”საჩუქარი“. ხედი გვერდიდან
23-12-2016, 12:21
ავტორი:  თეა კახიანი

დამოუკიდებლობის შემდეგ, ჩვენს ქვეყანაში მომრავლებულ ფესტივალებს შორის ყველაზე ხანგრძლივი ისტორია „საჩუქარმა“ შექმნა. უკვე ბრენდად ქცეული სახელის მქონეფესტივალმა დაარსებიდან დღემდე წინააღმდეგობებით,  მოლოდინით, პაუზით და უმეტესად ბევრი სიხარულით სავსე გზა გამოიარა. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“, წელს, 15 წლის გახდა და  15 ოქტომბრიდან 25 ნოემბრამდე მასპინძლობდა ქართულ და უცხოურ წარმოდგენებს, გამოფენებს, კინოჩვენებებს,  მათ მაყურებელსა და  დამთვალიერებელს. ხელოვნების ამ ყველაზე ხანგრძლივი დღესასწაულის სხვადასხვა კომპონენტებიდან ჩვენი მკითხველის ყურადღებას უცხოური  თეატრალური კომპანიების სპექტაკლებზე გავამახვილებთ. მათ მიმართ მაღალი მოლოდინისა და ინტერესის გამო, ფესტივალის ეს ნაწილი, განსაკუთრებულ განხილვასა და შეფასებას მოითხოვს. წელს „საჩუქარში“ 7 უცხოური თეატრალური კომპანია მონაწილეობდა. ქართველმა მაყურებელმა ნახა ესპანური, რუსული, ამერიკული, იტალიური, გერმანული სასცენო  ნაწარმოებები. ასევე, ფესტივალის პროგრამაშიშედიოდა კოპროდუქციები:  დარიო ფოს „არ გვიხდიან?! არ გადავიხდით!“ - კინომსახიობთა თეატრშიიტალიელი რეჟისორის, მიქელე პანელას მიერ განხორციელებული სპექტაკლი და იეჟი პილხის რომანის მიხედვით პოლონელი რეჟისორის, იაცეკ გლომბის მიერ ბათუმის თეატრში დადგმული „რამდენი დემონიც გნებავთ“.

საფესტივალო პროგრამების თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების  გადამწყვეტ მნიშვნელობაზე საუბარი, ალბათ,  ზედმეტიც კია. ზოგადად, ფესტივალების ორგანიზატორებს საუკეთესო სურთ შემოგვთავაზონ, მაგრამ ეს ამოცანა ყოველთვის ერთნაირი ხარისხით ვერ სრულდება.ამ კონკრეტულ შემთხვევაში ძნელი სათქმელია რამგაართულასაქმე, ფესტივალისმეგა ამბიციამმოიცვას ხელოვნების ყველა სფერო თუ სადავო, ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებებმა შედეგად  ფესტივალის ბიუჯეტის შემცირება რომ მოჰყვა? ან იქნებ  სხვა მიზეზებიც არსებობს, რის გამოც საფესტივალო პროგრამა რბილად რომ ვთქვათ გაუაზრებელი და ქაოტური იყო. პირადი ნაცნობობის ტრადიციებით რამდენიმე ავტორი ფესტივალის მუდმივ თანამგზავრად იქცა. არცერთი მათგანის და მითუმეტეს დიმიტრი კრიმოვის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ფესტივალის ესგარანტირებული, თითქმის წინასწარ ცნობილი საპროგრამო ნაწილი ახალი აღმოჩენების შესაძლებლობას ამცირებს, ფესტივალის გუნდს საშუალებას აძლევს „თავი ქუდში“ იგრძნოს და გაუკვალავი გზები ნაკლებად მოსინჯოს. მაყურებელსაც ნაკლები აქვს სიახლის მოლოდინი. წარმოიდგინეთ, რა უინტერესო და დასანანი იქნებოდა დაბადების დღეზე ყოველ წელს  რომ ერთი და იგივე საჩუქარი მიგეღოთ!ფესტივალის მუდმივი თანამგზავრების არამართებულობა კიდევ უფრო მძაფრდება შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში, რასაც საქართველო მრავალი წელია განიცდის და განსაკუთრებულიპასუხისმგებლობით ტვირთავს ამ რესურსების გამნაწილებელ- ამთვისებლებს.

საბედნიეროდ, საფესტივალო სივრცეში არსებული მაღალი კონკურენცია მაყურებელს, თეატრის კრიტიკოსებს შედარების და სწორი მიმართულებების მონიშვნის საშუალებას  აძლევს. შესაძლებლობას აჩენს მენეჯმენტის უფრო მაღალი სტანდარტებისმოთხოვნისთვის. მაგალითად, უკვე გამოჩნდა, რომ ფესტივალს შეუძლია არა მხოლოდ სხვადასხვა ნაწარმოებების შემთხვევითი კოლაჟი წარმოადგინოს, არამედ შექმნას კონტექსტი, კონცეფცია სხვადასხვა თემებისა თუ იდეების სახელოვნებო გამოვლინებების წარმოსადგენად და სადისკუსიოდ. ტენდენციების გასაანალიზებლად და განვითარების სამომავლო პერსპექტივებთან მისაახლოებლად.  სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ფესტივალ „საჩუქარს“ არაერთი საინტერესო ავტორი გაუცნია ქართველი მაყურებლისთვის, არაერთი ნოვატორული სათეატრო მიმართულების ირგვლივ შეუქმნია სადისკუსიო სივრცე, რამდენიმე მათგანმა განსაზღვრა კიდეც თანამედროვე ქართულ თეატრში მიმდინარე  პროცესები. მაგრამ სასურველია მიღწეულით ტკბობამ არ გაგვიტაცოს და ყოველი ახალი ფესტივალის მიმართ  კრიტიკული ხედვა არ დაგვიბინდოს. თუ პირუთვნელები ვიქნებით აუცილებლად გაგვიჩნდება კითხვები  პროგრამის შერჩევასთან დაკავშირებით, როგორც უცხოურ ასევე ქართულ სპექტაკლებთან მიმართებაში. საინტერესო იქნებოდა გვცოდნოდა თუ რა ნიშნით და რა კრიტერიუმებით ირჩევა მონაწილე თეატრები და  სპექტაკლები. ალბათ, უფრო მეტი განმარტება და კომენტარი სჭირდება საფესტივალო პროცესს. გვერდიდანაც უნდა შეგვეძლოს იმის დანახვა, რაც შესაძლოა ფესტივალის საორგანიზაციო სივრცის შიგნით ნათელი და გასაგებია.  

დავუბრუნდეთ სტატიის მთავარ თემას, უცხოური სპექტაკლების მიმოხილვას.  წლევანდელი ფესტივალი ესპანური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და მკაფიო პროდუქტით, ფლამენკოს წარმოდგენით დაიწყო. ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სცენას  ფლამენკოს ერთ-ერთი ცნობილი შემსრულებელი ევა იერბაბუენა საკუთარ ცეკვის კომპანიასთან ერთად სტუმრობდა.მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ფლამენკოთავისი ანდალუზიური წარმოშობითა და ბოშურ-არაბული ფოლკლორული ელემენტებით საკუთარ თავში ამბივალენტურ მოცემულობებს აერთიანებს. მის სიმღერაში, რიტმში, გიტარის აკომპანიმენტსა და ცეკვებში სიკვდილისა და სიცოცხლის, სულიერი ამაღლებისა და დაცემის, ქალური და მამაკაცური ენერგიის მუდმივიჭიდილი და მათი საბოლოო ერთიანობაა გადმოცემული. ამბობენ, რომ ამ ერთ-ერთი უძველესი ხელოვნების შესრულების საიდუმლო დუენდეა. მაგიური, ცეცხლოვანი ძალა, რომლის გარეშეც ფლამენკოს შესრულება წარმოუდგენელია. ფედერიკო გარსია ლორკას აზრით დუენდე არა მხოლოდ შთაგონებაა, არამედ ძალა, რომელთანაც ბრძოლაში უნდა შეხვიდე. ალბათ ლორკასეული განმარტების და დუენდეს არსში წვდომის ყველაზე მეტ შანსს, არაესპანელი მაყურებლისთვის, კარლოს საურას მიერ 1983 წელს გადაღებული  ცნობილი ფილმი „კარმენი“ ქმნის. მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმი ზუსტად გადმოსცემს ფლამენკოს არსს, მის უნიკალურ, შინაგან რიტმს, დაძაბულობასა და წინააღმდეგობრიობას.

„წვიმა“ - ასე ერქვა თბილისში ფლამენკოს წარმოდგენას. ევა ეარბაბუენას დადგმა გამორჩეული იყო თავისი ქორეოგრაფიითა და სცენოგრაფიით. მაყურებლის თვალწინ მკრთალ, თბილ ფერებში გამოსახული წითელი აგურის კედელი შესანიშნავი განათების საშუალებით ზოგჯერ გამჭვირვალე ხდებოდა. რა დროსაც,  ამ კედლის უკან მსხდომ ფლამენკოს მუსიკოსებსა და მომღერლებს ვხედავდით. ”საჩუქარი“. ხედი გვერდიდანწარმოდგენამ უძველესი, სხვადასახვა კულტურათა გადაკვეთის შედეგად დაბადებული ცეკვის თანამედროვე ელემენტებით გამდიდრების პოზიტიური მაგალითი შექმნა.  ევა ეარბაბუენას ქორეოგრაფიით,  მოცეკვავეები ქმნიდნენ ძველი და ახალი მოძრაობის ჰარმონიულ სინთეზს. მართალია ჩემთვის, როგორც არაესპანელისთვის, რთულია ვიყო ფლამენკოსა და დუენდეს ექსპერტი, თუმცა როდესაც ამბობენ, რომ ეს დასი და ეს მოცეკვავე საუკეთესოა, ვაღიარებ, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მიპყრობს, რადგან საურას ფილმის მიერ შექმნილი ლეგენდის გავლენითა და წყალობით უფრო მეტს და უფრო ენითგამოუთქმელს ველოდი. ესპანური, ანდალუზიური და აღმოსავლური რიტმებისა და ემოციების წვიმა მართლაც იწვევდა შორეული რიტუალებისათვის დამახასიათებელი იდუმალების განცდას,  სადაც მოცეკვავეების ენერგიული მოძრაობები, ფეხსაცმლის დარტყმის ხმები, თითების ტკაცუნი,ალბათ,ხშირ შემთხვევაში აღწევს კიდეც კოსმოსურ რეზონანსს, ხოლო ამჯერად, მგონია, რომასე არ მოხდა და წარმოდგენის ემოციურ-ენერგეტიკული გავლენა თბილისური პუბლიკის ფარგლებს ვერ გასცდა.

ფესტივალის მუდმივ თანამგზავრებზესაუბრისას, გვერდს ვერ ავუვლით ცნობილ ლიტველ რეჟისორს, მოსკოვის ვახტანგოვის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, რიმას ტუმინასს. ფესტივალი განახლების დღიდან იწვევს მას საქართველოში. გასულ წელს, ვახტანგოვის თეატრის  „ევგენი ონეგინი“ ქართველი მაყურებლის უდავო ფავორიტი გახდა. იშვიათად მინახავს თეატრალური დასისა და რეჟისორის თანამოაზრედ გადაქცეული,  ცოცხალი ემოციითა და ძლიერი შთაბეჭდილებით შეძრული ამდენი მაყურებელი.  უნდა ითქვას, რომ ერთიდაიგივე რეჟისორისა და თეატრალური კოლექტივის სპექტაკლების ყოველწლიური ჩვენება საგასტროლო ტურნეს უფრო ჰგავს ვიდრე ფესტივალის პროგრამის შემადგენელ ნაწილს, თუმცა ამასაც თავისი დადებითი მხარე აქვს - მოწვეული თეატრის რეპერტუარსა და კონკრეტული ავტორის სარეჟისორი პრაქტიკაზეუფრო სიღრმისეულად დაკვირვების შესაძლებლობას იძლევა.  მოცემული მაგალითით ვხვდებით განსხვავებებს ჩვენს თეატრალურ რეალობასთან. ქართველი რეჟისორების უმეტესობა ერთხელ უკვე მიგნებული თუ დამკვიდრებული საავტორო ხელწერის გარეთ ექსპერიმენტებს ერიდება. ამიტომ მათი სპექტაკლები საკმაოდ პროგნოზირებადი და ერთფეროვანი ხდება. რიმას ტუმინასის მიერ წელს  წარმოდგენილი სპექტაკლი,ჟ.სიბლეიარსის „ქარი ალვებში შრიალებს“,  საპირისპირო პრაქტიკას გვაჩვენებს. ის, თავისი ესთეტიკით აბსოლუტურად განსხვავდება „ევგენი ონეგინის“ მასშტაბური, მონუმენტური ფორმისგან. და ამ განსხვავებას ვერ ცვლის  სიბლეიარსის პიესისთვის სცენაზე დადგმული არაბუნებრივად დიდი ზომის ძაღლის ქანდაკებაც.  რეჟისორის მიერ მოფიქრებული ასეთი „ერთგულების სიმბოლო“ იუმორის და ოდნავ ირონიული ტონის გამოვლინებაა.  კამერული და თანამედროვეობისთვის უცნაურად უხვტექსტიანი წარმოდგენა რუსული სამსახიობო სკოლის უმაღლეს სტანდარტებზეა დაფუძნებული.   თანამედროვე ფრანგი დრამატურგის პიესა სამი ხანშიშესული კაცის  გონებამახვილურ დიალოგებზეა აწყობილი.  ისინი, მართალია გოდოს არ ელოდებიან, მაგრამ მთელი სცენური არსებობის მანძილზე მონდომებით გაჰყავთ დროდა სწორედ ამით ძალიან ახლოს დგანან ბეკეტის გმირებთან. რეჟისორმაც წარმოდგენას აბსურდის ელფერი მისცა და ეცადა მაყურებელი იმ დისტანციაზე გაეყვანა, საიდანაც ყოფიერება  სასაცილო  ჩანს.   მთლიანობაში სპექტაკლი მედიტაციის მსგავსად მდორე და ოდნავ გაწელილი მეჩვენა. რეჟისორული მისწრაფება კი ბეკეტის პარალელური განზომილებების აღმოჩენისადმი საინტერესო, თუმცა ნაკლებ აქტუალური.

საერთაშორისო ფესტივალები  ჩვენი სათეატრო სივრცის გაჯანსაღებას და განვითარებას ემსახურება. ნაკლებად ხელმისაწვდომი უცხოური დადგმების და სათეატრო ტენდენციების  გაცნობა და ანალიზი თავისთავად ახდენს პოზიტიურ ზეგავლენას ადგილობრივად მიმდინარე შემოქმედებით პროცესზე.  სწორედსაჩუქარია ამერიკის შეერთებული შტატების სასცენო პროდუქციის საქართველოში წარმოდგენა. გასულ წელს ქართველი მაყურებელი ენ ბოგარტისცნობილ „რადიო მაკბეტს“,  წელს კი ლიბი სკალას მონო სპექტაკლს Felicitasგაეცნო. მართალია სპექტაკლის რეჟისორი ჯენის ელ გოლდბერგია, მაგრამ წარმოდგენა ტიპიურად საავტორო ხასიათისაა. ლიბი სკალა ცნობილია თავისი მონო პიესებით, რომლებშიც თავისი წინაპრების შესახებ გვიამბობს. მისი წარმოდგენები დოკუმენტური თეატრის ჟანრს განეკუთვნება. ლიბი სკალა გაგვაცნობს საკუთარი დიდი ბიცოლის ისტორიას, რომელსაც მეორე მსოფლიო ომის დროს ავსტრიიდან ამერიკაში ემიგრირება და არაერთი ბავშვის გაზრდა მოუხდა. მსახიობი, პროფესიონალი ძიძის  დამოკიდებულებაზეგარესამყაროს მიმართ, მის ფაქიზ და გაწონასწორებულ შინაგან სამყაროზე მეტყველების ოდნავ ინფანტილური მანერით გვიყვება. თითქოს ასე გამოხატავს მუდმივად ბავშვებით გარემოცული ფელიჩიტას ბუნებას. მანდოლინის მუსიკაზე აწყობილი მონოსპექტაკლი ახერხებს გვაგრძნობინოს გამოუთქმელი, მაქსიმალურად თავშეკავებული სევდა გარშემომყოფთა ბედნიერებისთვის მსხევრპლად გაღებულ პირად ცხოვრებას რომ მოაქვს.  ჩემთვის სპექტაკლისხიბლი მისი არაამერიკული ესთეტიკაგახდა. საინტერესო იყო განსხვავებული რეალობისა და მიმართების აღმოჩენა კონსუმერული კულტურის სივრცეში და მის მიღმა. 

ამერიკულ სათეატრო პროდუქციასთან ერთად წლევანდელ „საჩუქარზე“იტალიური სპექტაკლებიც იყო წარმოდგენილი. იტალიის საელჩოსთან თანამშრომლობით, იტალია, ფესტივალის და ქართველი მაყურებლის ფოკუსში მოექცა. ქალი რეჟისორის, სერენა სინიგალიას  მიერ ნეორეალისტური ესთეტიკით გადაწყვეტილი წარმოდგენა უცნაურად მოერგო თანამედროვე ქართულ სინამდვილეს. ემიგრანტების  ხარჯზე მცხოვრები ოჯახები, უმუშევრობა, დაუძლეველი სიღარიბე, შელახული ღირსების გრძნობა, ერთმანეთის ტყვეობაში მყოფი ადამიანები სპექტაკლის მთავარი თემები და ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური მოვლენებია. ვინმეს იქნებ იმედისმომცემადაც კი მოეჩვენოს, რომ იმ ქვეყანას, სადაც ქართველი ემიგრანტები დღეს სამუშაოს ეძებენ, ერთ დროს მსგავსი ეკონომიკური პრობლემები ჰქონდა.თანამედროვე დრამატურგის,  ედუარდო ერბას პიესის მიხედვით „იტალია ათიან წლებში - იტალია დღეს“ დამოუკიდებელი კვლევის თეატრალურმა ასოციაციამ, ქართველი მაყურებლისთვის უჩვეულო თეატრალური და ტექნიკური ხერხებით წარმოადგინა. მთელი სპექტაკლის მანძილზე სცენაზე წყალი ჟონავს. ჯერ ერთ, ძაფივით წვრილ  ნაკადად, შემდეგ ორ და სამ, ბოლოს კი თავსხმა წვიმასავით წამოსული წყლის სტიქია თითქოს დაღუპვით ემუქრება უმსხვილესბიზნესკორპორაციებზე აწყობილ მსოფლიო სისტემას.  სერენა სინიგალიას სპექტაკლი, თავისი გამოკვეთილი მემარცხენე პოლიტიკური გემოვნებით, ნათლად აჩვენებს თანამედროვე დასავლურ სახელოვნებო და აკადემიურ წრეებში   მემარცხენე შეხედულებების აქტუალიზებას. გლობალიზებული პოლიტიკის, კაპიტალიზმის და პროდუქტად ქცეული ადამიანის  კრიტიკას. წარმოდგენა სენტიმენტალიზმის გარეშე ქმნის ასეთ გარემოში დამახინჯებული ადამიანების ცხოვრების მოდელებს. თუმცა ინტიმურობისა და სინაზისაგან დაცლილი ურთიერთობების გამოხატვისას რეჟისორი და მსახიობები ახერხებენ  მოძებნონ ის ზღვარი, რომელზეც მაყურებლის თანაგრძნობა იბადება და არა ზიზღი ან სიძულვივი მათ მიმართ.    წარმოდგენის ბოლოს ეს პერსონაჟები ოჯახის წევრებივით ახლობელნი ხდებიან.  გვაფიქრებინებენ, რომ ამ ჩეკეტილ სისტემაში მთელი საუკუნის მანძილზე არაფერი შეცვლილა, ამბებიც და პრობლემებიც იგივეა და  ცვლილების შანსი მხოლოდ გლობალურ მასშტაბებშია შესაძლებელი.

კაპიტალის მოხვეჭის, დიდი ფულის შოვნის მისწრაფება,  მისგან გამოწვეული აზარტი და საფრთხეები აღწერა ნ. გოგოლმა თავის პიესაში „მოთამაშეები“. ფესტივალ „საჩუქრის“ ფარგლებში  ამ პიესის პოსტმოდერნისტული გადაწყვეტა წარმოადგინა რუსეთის ხელოვნების აკადემიის კამინკოვიჩ-კრიმოვის სახელოსნომ.  გაუგებარია თუ რა კრიტერიუმებით შეირჩა ეს სპექტაკლი საფესტივალო პროგრამისთვის. ფესტივალზე, რომელზეც მაყურებელი პროფესიული თეატრების პროდუქციას ელოდება,  ნებისმიერი სტუდენტური ნამუშევარი არარელევანტურია.  ალექსანდრე კუზნეცოვის დადგმამ ვერაფრით გაამდიდრა ფესტივალის პროგრამა.მოქმედი გმირების სხვადასხვა ფერით შეღებილი თმების, საწუწაო თოფებისა და ბეიზბოლის გასისხლიანებული ბიტის გარდა მაყურებელს, სავარაუდოდ,  არაფერი დაამახსოვრდა.  მთლიანად მასკულინური სპექტაკლი სასცენო მოქმედების ნაცვლად დაუსრულებლად გრძელ დიალოგებზეა აგებული და ხშირად უსაგნო  ლაპარაკს ჰგავს.   რამდენიმე იუმორისტულ ეპიზოდს თუ არ ჩავთვლით, წარმოდგენა ერთფეროვანი და მხატვრული თვალსაზრისით არაფრისმომცემია. შემოქმედებითი ჯგუფის მცდელობა, მოთამაშეები პოსტმოდერნისტული თამაშის გამომხატველებად ექციათ  ლოგიკური მიგნებაა, თუმცა ჩანაფიქრი სათანადო მხატვრული რეალიზებისგან შორს არის. 

თუ ვინმეს პოსტმოდერნული ეპოქის მკაფიო სათეატრო გამოვლინებები დააინტერესებს, აუცილებლად უნდა ნახოს ბერლინის სახალხო თეატრის დადგმა  „მომელ... მომელ...“ ამ უჩვეულოდ ფერადოვანი  სპექტაკლის საშემსრულებლო ტექნიკა რომ წარმოვიდგინოთ უნდა შევეცადოთ ერთადერთი სიტყვით მოვყვეთ ჩახლართული ამბავი, ანდაც  ჩავიცვათ შარვალი ხელების დაუხმარებლად. ”საჩუქარი“. ხედი გვერდიდან სპექტაკლში რვა კაცი და სამი ქალი  დაუჯერებელ დავალებას ასრულებს,  ერთადერთი სიტყვის საშუალებით გამოხატავს ნებისმიერი დონის კომუნიკაციისათვის საჭირო სათქმელს. რეჟისორი ჰერბერტ ფრიჩი მსახიობებისათვის მიცემული ზუსტი ამოცანებით თხზავს სპექტაკლს, სადაც ტექსტის გარეშე იკითხება ადამიანური არსებობის დრამატული ისტორია. თუმცა ეს დრამატიზმი იუმორს და ფერადოვნებას არ არის მოკლებული. პერსონაჟების მხატვრული სახეები, გათამაშებული სიტუაციები მსუბუქი და სასაცილოა. თუმცა წარმოდგენილ სანახაობას კომედიის ჟანრს  ვერაფრით მივაკუთვნებთ. ბრწყინვალე და ამავდოულად ძალიან მარტივი სცენოგრაფია, ფერისა და გეომეტრიული ფორმის თამაშზეა აგებული და უმთავრეს აზრობრივ დატვირთვას ატარებს. ის არის სპექტაკლის მთლიანი მხატვრული გააზრების საყრდენი. სცენის კლასიკური „ჩარჩო“ მოძრაობას იწყებს, ვიწროვდება და ფართოვდება, იცვლის პროპორციებს და მოქმედებაც  სხვადასხვა გეომეტრიულ ფორმებში ვითარდება. მსახიობების მოძრაობა და მათი სცენური არსებობა მთლიანად დამოკიდებული ხდება მარად ცვალებად გარემოზე. ეს პირობა მასშტაბურს ხდის სპექტაკლის სათქმელს,განაზოგადებს მას. ყველაფერი რასაც ვხედავთ მერყევია, არასტაბილური.  რაიმე საყრდენის პოვნის ილუზიისგან დაცლილი. რათქმაუნდა ასეა, რადგან დღეს, როდესაც თანამედროვე ფილოსოფია, კლასიკურისგან განსხვავებით, აღარ ცდილობს ერთი ჭეშმარიტების პოვნას და მზად არის მისი მრავალი შესაძლო გამოვლინება დაუშვას  ხელოვნებაც ვეღარ იქნება იმპერატიული. ჩვენთვის ნაცნობ, ტრადიციულ სასცენო ნაწარმოებებში დრამატურგიული ტექსტის წყალობით მუდმივად არსებული ზეამოცანები, არტიკულირებული ფასეულობები მაინც ლოგოცენტრისტული კულტურის განმტკიცებას ემსახურებოდა და მის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა. პოსტმოდერნის ეპოქაში კი  მოცემული ეპისტემა მთლიანად იცვლება და აზრი ეკარგება რაიმეს მტკიცებას, რადგან თავად ლოგოცენტრისტული კულტურა აღმოჩნდა დეკონსტრუქციის ობიექტი. ეს არის დისკურსი რომლის ველში იძენს მნიშვნელობას და მხატვრულ ღირებულებასსპექტაკლი „მომელ... მომელ...“  მასში საუკეთესოდ არის გამოვლენილი პოსტმოდერნული ეპოქის სული. მისი იმედი და უიმედობა.

კონცეფციური ნაწილის გარდა აღნიშნული სპექტაკლი ქართული სათეატრო პროცესებისთვის საშემსრულებლო ტექნიკის თვალსაზრისითაც საყურადღებოა. როგორც ერთმა რეჟისორმა აღნიშნა, ასეთი სპექტაკლის საქართველოში დადგმა თითქმის შეუძლებელია ტრადიციული სამსახიობო სკოლის უმძიმესი ჩარჩოების გამო.  ფაქტია, რომ  ოსტატობის სხვადასხვა ტექნიკები ქართველ მსახიობებს ნაკლებად აქვთ გათავისებული.  ალბათ აღარავისთვის არის მოულოდნელი, რომ  სამსახიობო სკოლის და მეთოდოლოგიის განახლება, მათი დროსთან შესაბამისობაში მოყვანა გადაუდებელ ამოცანათა რიგშია.  ესეც ფესტივალის კიდევ ერთი ფუნქციაა,  გვაჩვენოს ჩვენს სივრცეში არსებული სუსტი ადგილები, უფრო მეტად დაგვაფიქროს მათზე და გვიბიძგოს ცვლილებებისაკენ.

პოსტმოდერნიზმი წლევანდელი „საჩუქრის“ ყველაზე მძლავრმიმართულებად გამოიკვეთა. ამჯერად ის გერმანელი პოსტმოდერნისტი ავტორის ჰაინერ მიულერის ნაწარმოებს გვთავაზობს.  „მედეა: მასალა“ კარმელო რიფიჩის რეჟისურით მეორე იტალიური წარმოდგენა გახლდათ საფესტივალო პროგრამაში. მის შესახებ საუბარი უპრიანია იმ ორგანიზაციაზე საუბრით დავიწყოთ სადაც ის მომზადდა. „Proxima Res“ 2009 წელს მილანში დაფუძნებული კულტურის ასოციაციაა, ის აერთიანებს ინდივიდუალურ არტისტებს, აძლევს მათ თვითგამოხატვის საშუალებას, ადგილს კვლევის, განათლების და გამოცდილების გაზიარებისთვის. ეს ორგანიზაცია  თანამედროვე ხელოვნების პრეფერენციების ტიპიური გამოვლინებაა. ორიენტირებულია არასახელმწიფო სივრცეებისკენ  დათვითწარმოების შესაძლებლობების გაფართოებისკენ. ეს ძალიან დეფიციტურია ქართული რეალობისთვის. ჩვენთან  ისევ ყველაფერი სახელმწიფო მანქანისა და ფინანსების ორბიტაზე ტრიალებს და ვერ თავისუფლდება  არასწორი სახელმწიფო პოლიტიკის  შედეგად მოხაზული ჩაკეტილი წრისგან.  „მედეა: მასალა“ საქართველოში ფესტივალ „საჩუქრის“  „აღმოჩენამ“, ინდივიდუალური ხელწერის მქონე ბერძენმარეჟისორმა მ. მარმარინოსმა თუმანიშვილის თეატრში ჯერ კიდევ 2000-იანი წლების  დასაწყისში დადგა. მაშინ ჩვენი მაყურებელი არ იყო მზად უახლესი თანამედროვე სათეატრო ფორმების მისაღებად, თუმცა ექსპერიმენტის დადებით მნიშვნელობას იმ დროსაც გაესვა ხაზი. დღეს, იტალიური „მედეა: მასალა“ გვხიბლავს თავისი პირდაპირი გზავნილებით, ანტი ესთეტიზმის და ანტი თეატრის პრინციპებით.”საჩუქარი“. ხედი გვერდიდან შესანიშნავი მსახიობი მარიანჯელა გრანელი თანამედროვე მედეას სახეს რამდენიმე რაკურსით გვიხსნის. სპექტაკლის დასაწყისში ის ნარკოდამოკიდებული ახალგაზრდა ქალია, შემდეგ ჩვეულებრივი პორნო ვარსკვლავი, შემდეგ მეოჯახე, ცოლი, დედა, დიასახლისი და სულ ბოლოს ზოგადადად ქალი. ყოველი მათგანი გარემოებათა მსხვერპლია, ღალატის, ტყუილისა და ძალმომრეობის ობიექტი.განსხვავებული ხასიათები სასოწარკვეთამდე მისული სულიერი ტკივილებითარის გაერთიანებული.  მსახიობი თავისი გარდასახვის უნარით, მაქსიმალური დამაჯერებლობით და აღსარების მსგავსი გულწრფელობით  შიშვლდება მაყურებლის წინაშე.  ამ წარმოდგენით რეალურად ვგრძნობთ როგორ სცილდება მსახიობის სხეული პერსონალურ საზღვრებს და სახელოვნებო აქტის ინსტრუმენტი ხდება.   დადგმა „მედეა: მასალა“ მიულერის ტრიპტიქის სამივენაწილს მოიცავს. პოსტდრამატული თეატრის პოეტიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის კოლაჟებითა და ასოციაციებით სავსე ტექსტი  ქრონოლოგიური თავისუფლებითა და მოულოდნელი თემატური ბმებით, განსხვავებულ სათეატროენას და გამომსახველობას გვაჩვევს. ის კიდევ უფრო გამდიდრებული და გაფართოებულია კარმელო რიფიჩის სპექტაკლში.

ფესტივალის უცხოური პროგრამის ბოლო და ასევე პოსტდრამატული მიმართულების სპექტაკლი მ. ლერმონტოვის პოემის მიხედვით დიმიტრი კრიმოვის ლაბორატორიამ  წარმოადგინა. „დემონი. ხედი მაღლიდან“ თანამედროვე ხელოვნების სკოლაში 10 წლის წინ დაიდგა. დიმიტრი კრიმოვის შემოქმედებისათვის დამახასიათებელი სამყაროს ფერწერული ხედვა  აქ,  სპექტაკლის გადაწყვეტის ხერხია. რეჟისორი, განდევნილი დემონის თვალით, ზედხედში გვთავაზობს მთელი სამყაროს გამოსახულების დანახვას. ორიგინალური მიდგომის მიუხედავად  ცოცხალი პლანით, ფუნჯებით, საღებავებითა და რეკვიზიტებით შექმნილი სურათები  ფანტაზიის მხოლოდ მსუბუქი გამოვლინებებია და სტუდენტური ეტიუდების ხასიათს ატარებს. „საჩუქარზე“ რამდენიმე წლის მანძილზე წარმოდგენილი სპექტაკლების უმეტესობაში დ. კრიმოვი მიზანმიმართულად ახდენს რუსული კულტურის დეკონსტრუქციას. ამჯერად მისი დადგმა  რუსულთან ერთად ქართული კულტურული პარადიგმების კრიტიკასა და მათგან დისტანცირებას მოიცავს. ლერმონტოვის პოემაში არსებული, ქართველებისთვის ისედაც ნაკლებად მისაღები, ცნობილი მონაკვეთები კრიმოვის სპექტაკლში სახიერი და კიდევ უფრო გამძაფრებულია.   რეჟისორი და მსახიობები  ქართული ხალხური ჰანგების ფონზე ტრადიციულ საქორწილო სუფრას გვიშლიან, ცხვარსაც ჩვენს თვალწინ რომელიღაც არქაული რიტუალის მიხედვით კლავენ და მისი სისხლით სასმისებს ავსებენ. ამ დროს კი მრავალჟამიერი ჟღერს. ”საჩუქარი“. ხედი გვერდიდან ამ ირონიული კონტრაპუნქტის ადრესატად არა მხოლოდ ქართული ტრადიციები, არამედ ჩვენი ქვეყნის მძიმე ისტორიულიგამოცდილებაც იკითხება.  თითქოს კითხვის ნიშნებიისმებასისხლით მოპოვებულიარსებობის და მსხვერპლის ხარჯზე მიღებული სამომავლო პერსპექტივების მართებულობაზე. რათქმაუნდა ხელოვანს აბსოლუტური შემოქმედებითი თავისუფლება აქვს,ისევე როგორცჩვენ გვაქვს უფლება, არსებული პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით  უხერხულად მოგვეჩვენოს ჩვენი კულტურული გამოცდილების მსგავსი გააზრება. ამ სპექტაკლის ფესტივალზე წარმოდგენამოურიდებელ-პროვოკაციულნაბიჯადაც შეიძლება ჩაითვალოს. რაც, სიმართლე გითხრათ,  გაუგებარია ქართველი ხალხის მეგობრად მიჩნეული დიმიტრი კრიმოვისაგან.  თუმცა, როგორც ჩანს, სიახლოვე ყველა სიკეთესთან ერთად მეტის თქმის უფლებას და შესაძლებლობას იძლევა.

თანამედროვე ხელოვნება, თავის თავში, დადგმის და აღქმის სრულ  თავისუფლებას მოიცავს.  ცალკეული სპექტაკლების  ინდივიდუალური ხედვა ცხადია ვერ გახდება უნივერსალური შეფასების პრეტენზიის მატარებელი. მაგრამისეთი მასშტაბური მოვლენების, როგორიც საერთაშორისო ფესტივალებია, გვერდიდან დანახვანებისმიერი პრეტენზიის შესაძლებლობით სწორედ რომ საინტერესო და საჭიროა. ვფიქრობთ, ეს გვერდითა ხედიაფესტივალის ორგანიზატორებს ჩვენგან, კრიტიკოსებისგან რომ სჭირდებათ და აინტერესებთ. ამიტომაც იმედს ვიტოვებთ  გამოთქმულმოსაზრებებს  საწყენად არავის მიიღებს და ისინი მხოლოდ მომავალი ფესტივალის გაუმჯობესებას მოემსახურება.  ვისურვებდით, მუდმივი თანამგზავრებისგან თავისუფალი მომავალი „საჩუქარი“ კონცეპტუალური პროგრამითა და უახლესი პროდუქციით,  დროში უფრო კომპაქტურად მოთავსებულიყო. ალბათ გასათვალისწინებელია, რომ  მსოფლიოში არ არსებობს  ფესტივალი, რომელიც თვეზე დიდხანს გრძელდება.  პირველ რიგში იმიტომ, რომ  საერთაშორისო მოვლენის მიმდინარეობამ ადგილობრივი თეატრალური სეზონი არ გადაფაროს.  რა დასამალია, რომ  თეატრის არც თუ ისე მრავალრიცხოვანი მაყურებელი არჩევანს ფესტივალის სასარგებლოდ აკეთებს, ადგილობრივი პროდუქცია კი ყურადღების მიღმა რჩება.   ასევე, არ არსებობს ფესტივალი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი ყოველი სპექტაკლის დაწყების წინ ფამილარულ-დიდაქტიკური წინასიტყაობებითა და მობილური ტელეფონების გამორთვის შეგონებებით ამძიმებდეს მთლიან საფესტივალო ატმოსფეროს.  სამწუხაროდ, ეს ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა,  უსარგებლოა და კულუარულ განხილვებში მხოლოდ სარკაზმის ობიექტი ხდება.

დასასრულს, გამოვიყენებთ შესაძლებლობას და მადლობას გადავუხდით ფესტივალის მთელ გუნდს, გაწეული სამუშაოსთვის და თითოეულ დაინტერესებულ პირთან ეფექტური კომუნიკაციისათვის. მომავალ „საჩუქრამდე“!

 

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა