ერთობლივი პრესკონფერენცია - ფესტივალი "საჩუქარი" და "სანქტ–პეტერბურგის თეატრალური სეზონი – თბილისი 2014"
11-11-2014, 02:19

 
11 ნოემბერი,  12:00,
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა  თეატრის ფოიე
    
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის   ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი "საჩუქარი"
და
"სანქტ–პეტერბურგის თეატრალური სეზონი – თბილისი 2014"
ერთობლივი პრესკონფერენცია
11 ნოემბერს, 12:00,  მიხეილ თუმანიშვილის სახ. კინომსახიობთა თეატრის ფოიეში გაიმართება, მ. თუმანიშვილის სახ. ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "საჩუქარი" და   
"სანქტ–პეტერბურგის თეატრალური სეზონი – თბილისი 2014" –ის ორგანიზატორთა ერთობლივი პრესკონფერენცია. 
პრესკონფერენციას დაესწრებიან: 
  .  სანკტ–პეტერბურგის გუბერნატორის  აპარატის უფროსი –  ბატონი დავით ადამია
  .  სანკტ–პეტერბურგის კულტურის მინისტრის მოადგილე – ქალბატონი იულია ვასიუტინა 
  .  პეტერბურგის სახელმწიფო თეატრის – "კომედიანტთა თავშესაფარი"  სამხატვრო  ხელმძღვანელი და დირექტორი, ფესტივალის  "პეტერბურგის თეატრალური სეზონი"
სამხატვრო ხელმძღვანელი, საპროდიუსერო კომპანია "НЕВА-АРТ" სამხატვრო 
ხელმძღვანელი, რუსეთის ფედერაციის კულტურის მინისტრის მოადგილის 
მრჩეველი – ბატონი ვიქტორ მინკოვი
.  რუსეთის სახელმწიფო პრემიის,  რუსეთის ეროვნული თეატრალური პრემიისა
"Золотая Маска", სანკტ–პეტერბურგის უმაღლესი თეატრალური პრემიის "Золотой
Софит", რუსეთის ეროვნული თეატრალური პრემიის "Арлекин" ლაურეატი– ბატონი
 გრიგორი დიტიატკოვსკი.
. საპროდიუსერო კომპანიის  "НЕВА-АРТ"  გენერალური დირექტორი, ფესტივალი 
"პეტერბურგის თეატრალური სეზონი" გენერალური დირექტორი, სანკტ–
პეტერბურგის სახელმწიფო თეატრის "კომედიანტთა თავშესაფარი" დირექტორის 
მოადგილე  საგასტროლო მოღვაწეობის დარგში – ბატონი ალექსეი სმოკოტოვი
. საპროდიუსერო კომპანია  "НЕВА-АРТ" პრეს–ატაშე, ფესტივალის  "პეტერბურგის
თეატრალური სეზონი" პრეს–ატაშე – ქალბატონი დაშა კოროტაევა.
. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის და  ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "საჩუქარი" სამხატვრო ხელმძღვანელი – ქალბატონი ქეთი დოლიძე
  . მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "საჩუქარი" დირექტორი – ბატონი ზურაბ გეწაძე.
. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "საჩუქარი"  გენერალური მენეჯერი  – სოფო თორთლაძე.
მ. თუმანიშვილის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის "საჩუქარი" 
ფარგლებში
                                                        VII საერთაშორისო ფესტივალი
"სანქტ–პეტერბურგის თეატრალური სეზონი – თბილისი 2014"
  ფესტივალი "პეტერბურგის თეატრალური სეზონი" არსებობს 2007 წლიდან. მისი მთავარი ამოცანაა - ხელი შეუწყოს კულტურულ, სოციალურ და ტურისტულ კონტაქტებს პეტერბურგსა და პლანეტის სხვადასხვა ქალაქებს, ასევე მსოფლიოს კულტურულ ცენტრებს შორის.
