მოკლე ისტორია: XIX საუკუნის ბოლოს, ქართველი საზოგადო მოღვაწეების დიდი ძალისხმევითა და ინიციატივით, საქართველოში ერთდროულად რამდენიმე თეატრი გაიხსნა. მათ შორის ერთ–ერთი ქალაქ ჭიათურის დრამატული თეატრი იყო, რომელიც 1894 წლის 11 დეკემბრიდან ამოქმედდა. 1901 წელს თეატრში, ცნობილი ქართველი მწერლის – აკაკი წერეთლის თანდასწრებით, მისი გახმაურებული პიესა „პატარა კახი“ დაიდგა. 1910 წლიდან მოყოლებული თეატრს მუდმივმოქმედი დასი ჰყავდა. თეატრის ,,ოქროს ხანად“ არის მიჩნეული XX საუკუნის 20–30–იანი წლები, როდესაც პავლე ფრანგიშვილის ხელმძღვანელობით სცენაზე ეროვნული დრამატურგიის პარალელურად, მსოფლიოში ცნობილი დრამატურგების, მაგალითად: უილიამ შექსპირის, მოლიერის, ლოპე დე ვეგას და სხვათა ნაწარმოებები გაცოცხლდა. 1949 წელს ჭიათურის თეატრმა ბინა დაიდო შენობაში, რომლის მშენებლობაც 1946 წელს, მეორე მსოლფიო ომის დამთავრებისთანავე დაიწყო. ნაგებობის მონაპოვარია დარბაზის პლაფონის მოხატუბა, რომელიც ქართველ მხატვარს რობერტს სტურუას ეკუთვნის. თეატრის ფასადს მოქანდაკე ვალერიან თოფურიძის მიერ შექმნილი აკაკი წერეთლის სკულპტურული გამოსახულება ამშვენებს. ჭიათურის თეატრს აკაკი წერეთლის სახელი 1949 წელს მიენიჭა. XX საუკუნის მეორე ნახევარში ჭიათურის თეატრმა საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა: ორჯერ გაიმარჯვა საკავშირო ფესტივალებზე, ხოლო უნგრული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალზე მთავარი პრიზი დაიმსახურა. ამჟამად დასში ირიცხება 30 მსახიობი. თეატრის რეპერტუარშია, დაახლოებით, 16 სპექტაკლი. ჭიათურის თეატრთან აქტიურად თანამშრომლობენ ქართველი რეჟისორები, მათ შორის ახალი თაობის წარმომადგენლები. მთავარი რეჟისორია: ანდრო ენიქუძე. 2000 წლიდან თეატრის მმართველია ნანა წერეთელი. Theatre Background: Towards the end of the nineteenth century due to extensive efforts and initiatives of Georgian public figures a number of theatres opened simultaneously in Georgia, one of them being Chiatura drama theatre active from December 11th 1894. In 1901 the theatre hosted a renowned play “Little Kakhi” by Georgian writer Akaki Tsereteli. From 1910 the theatre had a permanent company of its own. Twenties and thirties of the past century are considered to be the heyday of the theatre. Under the leadership of Pavle Prangishvili the theatre hosted not only national plays but plays by world-famous classics such as William Shakespeare, Moliere, Lope de Vega and others. In 1949 Chiatura drama theatre moved to the building from the year 1946 built right after the end of the World War Two. The highlight of the building is the painted ceiling of the theatre auditorium by Georgian painter Robert Sturua. Theatre façade is adorned with a sculpture of Akaki Tsereteli by sculptor Valerian Topuridze. In 1949 Chiatura drama theatre was named in honor of Akaki Tsereteli. In the second half of the twentieth century Chiatura drama theatre gained an international acclaim by winning twice at union festivals and receiving a main price at International Festival of Hungary. Theatre Company accounts for 30 actors. 16 performances are listed in the program. Georgian directors actively cooperate with Chiatura drama theatre, among them representatives of young generation. Lead Director: Andro Enukidze. Nana Tsereteli has been heading the theatre since the year 2000 Location: Georgia, Chiatura, Ilia Chavchavadze N15 Tel: (+ 995) 479 25 24 26, Mob: (+995) 599 19 90 68; (+995) 599 27 30 47; E-mail: chiaturatheatre@yahoo.com FB: "ჭიათურის აკაკი წერეთლის სახ. თეატრი" / "ჭიათურის თეატრი"
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04