პრემიერა ზესტაფონის თეატრში
28-10-2014, 01:31

პრემიერა ზესტაფონის თეატრში 
2014-15 წლების თეატრალური სეზონი ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა დრამატულმა თეატრმა რეპერტუარის განახლებით დაიწყო. 
28 და 29 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თეატრი გეპატიჟებათ ნანუკა სეფაშვილის "გენმოდიფიკაციაზე", რომელიც რეჟისორმა სოსო ნემსაძემ განახორციელა, მხატვარია ნათია ბერაძე. 
მონაწილეობენ: თემურ კიკნაველიძე, ნანა ისიანი, გიორგი გლოველი, ნანა ცხვირაშვილი, კოკა ჭანკოტაძე, მარეხ აბესაძე. 
/ახალგაზრდა დრამატურგის პიესის განხორციელებამდე, ზესტაფონის თეატრმა ითანამშრომლა რეჟისორ გიორგი აფხაზავასთან, რომელმაც მაყურებელს უილიამ შექსპირის "ქარიშხალი" წარუდგინა. პრემიერა 1, 2 და 3 ოქტომბერს შედგა/. 
რითია აქტუალური პიესა? რატომ დაინტერესდა რეჟისორი მისი თემატიკით? როგორ განასახიერეს თანამედროვე პერსონაჟები მსახიობებმა? შეკითხვებზე პასუხს პრემიერის ნახვის შემდეგ შეძლებთ. 
გელოდებით!
Facebook: ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა