ჩვენი გეგმების პრეზენტაცია პირველი თეატრალური ონლაინ გაზეთის მკითხველისადმი საპროქტო ენისა და ფამილარული, ოჯახის წევრისადმი გაგზავნილი წერილის სტილისტიკათა შორის მერყეობს, ისევე, როგორც ამ ბოლო დროს – თეატრმცოდნეობა პროფესიასა და ჰობს შორის.
სწორედ ამ არასახარბიელო მოცემულობის დასაძლევად შეიქმნა თეატრალური ონლაინ გაზეთი –www.georgiantheatre.ge რომელსაც შეუძლია:
1.ნაკლები დანახარჯებით იქცეს თეატრებს, თეატრმცოდნეებსა და მაყურებელს შორის აუცილებელ დამაკავშირებელ რგოლად
2.შექმნას ერთიანი კულტურული, საინფორმაციო სივრცე საქართველოში არსებული 54 თეატრის და თეატრის მოღვაწეებისათვის
3.უზრუნველყოს პროფესიული კრიტიკის განვითარება და ამით ხელი შეუწყოს თეატრმცოდნეობის მნიშვნელობის გაზრდას
4.იქცეს მნიშვნელოვან საინფორმაციო ბაზად, რომელიც გაზრდის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ნებისმიერი მსურველისათვის
5.ხელი შეუწყოს დისკუსიებსა და სამეცნიერო კვლევა–ძიებებს თეატრის სფეროში.
„საპროექტო ენაზე“ ჩამოყალიბებულ ამ მიზნებს განხორციელება უწერია მხოლოდ ერთი გარემოების გათვალისწინებით – თეატრების ადმინისტრაციებისა და თეატრმცოდნეების, ასევე თეატრის კრიტიკოსთა თანდათან დავიწროებული წრეების, უფროსი და ახალი თაობის მჭიდრო თანამშრომლობით.
www.georgiantheatre.ge ეცდება სწორედ ამ თანამშრომლობის გაღვივებით წარმოქმნას ცოცხალი სივრცე, ცოცხალი პროცესი, რაც ყოველთვის სჭირდება ნებისმიერ შემოქმედებას და განსაკუთრებით ხელოვნების ისეთ დარგს, როგორიც თეატრია, რომელიც სწორედ დღეს, „აქ და ახლა“ ხორციელდება.
ნებისმიერ მიზნამდე გარკვეული გზა მუხლჩაუხრელად არის გასავლელი, რომელსაც იმედი გვაქვს, ჩვენი მკითხველის მუდმივი და მზარდი ინტერესის თანხლებით გავივლით!
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04