ფესტივალის "პეტერბურგის თეატრალური სეზონი" აფიშაში შეტანილია პეტერბურგის ყველაზე საინტერესო და პოპულარული სპექტაკლები,  მუსიკალური ხელოვნების ვარსკვლავთა  კონცერტები, შემოქმედებითი წარმოდგენები, პერფორმანსები. ფესტივალზე წარმოდგენილ  დადგმებს, მიუხედავად სხვადასხვა ჟანრისა და სტილისა უპირველეს ყოვლისა აერთიანებთ ერთი რამ-მაღალი მხატვრული დონე.
 ევროპაში ამ პროექტს უწოდებენ  " პეტერბურგის თეატრალურ სახეს",  ხოლო რუსი ჟურნალისტები   "თეატრალურ ევროპულ ფანჯარას".
 ფესტივალი უკვე წარმატებით ჩატარდა : პრაღაში, ჰელსინკსა და მილანში, ასევე წარმატებით  იმოგზაურა  ისრაელში. 2008 წელს  "პეტერბურგის სეზონს" უმასპინძლა ბერლინმა,  2012 წელს – დრეზდენი, 2013 წელს  უპრეცენდენტო მაშტაბით იმოგზაურა მარსელში .
ფესტივალის ფარგლებში ხდება ოფიციალური შეხვედრების  ორგანიზება სანკტ–პეტერბურგის დელეგაციისა და მასპინძელი მხარეს შორის, რათა ხელი მოეწეროს  ხელშეკრულებას  კულტურისა და ტურიზმის სფეროში, შემდგომი თანამშრომლობისთვის. 
წელს "პეტერბურგის თეატრალურ სეზონს" უმასპინძლებს საქართველოს დედაქალაქი თბილისი.  სწორედ თბილისში გეგმავენ ორგანიზატორები საფუძველი ჩაუყარონ ორ ქალაქს  შორის ურთიერთმეგობრობის ახალ ეტაპს.
 "სანქტ–პეტერბურგის თეატრალური სეზონი – თბილისი 2014"
პროგრამა
11 ნოემბერი, 20:00,
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი
პეტერბურგის  სახელმწიფო დრამატული თეატრი "კომედიანტის თავშესაფარი
ბერნარდ შოუ 
"პიგმალიონი"
რეჟისორი – გრიგორი დიტიაკოვსკი.
კოსტუმების მხატვარი – იანა გლუშანოკი 
მხატვარი    –  ევგენი განზბურგი.
ქორეოგრაფი  –   სერგეი  გრიცაი.
მონაწილეობენ:  ვლადიმერ სელეზნიოვი. დარინა დრუჟინა, სერგეი დრეიდენი,გრიგოლ დიტიაკოვსკი, გალინა ფილიმონოვა, დიმიტრი ლუგოვკინი.ირინა ბარვინსკაია.
სპექტაკლის ხანგრძლივობა:  3 სთ. 
გრიგოლ დიტიაკოვსკის სპექტაკილი არ არის ტრანსფორმაციისა და სიყვარულის შესახებ, არამედ ის არის ხელოვნების, პოეზიის, კულტურის სფეროებში, მშვენიერ ჰანგებსა და მახინჯ რეალობაში შეღწევადობის შესახებ. რეჟისორი და მთავარი გმირი ცდილობენ იპოვონ პასუხი რთულ კითხვაზე: არის თუ არა შესაძლებელი მნიშვნელოვანი ცვლილება, თუ ადამიანის გონებას მხოლოდ გარეგან მოვლენებზე აქვს ზეგავლენა? მსახიობთა ბრწყინვალე თამაში ამ ისტორიას აღფრთოვანებას და ხიბლს სძენს, ხოლო რეჟისორის ნამუშევარი ინტელიგენტურსა და გემოვნებიანს ხდის სპექტაკლს. ახალი ადამიანის შექმნის უდიდესი პოეზია შემქმნელების მიერ ირონიულად და ცოტა ღიმილნარევი სევდით გადმოიცემა .
12, 14  ნოემბერი, 20:00, სამეფო უბნის თეატრი 
სანკტ-პეტერბურგის თეატრალური ამხანაგობა "კომიკ – ტრესტი"
კაბარე "ნაფტალინი"
რეჟისორი ვადიმ ფისონი
მონაწილეობენ : ნატალია ფისონი, ილია სტაროსელსკი, იგორ სლადკევიჩი.
 კომიკ-ტრესტი უსიტყვო ხუმარათა შესანიშნავი გუნდია, პროფესიონალების, უნივერსალების, რომლებმაც მთელი მსოფლიო შემოარეს და ღირსეულად შეინარჩუნეს პეტერბურგს, მსოფლიო კლოუნადის ერთ-ერთი დედაქალაქის სახელი. მათ წარმოდგენაზე ერთნაირად იცინიან აკადემიკოსებიც და ბავშვებიც, ევროპელებიც და გასტერბაიტებიც. კაბარე "ნაფტალინი" ესაა ცეკვების, სკეჩების, კლოუნადის, პანტომიმის, თოჯინური ნომრების და საფირმო "კერძების" ფეიერვერკი. ხასიათებისა და სცენური ნიღბების ჩქარი ცვლა, მსახიობთა ნაუშევრები სცენასა და დარბაზში მაყურებელს იწვევს აქტიურ ქმედებაში ჩასართავად. ესაა შესანიშნავი შესაძლებლობა დაისვენოთ და კარგად გაერთოთ. ევროპის, ამერიკის და აზიის საუკეთესო სცენები დიდი აღტაცებით ხვდებოდა მათ.
  
13 ნოემბერი, 20:00, 
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი
სანკტ-პეტერბურგის თეატრი "ანდრეი მირონოვის სახ. რუსული ანტრეპრიზა"
"მადამ ბოვარი"
ანდრეი  ჟოლდაკის სცენური ფანტაზია,  გუსტავ ფლობერის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.
ავტორი და დამდგმელი რეჟისორი - ანდრეი ჟოლდკი (უკრაინა, გერმანია).
კოსტიუმების მხატვარი - ტიტა დიმოვა, ტატიანა პარფიონოვა.
განათების მხატვარი  - ტიტა დიმოვა და ანდრეი ჟოლდაკი.
კომპოზიტორი -  სერგეი პატრამანსკი.
ხმის რეჟისორი - ბოგდან ზაიცევი.
სპექტაკლის  ხანგრძლივობაა  3 სთ. 30  წთ. 
მონაწილეობენ:  ელენა კალინინა, ვალერი დეგტიარი, ლიზა ფურმანოვა, ალექსეი მოროზოვი, სტეფანე პივკინი, პოლინა დუდკინა, პოლინა ტოლსტუნი. 
რეჟისორ ანდრეი ჟოლდაკისთვის არ არსებობს ესთეტიკური, სივრცითი, დროებითი და სხვათა აზრით, ეთიკის საზღვრები თეატრში. კულტურული, სატელევიზიო, თანამედროვეობის ცხოვრებისეული ციტატებით ავსებს ქმედებებს, იგი ანგრევს ორიგინალის მხატვრულ რეალობას და აზიარებს მას ახალ ცხოვრება, ბუნებას, ჟანრს, რომელთა მნიშვნელობასაც ყველა კრიტიკოსი ვერ შეაფასებს.
15 ნოემბერი, 18:00, 
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი
გიორგი კოზლოვის  სახელობის სანკტ-პეტერბურგის დრამატული თეატრი "სახელოსნო"
ა.ოსტროვსკი
"სასიყვარულო სიზმრები, ანუ ბალზამინოვის ქორწინება"
დამდგმელი რეჟისორი – გრიგორი კოზლოვი.
სცენოგრაფია  და კოსტიუმების მხატვარი - ვასილი სემიონოვი, ნატალია გროშევა.
განათება -ალექსანდრ რიაზანცევი.
მუსიკალური გაფორმება - ანდრეი იურევი.
მონაწილეობენ:  ალიონა არტიომოვა,  მაქსიმ სტუდენოვსკი, ოლგა კარატაევა, ალექსანდრა მარეევა,  ნიკოლაი კუგლიანტი, პოლინა სიდიხინა, მარია პოლიკარპოვა, არინა ლიკოვა, ქსენია მოროზოვა, ევგენი შუმეიკო,  არსენი სემიონოვი.
სპექტაკლის ხანგრძლივობა 3 სთ 
  კომედია, რომელიც ალექსანდრე ოსტროვსკის პიესის მიხედვით დაიდგა, ტრილოგიის საბოლოო ნაწილია. მოქმედება ემყარება მდიდარი პატარძლის ძებნას და მისმა შემქმნელებმა იგი სხვაგვარად გაიაზრეს. როგორც წესი და როგორც ეს კომედიას ახასიათებს, სიუჟეტი მარტივია: გათამამებული , ჭირვეული დედიკოს ბიჭი მიშენკა, საერთოდ არ არის ადაპტირებული ცხოვრებაში, პატარაობიდანვე ქალების გარემოცვასა და მზრუნველობაში ოცნებებსა და ილუზიებში გაზრდილი, ეძებს საცოლეს, რომელიც ნაზი და ეფემერული გზებით ხორცს შეასხამს მის ოცნებებს, მაგრამ რეჟისორი გრიგორი კოზლოვი ძალიან ტრივიალურად კომედიაში იკვლევს დედის სიყვარულის ფენომენს. ხშირად თავგანწირულს, მრავლისმომცველს, ვნებიანს, ზოგჯერ გამანადგურებელ სიყვარულს.
17 ნოემბერი, 20:00, 
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი 
ვერა კომისარჟევსკაიას  სახელობის სანქტ-პეტერბურგის აკადემიური დრამატული თეატრი.
ინგმარ ვილკვისტის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით
"ჰელვერის ღამე" 
თარგმნა პოლონურიდან ტატიანა კომონოვისა.
დამდგმელი რეჟისორი - ალექსანდრე  ბარგმანი,
მხატვარი - ანვარ გუმაროვი,
მხატვარი გამნათებელი  -ევგენი განზბურგი,
პლასტიკის რეჟისორი- ნიკოლაი რეუტოვი,
მუსიკალური გაფორმება - ალექსანდრე ბარგმანი,იური ლეიკინი,
ლიტერატურულ იკონსულტანტი - ელენა იანუსი.
მონაწილეობენ: დენის პიანოვი, ოქსანა ბაზილევიჩი.
1930-იანი წლები, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ომამდე და ორი ადამიანის ტრაგიკული ბედი: ჭკუასუსტი ჰელვერი და მისი დედობილი. ამ რთული ამბავს თან ახლავს ყველაფერი: აქტუალობა,ავტორის პოლიტიკური პოზიცია, სიყვარული, თანაგრძნობა, დაუნახაობა და ადამიანური ბუნების გამოღვიძება.  რეჟისორი არ აძლევს  მაყურებელს  საშუალებას   იყვნენ ინდიფერენტული და პირდაპირ შეაჯახა  ადამიანურ ტრაგედიას. მაყურებელი წარმოადგენს  რეჟისორის  არა მხოლოდ აუდიტორიას, იგი ერთ-ერთი უშუალო მონაწილეა ამ ისტორიისა, სადაც ადამიანური სიძულვილის საშინელებები და ადამიანის სიყვარულის სილამაზე უთანასწორო ბრძოლაში უპირისპირდებიან ერთმანეთს. თუმცა სცენიდან წამოსული განწირული ხმები არაფრის მთქმელია... მაგრამ არსებითი და რეალური მხოლოდ ორი ადამიანის სიყვარულია.
სპექტაკლის ხანგრძლივობაა: 1 საათი 30 წუთი 
                                   
დ. აღმაშენებლის გამზ. #164
ფესტივალის პრეს–ცენტრის ხელმძღვანელი და
საზოგადოებასთან ურთიერთობის
მენეჯერი: ელენე ჩხაიძე 
ტელ: 599625522
თუმანიშვილის თეატრის 
საზოგადოებასთან ურთიერთობის 
მენეჯერი: მაკა პეტრენკო
ტელ: 579 706818; 551 176818 ; 2342899 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა