ე. ლებედევი დაბადებიდან 95 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო
14-04-2012, 23:50

დღეს  14  აპრილს, ა.  გრიბოედოვის სახ.  რუსულ  დრამატულ თეატრში  გაიმართა ე. ლებედევის დაბადებიდან   95 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო.

 ე.  ლებედევი 1940–1949 წწ. მოღვაწეობდა თბილისის რუსულ მოზარდ  მაყურებელთა თეატრში, ამ დროს   გაიცნო  გიორგი  ტოვსტონოგოვი,  ა.  გრიბოედოვის სახ.  რუსული  დრამატული თეატრის  მაშინდელი  მთავარი  რეჟისორი და მისი ლენინგრადში გადასვლის შემდეგ  ე.  ლებედევიც  ამ თეატრში  გადადის. ე.  ლებედევი სიკვდილამდე  (1997 წ.) ლენინგრადის დიდი დრამატული თეატრის წამყვანი  მსახიობი  იყო. შესრულებული აქვს  მთელი რიგი მთავარი  როლები  გ.  ტოვტონოგოვის დადგმებში და კინოფილმებში.    

 

 

ამ თარიღისთვის  და ევგენი  ლებედევის საპატივსაცემოდ მთავარმა რეჟისორმა ავთანდილ  ვარსიმაშვილმა განახორციელა  ლ.  ტოლსტოის „ ხოლსტამერი“ –  „ცხენის  ისტორია“  – ინსცენირება, რომელიც გ.  ტოვსტონოგოვმა ამ  მსახიობისთვის დადგა  თავის თეატრში.  

ა.  გრიბოედოვის სახ.  რუსული  დრამატული თეატრის   დღევანდელ წარმოდგენაში  დაკავებულნი არიან: ვ. ხარიუჩენკო, ლ. არტომოვა–მღებრიშვილი,  მ. არჟევანიძე,  მ.  კიტია, ა. ბარათაშვილი, ა.  კუბლაშვილი, ლ. გურგენიძე და სხვ.

 

ე. ლებედევი დაბადებიდან   95 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო

 

 

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა