ლი­დე­რე­ბი სა­ხე­ზეა
7-06-2012, 16:51

ლაშა ჩხარტიშვილი
წლე­ვან­დე­ლი "დუ­რუ­ჯის" ჟი­უ­რი უფ­რო ევ­რო­პუ­ლად მო­იქ­ცა, ვიდ­რე "ტრა­დი­ცი­ულ ქარ­თუ­ლად." იმას ვგუ­ლის­ხ­მობ, რომ ჟი­უ­რიმ მა­ვა­ნის გუ­ლის მო­გე­ბის მიზ­ნით არ "გა­ბე­რა" სა­უ­კე­თე­სო­ე­ბის მოკ­ლე სია და და­ა­ფიქ­სი­რა მყა­რი, პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია, ვის­თ­ვის - მი­სა­ღე­ბი და ვის­თ­ვის - მი­უ­ღე­ბე­ლი. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და კუ­ლუ­ა­რებ­ში "დუ­რუ­ჯის" ნო­მი­ნან­ტ­თა მოკ­ლე სი­ის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ, ტრა­დი­ცი­უ­ლად, უკ­ვე დი­დი ვნე­ბა­თა­ღელ­ვა და კა­მა­თი გა­მო­იწ­ვია. ამ პრო­ცესს სწო­რად ჩა­ავ­ლო ქარ­თულ თე­ატ­რ­ზე შეყ­ვა­რე­ბულ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა, "დუ­რუ­ჯი­სა" და საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "ცის­კ­რის" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ლა­შა პა­პაშ­ვილ­მა, რო­ცა გა­ნაცხა­და: "რო­გორც ყო­ველ­თ­ვის, "მოკ­ლე ნუს­ხის" წარ­დ­გე­ნას წელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­უთ­მენ­ლო­ბით ელი­ან თე­ატ­რა­ლუ­რი სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი; და­ძა­ბუ­ლო­ბა და ინ­ტე­რე­სი პიკს აღ­წევს. ცხა­რე დის­კუ­სია და დე­ბა­ტე­ბი სა­ბო­ლოო ლა­უ­რე­ა­ტე­ბის გა­მოვ­ლე­ნამ­დე, და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ამ­დე გრძელ­დე­ბა - ფი­ნა­ლუ­რი ფა­რუ­ლი კენ­ჭის­ყ­რა ხომ სწო­რედ ბო­ლო დღეს, ოფი­ცი­ა­ლურ ღო­ნის­ძი­ე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ად­რე ტარ­დე­ბა. წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ექ­ვ­სი­ვე ნო­მი­ნა­ცი­ის თი­თო­ე­ულ კან­დი­დატს. იმე­დია, "დუ­რუ­ჯის" ლა­უ­რე­ა­ტის წო­დე­ბა დი­დი სტი­მუ­ლი და წა­ხა­ლი­სე­ბა იქ­ნე­ბა პრო­დუქ­ტი­უ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მოღ­ვა­წე­ო­ბის გა­საგ­რ­ძე­ლებ­ლად".
სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­მო­ი­ყუ­რე­ბა სა­უ­კე­თე­სო რე­ჟი­სორ­თა მოკ­ლე სია: ერ­თ­მა­ნე­თის პი­რის­პირ აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ მა­ეს­ტ­რო (რო­ბერტ სტუ­რუა) და შე­გირ­დი (გი­ორ­გი თა­ვა­ძე); ასე­ვე, ძმე­ბი თა­ვა­ძე­ე­ბი (ნი­კა და გი­ორ­გი) სპექ­ტაკ­ლე­ბის­თ­ვის "ნა­დი­რო­ბის სე­ზო­ნი" (რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი), "გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ხუ­ცი კლო­უ­ნი" (ბა­თუ­მის თე­ატ­რი) და "სტრიპ­ტი­ზი" (სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რი). კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე ოც­და­სა­მი რე­ჟი­სო­რი­დან ამ კონ­კ­რე­ტუ­ლი ჟი­უ­რის­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო მხო­ლოდ სა­მი რე­ჟი­სო­რუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რი აღ­მოჩ­ნ­და.
წელს და­წე­სე­ბუ­ლი სა­უ­კე­თე­სო მხატ­ვ­რის ნო­მი­ნა­ცი­ე­ბი­დან "დუ­რუ­ჯის" ჟი­უ­რიმ გა­მოც­დი­ლი მხატ­ვა­რი თე­მურ ნი­ნუა (სპექ­ტაკ­ლით "ნა­დი­რო­ბის სე­ზო­ნი"), ახალ­გაზ­რ­და ნი­ნო კი­ტია ("ფსი­ქო­ზი 4:48") და რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი თა­ვა­ძე ("გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ხუ­ცი კლო­უ­ნი") გა­მო­არ­ჩია, თუმ­ცა ვის მი­ა­ნი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას, ეს მხო­ლოდ "დუ­რუ­ჯის" სა­ზე­ი­მო და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი. სა­უ­კე­თე­სო პი­ე­სე­ბის რიგ­ში კვლავ მა­ეს­ტ­რო თა­მაზ ჭი­ლა­ძე და მი­სი შე­გირ­დი ლა­შა ბუ­ღა­ძე აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ პი­ე­სე­ბის­თ­ვის "ნა­დი­რო­ბის სე­ზო­ნი" (რე­ჟი­სო­რი რო­ბერტ სტუ­რუა) და "პან­თე­ო­ნი" (რე­ჟი­სო­რე­ბი: გუ­რან­და იაშ­ვი­ლი - მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რი და დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლი - ახ­მე­ტე­ლის თე­ატ­რი).
რთუ­ლი სა­მუ­შაო მო­უ­წევს ჟი­უ­რის სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცი და ქა­ლი მსა­ხი­ო­ბის პრე­მი­ის გა­ცე­მი­სას, რად­გან მათ ხუ­თი სა­უ­კე­თე­სო ქა­ლი (ქე­თა შა­თი­რიშ­ვი­ლი, კა­ტო კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლი, მაგ­და ლე­ბა­ნი­ძე, მაია გე­ლო­ვა­ნი, ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლი) და ექ­ვ­სი (მარ­ლენ ეგუ­ტია, პა­ა­ტა ინა­უ­რი, გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე, და­თა თა­ვა­ძე, ტი­ტე კო­მა­ხი­ძე, მა­მუ­კა მან­ჯ­გა­ლა­ძე) სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცი მსა­ხი­ო­ბი და­ა­სა­ხე­ლეს. ჩა­მო­ნათ­ვა­ლის გა­და­ხედ­ვი­სას აღ­მო­ვა­ჩენთ, რომ სა­უ­კე­თე­სო ქალ მსა­ხი­ობ­თა სი­ა­ში უმ­რავ­ლე­სო­ბა კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლის (მი­ხე­ილ მარ­მა­რი­ნო­სის რე­ჟი­სუ­რით) "R+J მე­სა­მე გან­ზო­მი­ლე­ბა, ბე­დის­წე­რა დაბ­ნე­უ­ლია..." მო­ნა­წი­ლე­ე­ბი აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ, თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით ია სუ­ხი­ტაშ­ვილს, რო­მელ­მაც საკ­მა­ოდ და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი სა­ხე შექ­მ­ნა რო­ბერტ სტუ­რუ­ას სპექ­ტაკ­ლ­ში "ნა­დი­რო­ბის სე­ზო­ნი." სწო­რედ ამის გა­მო წარ­მო­უდ­გე­ნე­ლიც კი იყო მოკ­ლე სია ია სუ­ხი­ტაშ­ვი­ლის გა­რე­შე. სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კაც მსა­ხი­ობ­თა მოკ­ლე ჩა­მო­ნათ­ვალ­ში მი­ხე­ილ მარ­მა­რი­ნო­სის სპექ­ტაკ­ლის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე და პა­ა­ტა ინა­უ­რი აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ. თა­ვად მარ­მა­რი­ნო­სი, "დუ­რუ­ჯის" წეს­დე­ბის თა­ნახ­მად, კონ­კურ­ს­ში ვერ ჩა­ერ­თო - "დუ­რუ­ჯის" მო­სა­პო­ვებ­ლად "ბრძო­ლა" მხო­ლოდ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ - რად­გან კონ­კურ­სის მი­ზა­ნი ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის მხარ­და­ჭე­რა და წა­ხა­ლი­სე­ბაა. თუმ­ცა კი­ნომ­სა­ხი­ობ­თა თე­ატ­რ­ში შექ­მ­ნი­ლი მი­ხე­ილ მარ­მა­რი­ნო­სის სპექ­ტაკ­ლი სრუ­ლი­ად ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ციაა და, შე­სა­ბა­მი­სად, თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის ნა­წი­ლი­ცაა.
სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცი მსა­ხი­ო­ბის ნო­მი­ნა­ცი­ებ­ზე გა­ნი­ხი­ლე­ბი­ან და­თა თა­ვა­ძე (ნი­კა თა­ვა­ძის სპექ­ტაკ­ლი "სტრიპ­ტი­ზი") და ბა­თუ­მის თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლ­ში "გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ხუ­ცი კლო­უ­ნი" მო­ნა­წი­ლე სა­მი მსა­ხი­ო­ბი­დან ორი - მა­მუ­კა მან­ჯ­გა­ლა­ძე და ტი­ტე კო­მა­ხი­ძე. აღ­ნიშ­ნულ სპექ­ტაკ­ლ­ში ცნო­ბი­ლი და გა­მოც­დი­ლი მსა­ხი­ო­ბი რა­მაზ იოსე­ლი­ა­ნიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­მე­ლიც მოკ­ლე სი­ა­ში ვერ აღ­მოჩ­ნ­და. წლე­ვან­დელ­მა ჟი­უ­რიმ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი, ძი­რი­თა­დად, ახალ­გაზ­რ­და მსა­ხი­ო­ბე­ბის ნა­მუ­შევ­რებ­ზე გა­ა­კე­თა, თუმ­ცა, გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით, უფ­რო­სი თა­ო­ბი­დან სა­უ­კე­თე­სო­თა სი­ა­ში მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი მარ­ლენ ეგუ­ტია აღ­მოჩ­ნ­და, ნი­კა ლუ­არ­სა­ბიშ­ვი­ლის მო­ნოს­პექ­ტაკ­ლი­დან "კრე­პის უკა­ნას­კ­ნე­ლი ფი­რი". სპექ­ტაკ­ლი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის "სხვენ­ში" და­იდ­გა.
კონ­კურ­ს­ში ისე­დაც მცი­რე მო­ნა­წი­ლე ახალ­გაზ­რ­და რე­ჟი­სორ­თა­გან წლე­ვან­დელ­მა ჟი­უ­რიმ სა­უ­კე­თე­სო ხუ­თე­უ­ლის ლი­მი­ტი სა­მამ­დე და­იყ­ვა­ნა. სა­უ­კე­თე­სო ახალ­გაზ­რ­და რე­ჟი­სორ­თა კან­დი­და­ტებ­ში აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ ნი­კა ლუ­არ­სა­ბიშ­ვი­ლი ("კრე­პის უკა­ნას­კ­ნე­ლი ფი­რი", მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი), მა­კა ნაც­ვ­ლიშ­ვი­ლი ("ფსი­ქო­ზი 4:48", მუ­სი­კი­სა და დრა­მის თე­ატ­რი) და გა­გა გო­შა­ძე ("ბო­ლო გა­ჩე­რე­ბა," ბა­თუ­მის თე­ატ­რი). ჩა­მოთ­ვ­ლილ­თა­გან არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა ჟი­უ­რის­თ­ვის ისე­ვე ძნე­ლია, რო­გორც ჟი­უ­რის გა­რეთ დარ­ჩე­ნი­ლი ექ­ს­პერ­ტე­ბი­სათ­ვის, რად­გან სა­უ­კე­თე­სოს გა­მოვ­ლე­ნა იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ რო­გორ თე­ატრს და რას აფა­სებს კრი­ტი­კო­სი ახალ­გაზ­რ­და რე­ჟი­სორ­სა და მის სპექ­ტაკ­ლ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად - მო­ქა­ლა­ქე­ობ­რივ პო­ზი­ცი­ას, ფორ­მის ორი­გი­ნა­ლო­ბას თუ აზ­როვ­ნე­ბას. ნო­მი­ნანტ სპექ­ტაკ­ლებ­ში სა­მი­ვე ფაქ­ტო­რი ერ­თ­დ­რო­უ­ლად არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა. სწო­რედ ამი­ტო­მაც სა­მი ახალ­გაზ­რ­და რე­ჟი­სო­რის გა­მარ­ჯ­ვე­ბა ჟი­უ­რის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის სუ­ბი­ექ­ტურ გე­მოვ­ნე­ბა­ზე, ინ­ტე­რე­სებ­სა და აღ­ქ­მა­ზე იქ­ნე­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლი.
თუ "დუ­რუ­ჯის" ნო­მი­ნან­ტ­თა მოკ­ლე სი­ას სტა­ტის­ტი­კუ­რი მე­თო­დით მი­ვუდ­გე­ბით, აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ წლე­ვან­დე­ლი "დუ­რუ­ჯის" გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, ახალ­გაზ­რ­დე­ბი იქ­ნე­ბი­ან. მსა­ხი­ობ­თა შო­რის ექ­ვ­სი ნო­მი­ნან­ტი რე­ჟი­სორ გი­ზო ჟორ­და­ნი­ას აღ­ზ­რ­დი­ლე­ბი არი­ან. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "ცის­კ­რის" მეს­ვე­უ­რე­ბი გი­ზო ჟორ­და­ნი­ას­თ­ვის წა­მა­ხა­ლი­სე­ბე­ლი პრი­ზის­თ­ვის იზ­რუ­ნე­ბენ; მოღ­ვა­წის­თ­ვის, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის წი­ნა­შე გარ­კ­ვე­უ­ლი ღვაწ­ლი და ამა­გი აქვს გა­წე­უ­ლი. ექ­ვ­სი და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ნო­მი­ნა­ცი­ი­დან სამ ნო­მი­ნა­ცი­ა­ში მო­ა­ხერ­ხა მოხ­ვედ­რა ბა­თუ­მის თე­ატ­რ­ში გი­ორ­გი თა­ვა­ძის მი­ერ დად­გ­მულ­მა სპექ­ტაკ­ლ­მა "გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა მო­ხუ­ცი კლო­უ­ნი" (რე­ჟი­სუ­რა, მხატ­ვ­რო­ბა, ორი მსა­ხი­ო­ბი). სხვა ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში კი აღ­ნიშ­ნუ­ლი სპექ­ტაკ­ლი ლო­გი­კუ­რად ვერ მოხ­ვ­დე­ბო­და იმ უბ­რა­ლო მი­ზე­ზის გა­მო, რომ პი­ე­სა, ქარ­თ­ვე­ლი ავ­ტო­რის ნაც­ვ­ლად, საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რებ რუ­მი­ნელ დრა­მა­ტურგს მა­ტეი ვიშ­ნე­კის ეკუთ­ვ­ნის, რე­ჟი­სო­რი გი­ორ­გი თა­ვა­ძე აღე­მა­ტე­ბა 35 წელს (ის სა­შუ­ა­ლო თა­ო­ბის რე­ჟი­სუ­რას წარ­მო­ად­გენს) და სპექ­ტაკ­ლ­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობს არც ერ­თი ქა­ლი მსა­ხი­ო­ბი.
ვნე­ბა­თა­ღელ­ვა და დის­კუ­სია "დუ­რუ­ჯის" ირ­გ­ვ­ლივ უკ­ვე პიკს აღ­წევს. და­მაგ­ვირ­გ­ვი­ნე­ბე­ლი დღე კი 16 ივ­ნი­სია, რო­ცა "დუ­რუ­ჯის" ჟი­უ­რი სა­ბო­ლოო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღებს და სა­უ­კე­თე­სო­ებს გა­მო­ავ­ლენს. დის­პუ­ტი და აზ­რ­თა გაც­ვ­ლა-გა­მოც­ვ­ლის პრო­ცე­სი კი, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ცი­ლე­ბით დიდ­ხანს გაგ­რ­ძელ­დე­ბა, ვიდ­რე მომ­დევ­ნო კონ­კურ­სი არ და­იწყე­ბა.

კომენტარის დამატება

გამოკითხვა
სტატისტიკა