You sent January 29 at 9:30 PM
როგორ ხარ?
მშვიდად?
თუ მშფოთვარედ?
პაატა sent January 29 at 9:31 PM
მშვიდად. შფოთიანობა წარსულს ჩავაბარე
მოტივაციასთან ერთად.
You sent January 29 at 9:31 PM
კოვიდმაც შეგიწყო ხელი?
პაატა sent January 29 at 9:32 PM
კოვიდმა, ალბათ, ამხილა ის,
რასაც აქამდე თვალს არ ვუსწორებდი
ან ცალი თვალით მივჩერებოდი
You sent January 29 at 9:32 PM
ასე მძიმე დასაწყისს არ ველოდი )))
პაატა sent January 29 at 9:32 PM
ბოდიშს ვიხდი
You sent January 29 at 9:32 PM
შენთვის რა შეიცვალა?
ისედაც ხომ თავისუფალ რეჟიმში მუშაობდი,
ცხოვრობდი
პაატა sent January 29 at 9:33 PM
რისგან თავისუფალში?
You sent January 29 at 9:33 PM
სისტემისგან,
რომელიც ეხლა გაჩერდა
პაატა sent January 29 at 9:33 PM
შეუძლებელია ჩვენთან დღეს ვინმე იყოს სისტემისგან თავისუფალი.
You sent January 29 at 9:34 PM
ნუ, მეტ- ნაკლებად,
ყველაფერი შედარებითიაო
თუ ფარდობითიო, იმ კარგმა ადამიანმა
პაატა sent January 29 at 9:34 PM
სისტემა არ არის მხოლოდ ინსტიტუციები,
პროცესები და პროფესიონალები.
სისტემა მათთან ერთად მათი გულშემატკივრები,
შემფასებელ-დამფასებლები,
უშუალო აუდიტორია და ფართო საზოგადოებაა.
You sent January 29 at 9:35 PM
კარგი, და რაც იყო იგივე არ დარჩა?
შენთვის რა შეიცვალა?
პაატა sent January 29 at 9:37 PM
მიჭირს ამ კითვაზე პასუხის გაცემა. ზოგადია კითხვა.
You sent January 29 at 9:37 PM
კარგი მაშინ რატომ დემოტივირდი?
ასე გკითხავ
პაატა sent January 29 at 9:38 PM
კარგი, ვცდი, გაგცე პასუხი.
პაატა sent January 29 at 9:41 PM
რაღაც მსგავსი მეგობრებს ვუთხარი,
დაახლოებით იგივე კითხვის საპასუხოდ.
უცებ თუ ნელ-ნელა ჩამომიყალიბდა განცდა,
რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ნეკროფილიას გავს,
სექსს მიცვალებულთან.
ბოდიშს ვიხდი, ასეთი შემაძრწუნებელი სურათის დახატვისთვის,
მაგრამ ზუსტად ასეთია ეს განცდა - შემაძრწუნებელი.
უკან არაფერი გიბრუნდება.
შენ ხან ჩხუბობ, ხან ესიყვარულები,
ხან ეფერები, ხან საყვედურობ და ის,
არც მეტი, არც ნაკლები, მკვდარია,
შენი, ასე ვთქვათ, სიყვარულის ობიექტი.
You sent January 29 at 9:41 PM
შენი მაყურებლისთვის ცოტა შეურაცხმყოფელი მგონია ეს დეფინიცია
პაატა sent January 29 at 9:42 PM
ჩემი მაყურებლისთვის?
ასეთი არსებობს?
You sent January 29 at 9:42 PM
კი!
პაატა sent January 29 at 9:42 PM
ბოდიშს ვუხდი ჩემს მაყურებელს,
მაგრამ ისინიც იგივეს გრძნობენ, დარწმუნებული ვარ,
ვინც მართლა არის ჩემი მაყურებელი.
სხვები კი დარჩნენ შეურაცხყოფილები, რა ვქნა.
ისე, აქ საქმე არ ეხება მაყურებელს.
ჩემი სიყვარულის ობიექტი არ არის მაყურებელი.
You sent January 29 at 9:43 PM
შენ ადამიანების გაცოცხლების მიზანი თუ გქონდა არ ვიცოდი
პაატა sent January 29 at 9:43 PM
გაცოცხლების?
You sent January 29 at 9:44 PM
მე ასე აღვიქვი
პაატა sent January 29 at 9:44 PM
არავითარი გაცოცხლების.
უბრალოდ, ცოცხლებთან მინდა რომ მქონდეს საქმე.
გაცოცხლების არა, განწმენდის
You sent January 29 at 9:44 PM.
ვინ არის შენი სიყვარულის ობიექტი? ასათიანის ხმით ))
პაატა sent January 29 at 9:45 PM
ბანალურ პასუხს არ გაგცემ და სხვა არ მაფიქრდება,
მაგრამ ვფიქრობ, ყველას გვამოძრავებს რაღაც ვნება.
You sent January 29 at 9:45 PM
ყველას არა
მაგრამ ვინც “ცოცხალია” კი
პაატა sent January 29 at 9:45 PM
წინააღმდეგ შემთხვევაში, რატომ ვდგებით დილით საწოლიდან?
You sent January 29 at 9:46 PM
ჰო, ძალიამ ბევრმა არ იცის.
ზოგჯერ არც მე ვიცი,
შვილის პატრონმაც
პაატა sent January 29 at 9:46 PM
ცოცხალში არ მიგულისხმია ადამიანი, მაყურებელი, ინდივიდი და ასე შემდეგ.
თუ ვინმე ვიგულისხმე, საზოგადოებაა.
ან უფრო კარგად რომ ვთქვა,
შენი დროა შენი სიყვარულის ობიექტი
და გინდა, რომ მასთან იყო დიალოგში.
You sent January 29 at 9:47 PM.
მაყურებელი და საზოგადოება ჩემთვის ერთი და იგივეა
პაატა sent January 29 at 9:47 PM
არა, არ არის ერთი და იგივე.
შეიძლება გამოხატავდეს, მაგრამ იგივე როგორ არის?
დღეს ქართული თეატრის მაყურებელი,
თავისი ყველა უცნაური მახასიათებლით,
არამგონია გამოხატავდეს დღევანდელ ქართულ საზოგადოებას.
You sent January 29 at 9:48 PM
მაყურებელი საზოგადოების მოდელია
პაატა sent January 29 at 9:48 PM
თეა, არ გეწყინოს, მაგრამ ლოზუნგებით მელაპარაკები,
რომლებიც მარტო სახლების სახურავებზე გადასაჭიმად ვარგა,
როგორც საბჭოთა სამშობლოში იყო.
You sent January 29 at 9:48 PM
როგორც მესმის ისე გელაპარაკები
შენ თუ გინდა ლოზუნგი დაარქვი, არ მეწყინება
პაატა sent January 29 at 9:49 PM
ჰოდა, ლოზუნგად კი ვარგა, „მშვიდობა მსოფლიოს!“
მაგრამ აბა, მშვიდობა?
დღევანდელი მაყურებელი არ არის ჩვენი საზოგადოების მოდელი.
მე ამას გეუბნები.
You sent January 29 at 9:49 PM
მაშინ ძალიან გარკვეული ზღვარი უნდა გაავლო
მაყურებელს და საზოგადოებას შორის
პაატა sent January 29 at 9:50 PM
ეს პირობა, მე თუ მკითხავ, იდეალისტური, ფაქტობრივად უკვე დარღვეულია.
You sent January 29 at 9:50 PM
ანუ ვინც თეატრში დადის რატომ არ ასახავს საზოგადოების სახეს?
პაატა sent January 29 at 9:50 PM
იმიტომ, რომ თეატრი არ ასახავს თავად ამ საზოგადოებას,
მის დროს, მის საფიქრალს.
You sent January 29 at 9:51 PM
არა თეატრზე არ გადახვიდე
პაატა sent January 29 at 9:51 PM
აბა, მაყურებელზე ვლაპარაკობთ და თეატრზე როგორ არ გადავიდე?
You sent January 29 at 9:51 PM
ჯერ საზოგადოების თემა არ ამოწურულა,
მკვდარი საზოგადოების,
როგორც შენ უწოდებ.
ის ადამიანი ვინც თეატრში დადის,
დღეს, საქართველოში
რატომ არ არის საზოგადოების წარმომადგენელი?
პაატა sent January 29 at 9:52 PM
თუ ახლა რომელიმე პარკში ჩავალთ და ვნახავთ იქ მოთამაშე ბავშვებს,
მოხუცებს ძაღლებით, ახალგაზრდებს, სხვებს - დიახ,
ეს იქნება იმ კონკრეტული პარკის გარშემო მოსახლე საზოგადოების მოდელი,
მაგრამ თეატრი არ არის დღეს ისეთი ადეკვატური,
როგორიც პატარა სკვერია სადმე მცირე დასახლებაში.
პაატა sent January 29 at 9:54 PM
არც საზოგადოებისთვის მიწოდებია მკვდარი და ნუ ჩამტენი სიტყვებს ასე, პირში.
მე ვთქვი, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ცხედართან მაქვს სექსი და ნეკროფილიაა-თქო ეს.
არც მაყურებელს ვაყენებ შეურაცხყოფას
და არც საზოგადოებას და არც არავის.
თუკი ვაკრიტიკებ ვინმეს - თეატრია.
You sent January 29 at 9:56 PM
კარგი,
უბრალოდ შენ ისეთი სადემარკაციო ხაზები გაავლე, თან აქტუალური თემაა,
რომ მომინდა სიტყვებზე გამოკიდება :)
პაატა sent January 29 at 9:56 PM
აი, მეც დაგისვამ კითვას, შეიძლება?
You sent January 29 at 9:56 PM
კი ბატონო,
ოღონდ არამგონია საინტერესო იყოს.
შენი პასუხები ბევრად საინტერესოა
პაატა sent January 29 at 9:58 PM
მადლობა ქათინაურისთვის, მაგრამ ასე მარტივად ვერ გამოძვრები
You sent January 29 at 9:59 PM
არც ქათინაური მიფიქრია და არც გამოძრომა ))
მხოლოდ შენი პასუხის წასაკითხად გახსნის ამას ვინც გახსნის
პაატა sent January 29 at 9:59 PM
მაინტერესებს, როგორ გესმის მექანიკა, მაყურებელი როგორ ხვდება თეატრში ?
You sent 29 at 10:00 PM
ხმებით :)
პაატა sent January 29 at 10:00 PM
ანუ?
You sent January 29 at 10:00 PM
ვიღაცამ უთხრა რომ კარგია. ან საინტერესოა.
რეკომენდაციებით მიდიან ადამიანები რაიმეს სანახავად
პაატა sent January 29 at 10:01 PM
ჰო, დაახლოებით იგივე პროცესია,
რაც ალბათ ძველი წელთაღრიცხვის 2650 წელს იყო ქალაქ აქადში არა?
- ყურმოკრული, ფრაგმენტული.
You sent January 29 at 10:01 PM
რომელ სპექტაკლს მირჩევთ?
ხშირად შემხვედრია ასეთი კითხვა სხვადასვა ჯგუფში
ეს ძიების პროცესი ძალიან საინტერესოა.
ან გაუმართლებს, ან - არა,
ან იპოვის თავის ესთეტიკას, ან - არა,
ცხოვრებასავითაა
პაატა sent January 29 at 10:02 PM
ნეტავ, განვითრებული თეატრალური კულტურების მაყურებლები
სად და რა დროს სვამენ ასეთ კითხვას...
ან გაუმართლებს, ან - არა და მეორედ აღარ მოვა.
You sent January 29 at 10:02 PM
კი
პაატა sent January 29 at 10:03 PM
მეთანხმები, რომ აღარ მოვა?
როგორმე ხომ უნდა იყოს იმაზე ოდნავ უკეთ ინფორმირებული,
ვიდრე ვინმე აქადელი 4500 წლის წინ?
You sent January 29 at 10:03 PM
განვითარებულ თეატრალურ კულტურებშიც
უამრავი თრეშია და იმ თრეშში სტვენა- სტვენით გამოირჩევა ხოლმე რაღაც საინტერესო
პაატა sent January 29 at 10:04 PM
ნუთუ, ეს არის თეატრალური ცხოვრების პირობა,
რომ მაყურებელი ცუდად იყოს ინფორმირებული
და კაზინოში წასვლას ჰგავდეს ეს "კულტურული ცხოვრება"?
You sent January 29 at 10:04 PM
ვთანხმდებით, რომ უნდა იყოს ინფორმირებული,
და აქ სადაო არაფერია
პაატა sent January 29 at 10:05 PM
„იქაც თრეშია“ არ არის იმის გამართლება, რაც აქ ხდება.
აქ თრეში არ არის. აქ მცდელობაც კი არ არის, რომ სფერომ / ინდუსტრიამ იმუშაოს.
You sent January 29 at 10:06 PM
კოვიდის პირობებმა კიდევ უფრო დაამძიმა ის, რასაც ამბობ
პაატა sent January 29 at 10:07 PM
კოვიდმა ამხილა, რომ ის, ვინც მომაკვდავი გვეგონა, მკვდარი ყოფილა.
You sent January 29 at 10:07 PM
ადამიანებმა შეიძლება საერთოდ დაკარგონ თეატრში სიარულის ჩვევა
პაატა sent January 29 at 10:07 PM
ვაიმე, რა ჩვევა? რომელი ჩვევა? ვინ უნდა დაკარგოს ჩვევა?
You sent January 29 at 10:07 PM
ან შეიძლება პირიქით, ისე ძალიან მოენატროთ სანახაობა, რომ აღარ გამოვიდნენ თეატრებიდან
პაატა sent January 29 at 10:07 PM
მოსახლეობის ახალგაზრდა ნაწილს სად აქვს მსგავსი ჩვევა? და არც დანარჩენ ნაწილს აქვს.
You sent January 29 at 10:08 PM
თეატრის მაყურებლის უდიდესი პროცენტი საქართველოში ახალგაზრდაა
პაატა sent January 29 at 10:08 PM
ჩვენ ჩვენს გამოცდილებას ისე ვანზოგადებთ, გვგონია, სხვებიც ასე აღიქვამენ ამ ყველაფერს, როგორც ჩვენ.
You sent January 29 at 10:08 PM
შეიძლება
პაატა sent January 29 at 10:09 PM
თუ ჩვენთვის მნიშვნელოვანია რაღაც და სხვაც ასე გვგონია.
ერთგვარი ქედმაღლობა და მეგალომანიაა,
ასე ტოტალურად აზოგადებდე შენს გამოცდილებას.
You sent January 29 at 10:09 PM
ამიტომ ვფიქრომ, რომ აუცილებელია კვალიფიციური კვლევების დაფინანსება
პაატა sent January 29 at 10:09 PM
კვალიფიციური კვლევების დაფინანსება დიდი ხანია აუცილებელია.
You sent January 29 at 10:10 PM
რაზეც მე და შენ ვსაუბრობთ
შესაძლოა აბსოლუტურად აცდენილი იყოს ობიექტურ რეალობას
პაატა sent January 29 at 10:10 PM
უფრო სწორედ, აუცილებელი რომ ყოფილიყო, არ აგვცდებოდა.
You sent January 29 at 10:10 PM
))))
პაატა sent January 29 at 10:11 PM
აქამდე თუ უმაგისოდ მოვიტანეთ,
ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს არაადეკვატურობას.
რას ველოდებით ამ კვალიფიციური კვლევების დასაფინანსებლად,
ცის გახსნას?
პაატა sent January 29 at 10:11 PM
მაგით დავიმშვიდოთ ახლა გული, რომ "ჩვენ ორივე ვცდებით"?
You sent January 29 at 10:11 PM
ვაიმე,
ვსწავლობთ გადაწყვეტილება როგორ უნდა მივაღებინოთ გადაწყვეტილების მიმღებებს.
ამაში მაინც გამოგვეყენებინა ეს კოვიდის სტაგნაცია
პაატა sent January 29 at 10:12 PM
ამდენი მე აღარ მესმის, ბოდიში.
ეს უკვე პოლიტიკაა და პოლიტიკაში ძალაა საჭირო.
ზოგან - სიტყვის, ზოგან - აზრის. ჩვენთან - შიშველი ძალა.
You sent January 29 at 10:13 PM
კარგი, დავუშვათ შენ არ ცდები და საქმე სწორედაც რომ ასე ცუდადაა
და მოტივაციაც დაკარგე.
მაშინ ეს მიმოწერა მომავალი თაობისთვის შემოვინახოთ?
პაატა sent January 29 at 10:15 PM
ეს მიმოწერა თუ რამით დაეხმარება მომავალ თაობას, კიბატონო. მომავალო თაობავ! აგერ, ინებე!<3
You sent January 29 at 10:16 PM
არა , მე კიდევ მაქვს კითხვები ))
პაატა, მე მინდოდა გაჩერებული ცხოვრების
და გაჩერებული თეატრების პრობლემაზე გველაპარა
პაატა sent January 29 at 10:23 PM
გაჩერებული ცხოვრება დიდი პრობლემაა.
გაჩერებული თეატრები კი - არ ვიცი.
დამოუკიდებელი არტისტებისთვის, ვისაც მოაკლდა შემოსავალი,
ძალიან დიდი პრობლემაა, ცხადია, მაგრამ სხვა დაზარალებულს მე ვერ ვხედავ.
არ ეწყინოს არავის, მაგრამ შინაარსის, ძველი საფიქრალის გარეშე ყველა დავრჩით.
You sent January 29 at 10:24 PM
კი
პაატა sent January 29 at 10:24 PM
თუმცა, ზოგი, ყველაფერთან ერთად, ფულის და უსაფრთხოების გარეშეც დარჩა.
You sent January 29 at 10:24 PM
სწორედ ამიტომ გაწერინებ ამდენს,
დამოუკიდებელ არტისტს,
რომ გავიგო თქვენ მაინც რატომ არ ამბობთ არაფერს?
პაატა sent January 29 at 10:25 PM
ვინ ჩვენ? მე? დამოუკიდებელი არტისტი?
You sent January 29 at 10:25 PM
ადამიანები ვინც ყველაზე მეტად დაზარალდით
პაატა sent January 29 at 10:26 PM
ვიტყოდი, მაგრამ ადრესატი მიმასწავლე ჯერ.
სად არის, ვის ველაპარაკოთ?
კოსმოსში დიდი ხანია ვუშვებთ და ვაგზავნით ამ ყველაფერს,
მაგრამ ეგეც ნეკროფილიაა, მგონი.
You sent January 29 at 10:26 PM
შენ იმდენად აბატრაქტული მსჯელობისკენ მიგყავს,
რომ მგონი მეც დემოტივირებული ვხდები.
მხოლოდ გულზე ხელის დაკრეფა
და მომავალი თაობების დალოდება მინდება
პაატა sent January 29 at 10:27 PM
კარგი, ამ ცოდვას არ დავიდებ კისერზე.
შევეცდები, კარგი და კეთილი ვიყო,
შენ რომ არ დაიკრიფო ახლა გულზე ხელები და მე არ დამბრალდეს მერე.
You sent January 29 at 10:28 PM
როგორი იქნება ყველაფერი პანდემიის მერე?
როგორ წარმოგიდგენია?
