ჯონ მალკოვიჩის მიმართვა
27-03-2012, 12:03

 

27 მარტს  თეატრის სამყარო

ორმოცდამეათედ აღნიშნავს თეატრის მსოფლიო დღეს.

ტრადიციის თანახმად ამ დღისადმი მიძღვნილ ყველა ღონისძიებაზე წაიკითხავენ

სპეციალურ საერთაშორისო გზავნილს.

წელს ამ მიმართვის ავტორი ჩვენი თეატრალებისთვის უკვე  კარგად ცნობილი

ჯონ მალკოვოჩი გახდა.

გთავაზობთ მიმართვის ტექსტის თარგმანს:

 

 

 

„თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტმა და იუნესკომ მომმართეს თხოვნით, დამეწერა თეატრის მსოფლიო დღის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი მიმართვა. ჩემთვის ეს დიდი პატივია.

 

მოკლე გზავნილით მივმართავ ჩემს კოლეგებს - არტისტებს, ჩემს პარტნიორებსა და მეგობრებს.

 

ვისურვებდი, რომ თქვენი ხელოვნება ძლიერი და ორიგინალური იყოს, იყოს ღრმა და გულისხმიერი, გააზრებული და განსაკუთრებული. ვისურვებდი, რომ ჩვენმა ხელობამ გამოხატოს და ნათელჰყოს, რას ნიშნავს იყო ადამიანი. ვისურვებდი, რომ ეს განსჯა გულის სიღრმიდან მოდიოდეს, იყოს ალალი, სიწმინდითა და სათნოებით სავსე. ვისურვებდი, რომ თქვენ შეძლოთ წინააღმდეგობის, ცენზურის, სიღარიბის და ნიჰილიზმის დაძლევა, რომელთაც ბევრი ჩვენთაგანი აუცილებლად გადაეყრება. ვისურვებდი, რომ ღმერთმა უხვად დაგაბერტყოთ ნიჭი და შორსმჭვრეტელობა - რათა დაგვანახოთ ადამიანის გულისცემა მთელი თავისი სირთულით, და საკმარისი თავმდაბლობა და ცნობისმოყვარეობა, რომ ეს თქვენი ცხოვრების საქმედ აქციოთ. ვისურვებდი, რომ თქვენთაგან საუკეთესოებმა - და მხოლოდ საუკეთესოებმა თქვენს შორის იმ განსაკუთრებულ და ხანმოკლე წუთებში - მოახერხონ და განსაზღვრონ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი: „როგორ ვცხოვრობთ?“ გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს“.

 

ჯონ მალკოვიჩი

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა