“თეატრალური ხელოვნების ცენტრის” ინიციატივით იმართება თეატრის ახალგაზრდა კრიტიკოსთა სემინარი, რომელსაც წარუძღვება თეატრის კრიტიკოსი მარკ ბრაუნი (შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო)
მარკ ბრაუნი არის თეატრის კრიტიკოსი, რედაქტორი და მასწავლებელი. ის ამჟამად არის შოტლანდიის ნაციონალური გაზეთის „სანდეი ჰერალდის“(Sunday Herald) თეატრის კრიტიკოსი და გაერთიანებული სამეფოს ნაციონალური გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (the Daily Telegraph) შოტლანდიის საშემსრულებლო ხელოვნების კრიტიკოსი. გამოცემული აქვს რამდენიმე წიგნი თეატრალური ხელოვნების შესახებ. მისი კრიტიკული წერილები ნათარგმნია ბერძნულ, სპარსულ, ფინურ, გერმანულ, პოლონურ, პორტუგალიურ და სლოვენიურ ენებზე.
მარკ ბრაუნი არის თეატრის კრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, ასევე ამავე ორგანიზაციის ვებჟურნალის „კრიტიკალ სთეიჯის“ (Critical Stages) სარედაქციო საბჭოს წევრი. ის უძღვება ინგლისურენოვანი ჯგუფების სემინარებს ახალგაზრდა თეატრის კრიტიკოსებისათვის.
სემინარი ჩატარდება თბილისში, მოიცავს ორ დღეს, 19-20 აპრილს. სემინარის ეფექტური კომუნიკაცია უზრუნვეყოფილი იქნება თარჯიმნის მიერ.
თემები:
სემინარში მონაწილეობის მსურველებს ვთხოვთ ჩამოტვირთონ, შეავსონ სააპლიკაციო ფორმა და გამოაგზავნონ იმეილზე georgiantheatre.ge@yahoo.com
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 აპრილი.
სემინარი დაფინანსებულია თბილისის მერიის კულტურული ღინისძიებების ცენტრის მიერ
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04