პაატა sent January 29 at 10:29 PM
იმედი მაქვს, პანდემიის სიცარიელემ უფრო ფართო საზოგადოების
ყურადღება მაინც მოაგროვა
სადღაც საინტერესო წერტილებში.
დამოუკიდებელი არტისტების პრობლემები ახლა გაჟღერდა
მეტ-ნაკლებად მკაფიოდ, რადგან სხვა "ხმაური" მიჩუმდა უცებ.
You sent January 29 at 10:29 PM
და სად გაჟღერდა მკაფიოდ?
პაატა sent January 29 at 10:29 PM
იქნებ, გაერთიანება მოახერხოს ამ ჯგუფმა.
იქნებ, გაერთიანებასთან ერთად ის ძალაც მოიკრიბოს,
პოლიტიკის წარმოებისთვის რომ არის აუცილებელი.
You sent January 29 at 10:29 PM
გაერთიანება კი არა, თუ გადარჩითი ისიც კი არ ვიცი
პაატა sent January 29 at 10:30 PM
შენ რომ მოინდომე დამოუკიდებელი არტისტების შესახებ საუბარი,
უკვე ნიშნავს ამას. შენც და სხვებმაც.
You sent January 29 at 10:30 PM
კი, და სხვა ქვეყნებში ასე ხდება,
აქტიურობა, პროტესტი
ცვლილებების მითხოვნა.
და ჩვენთან, ასეთი სიჩუმე ამ სფეროში ცოტა მოულოდნელი იყო
პაატა sent January 29 at 10:31 PM
თუმცა, ჩვენ დამოუკიდებელი არტისტების პრობლემას
მხოლოდ მატერიალური კუთხით განვიხილავთ,
რომ აი, რა ცუდია, გავკოტრდით და გავღარიბდით.
თუმცა, სინამდვილეში პრობლემა დამოუკიდებელი არტისტების ამ "დამოუკიდებლობაშია".
არავითარი დამოუკიდებლობა არ არსებობს.
You sent January 29 at 10:31 PM
უფრო მკაფიო ვერ იქნები?
რას გულისხმობ?
პაატა sent January 29 at 10:33 PM
დამოუკიდებელი არტისტებისთვის,
დამოუკიდებელი პროცესებისთვის რაც კეთდება,
არის ყალბი და უმიზნო.
შესაბამისად, დამოუკიდებლები არიან დამოკიდებული
და გაცილებით უფრო მეტად დამოკიდებული ძლიერ ინსტიტუციებზე,
ჩინოვნიკებზე, სფეროს "გიგანტების"ვნებათაღელვაზე,
ვიდრე - სხვები.
აი, კვალიფიციური კვლევა არ გვაწყენდა ამის გამოსაძიებლად.
You sent January 29 at 10:33 PM
მათთვის მხოლოდ რამდენიმე ფესტივალი მახსენდება.
რატოა ეს ფესტივალები ყალბი ?
პაატა sent January 29 at 10:34 PM
ფესტივალები არ არის ყალბი!
You sent January 29 at 10:34 PM
სხვა რა კეთდება არ ვიცი, მგონი არაფერი არ კეთდება
პაატა sent January 29 at 10:34 PM
ისევ ნუ მაბრალებ რაღაც ბოროტებებს.
You sent January 29 at 10:34 PM
ვაიმე, არ გაბრალებ
ვაზუსტებ ყველაფერს, რომ სწორად გავიგო რას გულისხმობ
პაატა sent January 29 at 10:35 PM
კვალიფიციური კვლევა ჩაატარეთ, გეთაყვა, როგორმე. ვისაც ეს ხელგეწიფებათ.
You sent January 29 at 10:42 PM
კარგი მხოლოდ ერთს გკითხავ და მოვრჩეთ -
ათი წლის მერე სად ხედავ შენს თავს?
პაატა sent January 29 at 10:43 PM
ციხეში, პოლიტპატიმრად .
You sent January 29 at 10:43 PM
))))) მადლობა, პაატა <3
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04