You sent February 16 at 10:33 PM
თამრი, ხარ გულწრფელობის ხასიათზე?
Tamri sent February 16 at 10:33 PM
აჰაჰა
შევეცდები )
You sent February 16 at 10:34 PM
მითხარი როგორ იმოქმედა შენზე ბოლო ერთმა წელმა
სახელად “სარს კოვ 2”
Tamri sent February 16 at 10:36 PM
ალბათ უფრო მეტად ფსიქოლოგიურად იმოქმედა,
სხვანაირი გახდა ცხოვრება,
ასეთი შიშის და უსუსურობის გრძნობა არ გვქონია მგონი.
პლუს ის, რომ აბსოლუტურად იმართები ვიღაცეების მიერ.
You sent February 16 at 10:38 PM
მაგრამ რა არის ის,
რაც ყველაზე მეტად არტისტების ცხოვრებას დაეტყო?
ცხოვრებას თუ შემოქმედებას.
ამ შემთხვევაში, ამ ორს შორის ზღვარის გავლებაც არ ვიცი რამდენად საჭიროა,
ვინ მოახერხა ბოლო ერთი წელი შემოქმედებით ეცხოვრა,
და ვინ ვერა,
და რაზე იყო ეს დამოკიდებული ?
ალბათ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ იქნება უინტერესო.
შენს მაგალითზე მომიყევი
Tamri sent February 16 at 10:43 PM
გულწფელად რომ გითხრა ჩემთვის ბევრი რამ არ შეცვლილა, არც კოვიდამდე ვიყავი მოთხოვნადი მხატვარი :)) მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი, ზოგადად პროცესი თუ ჩერდება, ეს მომავლის გაჩერებაც არის. უამრავი ხელოვანია, ვისი შემოქმედებაც დაკავშირებულია კოლექტივთან, შეკრებასთან, სხვა ადამიანებზე. ვინც მარტო ვერ იმუშავებს. არ ვიცი, იცი ალბათ, დრო უნდა გავიდეს, რომ რეალურად შევაფასოთ.
შემოქმედებას ვერავინ გააჩერებს ხელოვანში, მაგრამ ინსტრუმენტის წართმევაც მომაკვდინებელია ხანდახან
You sent February 16 at 10:47 PM
დაკეტილი თეატრებიც წართმეული ინსტრუმენტია, და როგორც ამ კორპორაციული სფეროს წარმომადგენელი, გკითხავ, რა მოლოდინი გაქვს, როგორი იქნება პოსტ პანდემიური ქართული თეატრი
Tamri sent February 16 at 10:48 PM
ალბათ ძალიან დაბნეული )
You sent February 16 at 10:48 PM
ბევრი ამბობს რომ ყველაფერი შეიცვლება
))
რომ რეალურად ეს პანდემია იყო ყველაზე დიდი კომუნიკაცია სამყაროსთან
და მათ ბევრი რამ გაიგონეს
)
Tamri sent February 16 at 10:54 PM
კომუნიკაცია შეიძლება საკუთარ თავთან, სამყაროსთან, რა ვიცი..:)))
მედიტაციის შედეგად ბევრს ხვდება ადამიანი, ვინც იცის მედიტირება, მაგრამ ჩვენ ხო ეს არ შეგვიძლია, ჩვენთან ემოციები გარეგანია უფრო მეტად, ამიტომ არ ვიცი...
ანალიზი არ ხდება არც ჩვენს სფეროში და არც ქვეყანაში, ამიტომ არ მაქვს იმედი დიდი ცვლილებების
You sent February 16 at 10:57 PM
შენ ეხლა სიბიექტურ მიზეზებზე საუბრობ, რომელიც შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანია მთელ პროცესში, მაგრამ ხომ არსებობს ობიექტური მიზეზებიც, ის რაც არტისტების გარეთ ხდება და რაც სისტემური ხარვეზებია და მათი ცვლილება სახელოვნებო სფეროებისთვის საციცოცხლოდ აუცილებელია.
შენი აზრით, რა არის ასეთი ხელისშემშლელი ობიექტური მიზეზები, რომელთა გადაჭრით ცხოვრება შეგიმსუბუქდებოდათ?
და გექნებოდათ მეტი შანსი სრულყოფისთვის თქვენს ხელოვნებაში
Tamri sent February 16 at 11:00 PM
ცხოვრება შემიმსუბუქდებოდა...? თეა ასეთი ეგზისტენციალური კითხვებისთვის მზად არ ვარ:))) არაფერი შემიმსუბუქებს..)
You sent February 16 at 11:01 PM
არა, არ მიფიქრია, რომ ეს ეგზისტენციურ სიღრმეებს გაგახსენებდა ჩემი კითხვა.
მე ვიგულისხმე ძალიან კონკრეტული მდგომარეობა,
ჩაკეტილ, რეგულირებულ სივრცეში, ყოფითი პრობლემების გააქტიურების პირობებში გადარჩეს ადამიანი, როგორც არტისტი.
ანუ შენ ითვლები თუ არა ადამიანად, ვინც შემოსავალი დაკარგა?
და თუ კიდევ უფრო დავკონკრეტდები, ვრცელდება თუ არა რაიმე სახელწიფო სოციალური პროგრამა შენზე, როგორც დამოუკიდებელ არტისტზე?
Tamri sent February 16 at 11:08 PM
იცი რა, შევთანხმდით ბოლო საუკუნეებში, რომ არტისტს კურატორი სჭირდება, რომელსაც თეორიულად შეუძლია იმის დალაგება რაც შენს თავშია, წინასწარ დანახვა. რავიცი ძალიან მარტივად რომ ვთქვათ. ამ შემთვევაში კულტურის სამინისტრო უნდა იყოს კურატორი, მხოლოდ დამფინანსებელი და ბუღალტრულად დამლაგებელი არა. იდეის ავტორი, როგორი კულტურა გვინდა, როგორი ხელოვანები, როგორი ხელოვნება და რისთვის. არც ერთ კითხვაზე პასუხი არ არის, ეგ კი არა კითხვის დასმაც არ ხდება. საერთოდ არ მიყვარს ხოლმე პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეს გადატანა და დაბრალება, რა თქმა უნდა მარტო ინსტიტუციის ბრალი არ არის, ალბათ, თუმცა ის, რომ მეტად გახსნილები არ ვართ, უშიშრები არ ვართ ...ალბათ კი ინსტიტუციების ბრალია, იმ გზის, რაც გავიარეთ და როგორ გავიარეთ.
შემოსავალი რა თქმა უნდა დავკარგე, უამრავი გეგმა მქონდა, უნდა წავსულიყავი სპექტაკლზე სამუშაოდ, აქაც იყო ხოლმე რაღაც პროექტები.
Tamri sent February 16 at 11:11 PM
ერთადერთი გამიმართლა, წელს არაჩვეულებრივ ხალხთან, ძალიან კარგ პროექტზე, ფილმის გადაღებაზე ვიმუშავე და მაგან კი, გადამარჩინა
თუ ფიზიკურ გადარჩენას ვგულისხმობთ:)
არა, არა მარტო, უამრავი კარგი ადამიანი გავიცანი და მენტალურადაც გადამარჩინა:)
You sent February 16 at 11:13 PM
მიხარია რომ რაღაც იმედისმომცემი მოვისმინე.
Tamri sent February 16 at 11:13 PM
ოღონდ იმას ვლაპარაკობ, რომ მე ერთი ადამიანი საზომი არ ვარ, მე გამიმართლა და მოვხვდი პროექტზე, მაგრამ უამრავმა დამიანმა დაკარგდა სამსახური, ამიტომ არასწორია, ალბათ, ამ შემთხვევაში პირადზე ლაპარაკი, უფრო ცუდად გვაქვს საქმე:)
You sent February 16 at 11:14 PM
პირადი მაგალითები ყველაზე კარგად გამოხატავს რეალობას, ჩემი აზრით
Tamri sent February 16 at 11:15 PM
ეს იყო ზაფხულში, ახლა კი ჩაკეტილი ვარ ჩემს ოთხაში მე და ფოტოშოპი და ვაკეთებ ჩემს კოლაჟებს:)
You sent February 16 at 11:15 PM
კულტურის სამინისტრომ გვითხრა, რომ აუცილებელია შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება
Tamri sent February 16 at 11:15 PM
ვის უთხრა?:)
საკუთარ თავს უთხრას:)
იცი რა არის ყველაზე დასანანი და არასწორი? კულტურის სამინისტრო თუ ხვდება შემოქმედ ადამიანებს, ხვდება მხოლოდ იმათ ვინც მუშაობს საჯარო სამსახურებში, რამდენადაც ვიცი, და არსებობენ მსახიობები, მხატვრები, რეჟისორებბი, ვინც არსად მუშაობს, დამოუკიდებელი არტისტები, ესენი თითქოს მათთვის არ არსებობენ.
You sent February 16 at 11:19 PM
შენ თქვი რომ არცერთ კითხვაზე პასუხი არ არის, რა იწვევს ამ დისკომუნიკაციას?
თუნდაც დამოუკიდებელ არტისტებთან
და რატომ არის კულტურის სამინისტრო მხოლოდ სიპების სამინისტრო?
ან შენ თუ გქონია მცდელობა კონტაქტი გქონოდა ამ უწყებასთან?
Tamri sent February 16 at 11:21 PM
არაპროფესიონალიზმი, იდეის არ ქონა, ჩვეულებრივი რუტინული სამსახურია, წლიდან წლამდე, რავიცი ბლანკების შევსება, ესე ჩანს გარედან. სიპების არის, იმიტომ რომ ერთმანეთზე არიან დამოკიდებულები.
მე პირადად არ მქონია მათთან კონტაქტის მცდელობა, მაგრამ კიდევ ვამბობ, არიან ადამიანები ვისაც ქონიათ და თუნდაც მიუღიათ დაფინანსება ან მხარდაჭერა, ეს არის კონკრეტული შემთხვევები, მე ვლაპარაკობ კულტურის სამინისტროს მუშაობაზე, ხედვაზე ზოგადად, უფრო გლობალურად უნდა შევხედოთ. ჩემი მეზობელი თუ კარგად ცხოვრობს, ეს ხო არ ნიშნავს იმას რომ ქვეყანაში არ არის კრიზისი?
You sent February 16 at 11:26 PM
მრჩება შთაბეჭდილება რომ წლებია არტისტების ბედი, მათი პროდუქტიულიბა, მხოლოდ მათსავე სიცოცხლისუნარიანობაზეა დამოკიდებული. და ნაკლებია, ან საერთოდ არ არის მხარდაჭერა
Tamri sent February 16 at 11:26 PM
მე არც მინდა კომუნიკაცია, მე მინდა შეიქმნას ისეთი პლატფორმა, კლიმატი...რავიცი რა დავარქვა, აუზი სადაც მე ვიცურავებ, სულ არ უნდა დამჭირდეს მათთან კონტაქტი
You sent February 16 at 11:26 PM
მესმის, მაგრამ ეს მდგომარეობა თავისთავად არ მოვა
და არ მახსოვს რაიმე ტიპის კამპანია ან მოთხოვნა...
Tamri sent February 16 at 11:28 PM
არტისტების ბედი დამოკიდებულია პირად ნაცნობებზე, პირად მომხიბვლელობაზე და ასტროლოგიაზე და რა ვიცი კიდე:)))
You sent February 16 at 11:28 PM
თითქოს არტისტებიც ერგებიან თუ ეგუებიან ამ მოცემულობას
პირადად მე წლებია ერთი და იგივეს ვლაპარაკობ და ერთი და იგივე მესმის
))
Tamri sent February 16 at 11:31 PM
ნაწილობრივ, ქვეყნის ეკონომიკიდან გამომდინარე, ყველა ცდილობს მაინც იყოს დაკავშირებული სახელმწიფო დაფინანსებაზე, იმიტომ რომ არ არსებობს ალტერნატივა. არავინ აფინანსებს ხელოვნებას. იმიტომ რომ არ იციან რისთვის დააფინანსონ
You sent February 16 at 11:31 PM
))
და რისთვის უნდა დააფინანსონ?
Tamri sent February 16 at 11:34 PM
და იცი რა არის მთავარი, არაფრისთვის უნდა დააფინანსონ, აი მაგის გაგებაა რთულია:)
საკუთარი თავისთვის უნდა დააფინანსონ,
უბრალოდ იმისთვის, რომ იარსებოს
ეს იგივეა, რომ ვთქვათ ბიბლიოთეკას რატო ვაფინანსებთ რა სარგებელი მოაქვს, ფინანსურად არანაირი, უამრავი ხარჯი, ამხელა შენობის შენახვა და ა. შ.
იმიტომ რომ წავიკითხოთ, მორჩა.
ეს საკმარისია.
ბოლო დროს მუდმივად მესმის თხოვნა თუ მოთხოვნა, რომ რაღაც დავამტკიცოთ, იმისთვის რომ ვიარსებოთ.
დამტკიცებულია დიდი ხნის წინ ეგ ამბავი უკვე, რომ საჭიროა, რომ სხვანაერად ვერა.. )
You sent February 16 at 11:35 PM
ხელოვნების სარგებლიანობაზე იმედია კითხვას არავინ სვამს, მაგრამ მე მაინტერესებს როდემდე იქნება ეს ყველაფერი თვითდინების რეჟიმში
და უბრალოდ მაინტერესებს აქვს თუ არა მოქმედ არტისტებს ცვლილების განხორციელების ნება და პოტენციალი
და რატომღაც მგონია რომ დღეს ეს ენერგეტიკა აკუმულირებული არ არის
შენთან ვამოწმებ, მართალი ვარ თუ ვცდები ))
Tamri sent February 16 at 11:37 PM
სანამ იდეა არ იქნება, სანამ არ დარწმუნდებიან კი არა და ვერ გაიაზრებენ ყველაფერს, შეიძლება ძალიან იდეალისტი ვარ, მაგრამ მე თუ არ მჯერა იმის რასაც ვაკეთებ, როგორ უნდა იყოს რეზონანსური? მე თუ არ შემეხო, სხვას როგორ უნდა შეეხოს? უამრავ ადამიანს ვიცნობ, ვინც ირონიით უყურებს თეატრის, ან მხატვრობის ან საერთოდ ხელოვნების იდეას და მუშაობს ამ სფეროში.
Tamri sent February 16 at 11:38 PM
ღმერთო იმედია ისე პათეტიურად არ ვლაპარაკობ, როგორც ჩვენი პოლიტიკოსები ტელევიზორში:)
You sent February 16 at 11:39 PM
და მეც ისგივე რიტორიკულ კითხვებს არ ვსვამ ))
Tamri sent February 16 at 11:41 PM
იცი რა, მგონია რომ ჩვენი შეცდომა ის არის, რომ პირამიდის თავიდან ვიწყებთ და არა ქვემოდან, აუცილებლად რაღაც რადიკალური გვინდა, უცებ გვინდა დავინახოთ ეს ცვლილება, ცვლილების პერიოდი შეიძლება გაგრძელდაეს 10,20,30 წელი და მეტი... ესეც ნორმალურია. რევოლუცია არ არის საჭირო, თუმცა რამოდენიმე თეატრს კი დავხურავდი გადაჭრით, ისე, რომ არც დავფიქრდებოდი )
You sent February 16 at 11:46 PM
დაგამშვიდებ და გეტყვი რომ პოლიტიკოსებისგან განსხვავებით გარეთ არ ეძებ პრობლემას და მგონია, რომ ეს რაღაც გამოსავალთან მიახლოებულს გავს.
თეატრების დახურვაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას.
ისედაც დახურულია )
Tamri sent February 16 at 11:47 PM
ჰო, არა, არც ეგ არის გამოსავალი, არ ვარ მართალი )
You sent February 16 at 11:48 PM
და ის რაც მელაპარაკე, მიუხედავად იმისა, რომ ტემპებში ვერ გეთანხმები, კარგ მოლოდინებს მიჩენს.
მადლობა, თამრი
Tamri sent February 16 at 11:49 PM
მაგ ტემპებზე არც მე ვარ თანახმა:) 35 წლის ვარ))))
მადლობა შენც
You sent February 16 at 11:50 PM
მხატვრისთვის თინეიჯერული ასაკია
თითქმის
)
Tamri sent February 16 at 11:50 PM
უბრალოდ დასანანია, რომ კულტურაზე, ჩვენს სფეროზე, მხოლოდ ესეთი ტონით გვიწევს მუდამ საუბარი...
და ეს უარყოფითი ენერგია ისევ ჩვენ გვიბრუნდება...
You sent February 16 at 11:52 PM
საუბარი საუბრად რჩება და ასე უსასრულოდ
მაგრამ ნუ, იყოს ჰო,
ესეც საქმეა.
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04