ბათუმის თეატრი ეჟენ იონესკოს ბიენალეზე
3-05-2012, 23:52

ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ეჟენ იონესკოს ბიენალეზე მიემგზავრება, სადაც 27 მაისს წარმოადგენს გიორგი თავაძის სპექტაკლს "გვესაჭიროება მოხუცი კლოუნი". ბათუმის თეატრი უკვე მეორედაა მიწვეული აღნიშნულ საერთაშორისო ფორუმზე მონაწილეობის მისაღებად, 2010 წელს ბათუმის თეატრმა ბიენალეზე წარმოადგინა ირაკლი სამსონაძისა და გიორგი თავაძის სპექტაკლი "ბანანისა და კომშის პუდინგი კონიაკითა და რომით", რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე შეიქმნა. ფესტივალის პროგრამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: Program BITEI-2012

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა