საიუბილეო გასტროლები
28-10-2014, 14:49

 

2014 წელი ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრისთვის საიუბილეოა. მას დაარსებიდან 120 წელი შეუსრულდა.

საიუბილეო ღონისძიებების ჩამონათვალში შევიდა საგასტროლო ტურნე, რომლის ორგანიზებაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მოხერხდა.

120 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნე 25 ოქტომბერს დაიწყო. პირველი წარმოდგენა ჭიათურის თეატრმა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში გამართა. მაყურებელს შესთავაზეს ჭიათურის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რეჟისორ მამუკა ცერცვაძის მიერ დადგმული „თოვლის დედოფალი“.

დღეს, 28 ოქტომბერს, ჭიათურის თეატრი გაემგზავრა ბათუმში. ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში წარმოადგენენ მამუკა ცერცვაძის მიერ დადგმულ „წვიმის გამყიდველს“. ამავე სპექტაკლს ითამაშებენ 29 და 30 ოქტომბერს, ჯერ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის ახალგახსნილ, ხოლო შემდეგ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრებში.

გეპატიჟებით!

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა