ახლა ომია და ყველაზე მეტად გახდა გასაგები ახალი თეატრის მნიშვნელობა ჩვენთვის, წაგებული ომების თაობისთვის...ინტიმურ თეატრში ამაზე გელაპარაკებიან, ყველაზე პრივატულ, ყველაზე ფაქიზ შეგრძნებებს გიზიარებენ. ეს თეატრი შენი მეგობარი ხდება, მასთან კომუნიკაცია საუკეთესო მეგობართან დიალოგს გაგონებს. შეიძლება მასთან ვინც ომმა წაგართვა. ეს თეატრი კომპენსაციაა...
ბრიტანეთი გახლავთ ის ადგილი, საიდანაც დაიწყო ქალ-დრამატურგთა „მოძრაობა“. მე-16 - მე-17 საუკუნეებიდან მოყოლებული ქალები აქტიურად ერთვებიან სამწერლობო საქმიანობაში, თავდაპირეველად თარგმნიან პიესებს ინგლისურ ენაზე, შემდგომში კი თვითონ იწყებენ წერას...
პროფესიული თეატრი და დრამატურგია უკვე 26 საუკუნეა რაც არსებობს, თუმცა პირველი ქალი - დრამატურგის სახელი მხოლოდ ახ.წ. X საუკუნეში გვხვდება. მანამდე, საუკუნეების მანძილზე, დრამატურგია მხოლოდ მამაკაცების საქმიანობა იყო...
ქართული თეატრს, განსაკუთრებით საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში პოლიტიკური შეფერილობა ჰქონდა...
ჯერ კიდევ 1985 წელს მარკიზ ფრესკობალდის ვილაში ე, გროტოვსკიმ თავისი პირველი , ორთვიანი სემინარი გამართა. „ეჟი გროტოვსკის ცენტრის“ მიზანია მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან ჩასულ 200 ახალგაზრდას გადასცეს ის პრაქტიკული, მეთოდოლოგიური, შემოქმედებითი თუ ტექნიკური გამოცდილება, რაც მის ხელმძღვანელს ამ უკანასკნელი 30 წლის კვლევის მანძილზე დაუგროვდა. პიტერ ბრუკის თქმით „გროტოვსკის ცენტრი მიზნად არ ისახავს ხელოვნების გადარჩენას, უპირველესად საქმე ეხება ყოველი ადამიანის ინდივიდუალური განვითარების ხელშეწყობას“...
საავტორო უფლებათა შესახებ, მოგვმართეთ და დაგეხმარებით
სენტიმენტალიზი
დრამის თეორიის კიდევ ერთი ნაწილი
ხელოვნებათმცოდმეობის დოქტორის მიხეილ კალანდარიშვილის მომავალი წიგნიდან "დრამის თეორია".
ხელოვნების განვითარების მრავალსაუკუნოვან ისტორიაში მხოლოდ ერთხელ, მაგრამ საკმაოდ დიდი ხნით, გ ო ნ ე ბ ი ს კონცეპტმა იზეიმა გამარჯვება გ რ ძ ნ ო ბ ა ზ ე და ამით, დააფიქსირა ლოგიკისა და რაციონალიზმის პრიორიტეტი ადამიანის მოღვაწეობის ისეთ ინდივიდუალურ და სპეციფიკურ სფეროში, როგორიცაა მხატვრული შემოქმედება...
აქამდე ჩვენ განვიხილავდით მუსიკისა და ცოცხალი სხეულის ურთიერთზემოქმედებას. სივრცის იდეა ჩვენ გვეძლევა მხოლოდ სხეულთა მოძრაობით გრძლივობასთან. ახლა ეს მოძრაობანი ვრცელდებიან სივრცეში, რომელიც მათ გარს არტყია, იმ ატმოსფეროში, რაშიაც ისინი არიან დანთქმულნი...
15-აპრილი-2024, 14:40
27-თებერვალი-2024, 12:50
24-დეკემბერი-2023, 01:00
21-დეკემბერი-2023, 14:14
20-დეკემბერი-2023, 18:04