქვს, არის მიიზიდოს ადამიანი და სწორედ იქ აპოვნინოს საკუთარი თავი. სპექტაკლში გამოყებენული მუსიკა ელექტრონული და ძალიან თანამედროვეა რომელიც სრულ სინთეზს ქმნის სცენაზე არსებულ რეალობასთან, ორმაგი ექსპოზიციის ხერხი, რომელიც დიალოგის სახეს იღებს, კინოს ელემენტებით ავსებს წარმოდგენას. საინტერესო და კომიკური გახლდათ ლევან ვასაძის ფოტო, რომელიც კარლის ბიძას წარმოადგენდა სპექტაკლში, ის კომიკურ და ამავდროულად უარყოფით გმირად აღიქმებოდა, თუმცა ეს არ გახლავთ მუდმივი პერსონაჟი, (ვგულისხმობ, ამ წარმოდგენის ნებისმიერ დადგმას, სადაც მსგავსი პერსონაჟები ცვალებადია) ეს სახეები მუდმივად იცვლება. მსხიობს მუდმივად კონტაქტი აქვს მაყურებელთან, მეტიც ის ფიზიკურადაც კი გადადის პარტერში და დიალოგში შედგის აუდიტორიასთან, რაც წარმოდგენას უფრო ქმედითს და ცოცხალს ხდის, არტისტი თითოეულ ჩვენგანს გვიზიარებს კარლის ისტორიას და გვხვდის თანამონაწილედ, ჩვენ ის ,,ამერიკელები" ვართ, რომლებმაც უნდა მიიღონ კარლის მსგავსი ემიგრანტები, დახმარების ხელი გაუწოდონ და აპოვნინონ საკუთარი მე. საბოლოოდ თეატრი გვევლინება მხსნელად, რომელიც ამ ადამიანს სთავაზობს სამყაროს სადაც შეუძლია დაიმკვიდროს მისი ადგილი. იმპროვიზაციამ, მსახიობის ემოციურმა თამაშმა და თემამ რომელიც დღეს ასე აქტუალურია ქართველი მაყურებელი კმაყოფილი დატოვა, კიდევ ერთხელ გვაგრძნობინა, თუ რაოდენ რთულია იპოვო შენი ადგილი, გაიშენიანო და გაიხადო სამშობლოდ უცხო ქვეყნის მიწა.