4 მარტს, 18 საათზე, ილიაუნის თეატრში (ჭავჭავაძის #32) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი გამართავს კვლევის „ქართული თეატრი 2014 წელს“ პრეზენტაციას.
კვლევაში, რომელსაც თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი უკვე მეოთხე წელია ახორციელებს, შეფასებულია 2014 წლის ქართული თეატრის მნიშვნელოვანი მოვლენები. კვლევა ეფუძნება საქართველოში მოქმედი 47 სახელმწიფო და კერძო თეატრის მონაცემებს. თეატრების სტატისტიკურ ანალიზთან ერთად კვლევაში წარმოდგენილია თეატრების, რეჟისორების, მსახიობების, სცენოგრაფების და ქორეოგრაფების რეიტინგები, რომლებიც ქართულ თეატრში მოღვაწეობდნენ 2014 წელს. წელს კვლევას დაემატა 6 ახალი ნომინაცია და გაიზარდა კვლევაში მონაწილე თეატრების რიცხვი.
პრეზენციაზე დასახელდება წარმატებული თეატრების ხუთეულები შემდეგი კატეგორიების მიხედვით:
წელს პირველად, პრეზენტაციაზე დასახელდება 2014 წლის საუკეთესო სპექტაკლების, რეჟისორების, მსახიობების, სცენოგრაფებისა და ქორეოგრაფების ხუთეულები, რომელსაც გამოავლენს შვიდი პროფესიონალი თეატრმცოდნისგან შემდგარი ჟიური, რომელიც ხუთეულებს 2014 წელს შექმნილი სპექტაკლების მხატვრული ხარისხის მიხედვით გამოავლენს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრს მიაჩნია, რომ 2014 წლის მნიშვნელოვანი თეატრალური მოვლენები იყო:
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04